პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა
უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

საფ­რან­გეთ­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად რვა ტე­რო­რის­ტი და­ი­ღუ­პა. რო­გორც "სი­ე­ნე­ნი" პა­რი­ზის პრო­კუ­რა­ტუ­რის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით იტყო­ბი­ნე­ბა, აქე­დან შვიდ­მა თავი აი­ფეთ­ქა.

საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ტე­რაქ­ტებს, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ მცი­რე 153 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, და­შა­ვე­ბუ­ლია 220-მდე ადა­მი­ა­ნი, აქე­დან 90-მდე ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რო­გორც "ბი­ბი­სი" წერს, გუ­შინ პა­რიზ­ში 6 თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და. ტე­რო­რის­ტე­ბის ერთი ჯგუ­ფი "ბა­ტაკ­ლა­ნის" თე­ატ­რში შე­იჭ­რა, სა­დაც იმ დროს ამე­რი­კუ­ლი როკ-ჯგუ­ფის კონ­ცერ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და მძევ­ლე­ბი აიყ­ვა­ნა. ყვე­ლა­ზე მეტი, 112 ადა­მი­ა­ნი სწო­რედ იქ და­ი­ღუ­პა. მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ თე­ატ­რში მყო­ფე­ბი ტე­რო­რის­ტე­ბის და­ნახ­ვი­სას ძირს დაწ­ვნენ და თავ­დამ­სხმე­ლე­ბი მწო­ლი­ა­რე ადა­მი­ა­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­როდ­ნენ. "ეს იყო სის­ხლისღვრა", - ამ­ბობს "სი­ე­ნენ"-თან სა­უ­ბარ­ში ერთ-ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც თავ­დას­ხმის დროს თე­ატ­რში იმ­ყო­ფე­ბო­და.

ფრან­გულ­მა სპეც­რაზმმა თე­ატ­რის შტურ­მი მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მათ აც­ნო­ბეს, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ სურთ. შტურ­მის შემ­დეგ, ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, შსს-სა და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრე­ბი. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თე­ატ­რში შეჭ­რი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი სი­რი­ა­სა და ერაყ­ზე სა­უბ­რობ­დნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წერს, რომ ყვე­ლა მათ­გა­ნი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი იყო, რო­მე­ლიც ფრან­გულ ენას ფლობ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, თე­ატ­რში შეჭ­რი­სას, "ალაჰ აქ­ბარს" ყვი­როდ­ნენ.

კი­დევ ერთი თავ­დას­ხმის დროს, სამ­მა თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა პა­რი­ზის სტა­დი­ონ "სტად დე ფრანსთან" თავი აი­ფეთ­ქა. სტა­დი­ონ­ზე იმ მო­მენ­ტში საფ­რან­გე­თი-გერ­მა­ნი­ის ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­მელ­საც საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი ეს­წრე­ბო­და.

კი­დევ რამ­დე­ნი­მე თავ­დას­ხმა სე­ნის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე მოხ­და, სა­დაც შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მა­მა­კა­ცებ­მა რეს­ტორ­ნებ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

რო­გორც "ბი­ბი­სი" წერს, ტე­რო­რის­ტე­ბის მო­ტი­ვე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, თუმ­ცა თვითმხილ­ვე­ლე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ ერთ-ერ­თმა ტე­რო­რის­ტმა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" ახ­სე­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ მომ­ხდა­რი ოლან­დის და­ნა­შა­უ­ლია, რად­გან სი­რი­ა­ში შეჭ­რა გა­და­წყვი­ტა.

ტე­რაქ­ტე­ბის გამო, პა­რი­ზის მო­სახ­ლე­ო­ბას სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დეს, ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 1 500-მდე სამ­ხედ­რო.

პრე­ზი­დენ­ტი ფრან­სუა ოლან­დი უახ­ლო­ეს სა­ა­თებ­ში უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მას გა­მარ­თავს. ტე­რაქ­ტე­ბის გამო, ოლან­დი 16 ნო­ემ­ბერს, თურ­ქეთ­ში და­გეგ­მილ "დიდი ოცე­უ­ლის" სა­მიტს აღარ და­ეს­წრე­ბა.

საფ­რან­გეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ჩა­ი­კე­ტა ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბი.

უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

უმძიმესი ღამის სრული ქრონოლოგია: ყველაფერი 6 ტერაქტის შესახებ, რომელმაც 150-ზე მეტი სიცოცხლე იმსხვერპლა

საფრანგეთში, ტერორისტული აქტების განხორციელების შედეგად რვა ტერორისტი დაიღუპა. როგორც "სიენენი" პარიზის პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, აქედან შვიდმა თავი აიფეთქა.

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 153 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 220-მდე ადამიანი, აქედან 90-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "ბიბისი" წერს, გუშინ პარიზში 6 თავდასხმა განხორციელდა. ტერორისტების ერთი ჯგუფი "ბატაკლანის" თეატრში შეიჭრა, სადაც იმ დროს ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტი მიმდინარეობდა და მძევლები აიყვანა. ყველაზე მეტი, 112 ადამიანი სწორედ იქ დაიღუპა. მაყურებლების ნაწილმა გაქცევა მოახერხა. თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თეატრში მყოფები ტერორისტების დანახვისას ძირს დაწვნენ და თავდამსხმელები მწოლიარე ადამიანებს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ესროდნენ. "ეს იყო სისხლისღვრა", - ამბობს "სიენენ"-თან საუბარში ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც თავდასხმის დროს თეატრში იმყოფებოდა.

ფრანგულმა სპეცრაზმმა თეატრის შტურმი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავდამსხმელებმა მათ აცნობეს, რომ შეიარაღებულები არიან და მოლაპარაკებები არ სურთ. შტურმის შემდეგ, ადგილზე მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, პრემიერ-მინისტრი, შსს-სა და იუსტიციის მინისტრები. თვითმხილველები ამბობენ, რომ თეატრში შეჭრილი ტერორისტები სირიასა და ერაყზე საუბრობდნენ.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ყველა მათგანი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც ფრანგულ ენას ფლობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებული მამაკაცები, თეატრში შეჭრისას, "ალაჰ აქბარს" ყვიროდნენ.

კიდევ ერთი თავდასხმის დროს, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პარიზის სტადიონ "სტად დე ფრანსთან" თავი აიფეთქა. სტადიონზე იმ მომენტში საფრანგეთი-გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა.

კიდევ რამდენიმე თავდასხმა სენის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე რამდენიმე ქუჩაზე მოხდა, სადაც შეიარაღებულმა მამაკაცებმა რესტორნებში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც "ბიბისი" წერს, ტერორისტების მოტივები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა "ისლამური სახელმწიფო" ახსენა და განაცხადა, რომ მომხდარი ოლანდის დანაშაულია, რადგან სირიაში შეჭრა გადაწყვიტა.

ტერაქტების გამო, პარიზის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მობილიზებულია 1 500-მდე სამხედრო.

პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი უახლოეს საათებში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. ტერაქტების გამო, ოლანდი 16 ნოემბერს, თურქეთში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტს აღარ დაესწრება.

საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ჩაიკეტა ქვეყნის საზღვრები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა