Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხეები, სადაც პატიმრები წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობენ
ციხეები, სადაც პატიმრები წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობენ

სა­პა­ტიმ­რო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მძი­მე პი­რო­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა მსოფ­ლი­ოს ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ცი­ხე­ე­ბი, სა­დაც ისე­თი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი, რომ იქ მოხ­ვედ­რა­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იოც­ნე­ბებ­და.

ჰუ­მა­ნუ­რი ცი­ხე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში პირ­ვე­ლო­ბას არა­ვის უთ­მობს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ნორ­ვე­გი­ა­ში - ჰალ­დე­ნი.

ჰალ­დე­ნი, ნორ­ვე­გია:

ცი­ხის საკ­ნე­ბი 10 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, კე­დელ­ზე ტე­ლე­ვი­ზო­რი, საკ­ნებ­ში­ვეა საშ­ხა­პე, მინი მა­ცი­ვა­რი. პა­ტიმ­რებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ითა­მა­შონ ფეხ­ბურ­თი და სხვა სპორ­ტუ­ლი თა­მა­შო­ბე­ბი. პა­ტიმ­რებს შე­უძ­ლი­ათ ხელ­საქ­მის კე­თე­ბაც, რის­თვი­საც ისი­ნი გა­სამ­რჯე­ლოს სა­ხით დღე­ში 9$-ს იღე­ბენ. პა­ტიმ­რებს შე­უძ­ლი­ათ დღე­ში 1,5 სა­ა­თი სა­ცუ­რაო აუზ­ში გა­ა­ტა­რონ. პა­ტიმ­რებს ემ­სა­უხ­რე­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტი, სა­დაც კვი­რა­ში ერთხელ შე­უძ­ლი­ათ ივაჭ­რონ. პა­ტიმ­რებს კვი­რა­ში ორ­ჯერ, ორი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლი­ათ შეხ­ვდნენ ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებს. ასე­ვე არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­ტა­რა სახ­ლე­ბი, სა­დაც პა­ტი­მარს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, ოჯახ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როს 24 სა­ა­თი. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ალ­ბათ არაა გა­საკ­ვი­რი, რომ ამ ცი­ხე­ში სას­ჯელ­მოხ­დი­ლი პა­ტი­მა­რე­ბის 20% 2 წლის შემ­დეგ ხელ­მე­ო­რედ ხვდე­ბა "ჰალ­დე­ნის" სა­პა­ტიმ­რო­ში.

არა­ნაკ­ლებ ჰუ­მა­ნუ­რია სა­პა­ტიმ­რო ილა, რო­მე­ლიც ასე­ვე ნორ­ვე­გი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს.

ილა, ნორ­ვე­გია:

იქ სას­ჯელს 124 სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე იხ­დის, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ცი­ხე­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მოხ­ვდა. ამ ცი­ხის პა­ტი­მა­რია კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე მო­წყო­ბი­ლი ტე­რაქ­ტის ავ­ტო­რი ან­დრეს ბრე­ი­ვი­კი. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, ცი­ხე­ში ისე­თი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი, რომ ბევ­რი ქვეყ­ნის მცხოვ­რე­ბი იქ ყოფ­ნას ინატ­რებ­და.

თით­ქმის ყვე­ლა სა­კან­ში არის კომ­პი­უ­ტე­რი, პა­ტიმ­რებს აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, უმაღ­ლე­სი დო­ნის სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზით ისარ­გებ­ლონ. მათ­თვის ღიაა სა­ცუ­რაო აუზი და სხვა. ცი­ხის ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა პა­ტი­მარ­მა ან­დრეს ბრე­ი­ვიკ­მა ცოტა ხნის წინ გა­აპ­რო­ტეს­ტა მისი იქ ყოფ­ნა, მი­ზე­ზად ის და­ა­სა­ხე­ლა, რომ არ მოს­წონს ხედი, რო­მე­ლიც მისი ფან­ჯრი­დან ჩანს და ბორ­კი­ლე­ბი ზედ­მე­ტად უჭერს. აპ­რო­ტეს­ტებს იმა­საც, რომ პარსვის შემ­დეგ კა­ნის და­მარ­ბი­ლე­ბე­ლი კრე­მი სჭირ­დე­ბა და არ აქვს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი ეს პრო­ტეს­ტი გან­ხილ­ვის თე­მად იქცა და ნორ­ვე­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბაც გა­მო­იწ­ვია. სა­ინ­ტე­რე­სოა, ან­დრესს რომ ქარ­თულ ცი­ხე­ში მო­ე­ხა­და სას­ჯე­ლი, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­და?!

ზო­გა­დად სკან­დი­ნა­ვი­ურ ქვეყ­ნებ­ში სა­პა­ტიმ­რო­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ, თუ რამ­დე­ნად წინ არი­ან მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით.

სა­პა­ტიმ­რო - ლე­ო­ბე­ნი, ავ­სტრი­ა­ში მდე­ბა­რე­ობს. მას ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან ცი­ხე­საც უწო­დე­ბენ.

ლე­ო­ბე­ნი, ავ­სტრია:

რო­დე­საც მას ნა­ხავთ, მისი ეს სა­ხე­ლი ნამ­დვი­ლად არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რად­გან ციხე ფან­ტას­ტი­უ­რა­დაა კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი. ციხე სა­კუ­რორ­ტო ზო­ნას უფრო ჰგავს, ვიდ­რე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას. ცი­ხეს არ აქვს მავ­თულხლარ­თი, რაც ალ­ბათ ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან იმ პი­რო­ბე­ბი­დან გაქ­ცე­ვას, რაც პა­ტიმ­რებს იქ აქვთ, არა­ვინ მო­ი­სურ­ვებს. 100 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის საკ­ნებ­ში პა­ტიმ­რებს აქვთ სა­კუ­თა­რი სამ­ზა­რე­უ­ლო, ცი­ხე­ში არის მო­დერ­ნის­ტუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა. ავ­სტრი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ხუმ­რო­ბა, რომ ცი­ხი­დან გა­მო­სულ პა­ტიმ­რებს არ­თმე­ვენ პი­რო­ბას - გა­რეთ გა­მო­სუ­ლე­ბი ცი­ხის და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე კრინტს არ დაძ­რა­ვენ, რათა და­ნა­შა­უ­ლის წა­ხა­ლი­სე­ბა არ მოხ­დეს.

ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი­სა, სა­დაც მოხ­ვედ­რი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არა­თუ ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, არა­მედ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­პა­ტიმ­როს გა­რეთ ყოფ­ნა გა­ცი­ლე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა, რა­საც ყვე­ლა ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი აღი­ა­რებს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ციხეები, სადაც პატიმრები წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობენ

ციხეები, სადაც პატიმრები წარმოუდგენელ ფუფუნებაში ცხოვრობენ

საპატიმრო ადამიანებისთვის მძიმე პირობებთან ასოცირდება, თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ციხეები, სადაც ისეთი პირობებია შექმნილი, რომ იქ მოხვედრაზე ბევრი ადამიანი იოცნებებდა.

ჰუმანური ციხეების ჩამონათვალში პირველობას არავის უთმობს სასჯელაღსრულების დაწესებულება ნორვეგიაში - ჰალდენი.

ჰალდენი, ნორვეგია:

ციხის საკნები 10 კვადრატული მეტრია, კედელზე ტელევიზორი, საკნებშივეა საშხაპე, მინი მაცივარი. პატიმრებს აქვთ საშუალება, ითამაშონ ფეხბურთი და სხვა სპორტული თამაშობები. პატიმრებს შეუძლიათ ხელსაქმის კეთებაც, რისთვისაც ისინი გასამრჯელოს სახით დღეში 9$-ს იღებენ. პატიმრებს შეუძლიათ დღეში 1,5 საათი საცურაო აუზში გაატარონ. პატიმრებს ემსაუხრება სუპერმარკეტი, სადაც კვირაში ერთხელ შეუძლიათ ივაჭრონ. პატიმრებს კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში შეუძლიათ შეხვდნენ ახლობლებს და მეგობრებს. ასევე არსებობს სპეციალური პატარა სახლები, სადაც პატიმარს აქვს საშუალება, ოჯახთან ერთად გაატაროს 24 საათი. ამ ყველაფრის ფონზე ალბათ არაა გასაკვირი, რომ ამ ციხეში სასჯელმოხდილი პატიმარების 20% 2 წლის შემდეგ ხელმეორედ ხვდება "ჰალდენის" საპატიმროში.

არანაკლებ ჰუმანურია საპატიმრო ილა, რომელიც ასევე ნორვეგიაში მდებარეობს.

ილა, ნორვეგია:

იქ სასჯელს 124 საშიში დამნაშავე იხდის, რომელთა უმეტესობა ციხეში სექსუალური დანაშაულისთვის მოხვდა. ამ ციხის პატიმარია კუნძულ უტოიაზე მოწყობილი ტერაქტის ავტორი ანდრეს ბრეივიკი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ციხეში ისეთი პირობებია შექმნილი, რომ ბევრი ქვეყნის მცხოვრები იქ ყოფნას ინატრებდა.

თითქმის ყველა საკანში არის კომპიუტერი, პატიმრებს აქვთ საშუალება, უმაღლესი დონის სატრენაჟორო დარბაზით ისარგებლონ. მათთვის ღიაა საცურაო აუზი და სხვა. ციხის ყველაზე ცნობილმა პატიმარმა ანდრეს ბრეივიკმა ცოტა ხნის წინ გააპროტესტა მისი იქ ყოფნა, მიზეზად ის დაასახელა, რომ არ მოსწონს ხედი, რომელიც მისი ფანჯრიდან ჩანს და ბორკილები ზედმეტად უჭერს. აპროტესტებს იმასაც, რომ პარსვის შემდეგ კანის დამარბილებელი კრემი სჭირდება და არ აქვს. აღსანიშნავია, რომ მისი ეს პროტესტი განხილვის თემად იქცა და ნორვეგიის საზოგადოების ნაწილის აღშფოთებაც გამოიწვია. საინტერესოა, ანდრესს რომ ქართულ ციხეში მოეხადა სასჯელი, რა რეაქცია ექნებოდა?!

ზოგადად სკანდინავიურ ქვეყნებში საპატიმროში არსებული მდგომარეობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენად წინ არიან მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

საპატიმრო - ლეობენი, ავსტრიაში მდებარეობს. მას ხუთვარსკვლავიან ციხესაც უწოდებენ.

ლეობენი, ავსტრია:

როდესაც მას ნახავთ, მისი ეს სახელი ნამდვილად არ გაგიკვირდებათ, რადგან ციხე ფანტასტიურადაა კეთილმოწყობილი. ციხე საკურორტო ზონას უფრო ჰგავს, ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებას. ციხეს არ აქვს მავთულხლართი, რაც ალბათ ბუნებრივიცაა, რადგან იმ პირობებიდან გაქცევას, რაც პატიმრებს იქ აქვთ, არავინ მოისურვებს. 100 კვადრატული მეტრის საკნებში პატიმრებს აქვთ საკუთარი სამზარეულო, ციხეში არის მოდერნისტული ბიბლიოთეკა. ავსტრიაში გავრცელებულია ხუმრობა, რომ ციხიდან გამოსულ პატიმრებს ართმევენ პირობას - გარეთ გამოსულები ციხის დადებით თვისებებზე კრინტს არ დაძრავენ, რათა დანაშაულის წახალისება არ მოხდეს.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია საპატიმროებისა, სადაც მოხვედრილი დამნაშავეები არათუ ადამიანურ პირობებში, არამედ ფუფუნებაში ცხოვრობენ, თუმცა მიუხედავად ამისა, საპატიმროს გარეთ ყოფნა გაცილებით სასიამოვნოა, რასაც ყველა ყოფილი პატიმარი აღიარებს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა