ბაღდადში მომხდარ სერიულ აფეთქებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში მომხდარ სერიულ აფეთქებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი სერიული აფეთქებების შედეგად. ამის შესახებ "როიტერი" ქვეყნის პოლიციასა და სამედიცინო სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს მონაცემებით, ბაღდადის შემოგარენში არანაკლებ ხუთი აფეთქების ხმა გაისმა, მათ შორის როგორც სუნიტურ, ისე შიიტურ დასახლებებში.

ამ დროისთვის არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი აფეთქებების შესახებ, რომლებსაც ადამიანები ემსხვერპლნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა