მამაკაცმა საკუთარი ცოლი, ექვსი შვილი და დედა მოკლა

მამაკაცმა საკუთარი ცოლი, ექვსი შვილი და დედა მოკლა

პოლიციამ რუსეთში დააკავა ოლეგ ბელოვი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ექვსი შვილი და ცოლი მოკლა. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ბელოვმა დაკავების დროს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და დაიჭრა. საკუთარი ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ ბელოვი დეიდის სახლში წავიდა, სადაც სავარაუდოდ, სერიული სისხლიანი გარჩევის გაგრძელებას გეგმავდა. ცნობილია, რომ დეიდასთან ბელოვს ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონდა.

სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, პოლიციაში შევიდა ზარი, სადაც იტყობინებოდნენ, რომ რვასულიანი ოჯახი - დედა, მამა და ექვსი შვილი გაქრა. 25 ივლისიდან ბავშვები ბაღში აღარ მიყავდათ და ბაღის თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს. 4 აგვისტოს პოლიციელები შევიდნენ სახლში, სადაც აღმოაჩინეს ბავშვების დანაწევრებული სხეულის ნარჩენები და აგრეთვე დანაწევრებული დედის სხეული. არსებობს ინფორმაცია, რომ დედა კიდევ ერთ ბავშვზე იყო ორსულად. მოგვიანებით აღმოაჩინეს ქალის გვამი, რომელიც ბელოვის დედა აღმოჩნდა. ჯამში ბელოვმა ოჯახის 8 წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა