სტამბოლში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება

სტამბოლში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ტარდება

თურქი სამართალდამცველები სტამბოლში მასშტაბურ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. სპეცრაზმელებმა გაზიო-მანპაშას რაიონში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს. ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ დილის 4 საათზე დაიწყო და მასში ავიაციაც ჩართულია.

CNN-ის ინფორმაციით, ძალოვანები სახალხო განმათავისუფლებელი პარტიის რადიკალური ფრთის წევრების დაკავებას ცდილობენ, რომლებიც რამდენიმე ტერაქტის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები.

თურქეთის ძალოვანი უწყებები ქურთი სეპარატისტებისა და ისლამური სახელმწიფოს წევრების წინააღმდეგ სპეცოპერაციას უკვე მეორე კვირაა ატარებენ. ქვეყნის 39 პროვინციაში 2600-მდე ადამიანია დაკავებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა