პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ტრაგედია შესაძლოა ერევანშიც განმეორდეს
თბილისის ტრაგედია შესაძლოა ერევანშიც განმეორდეს

თუ ერე­ვან­ში კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბი არ გა­და­ი­ღებს, დიდი შან­სია, რომ ქა­ლა­ქი და­იტ­ბო­როს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში ეკო­ლოგ­მა კა­რი­ნა და­ნი­ე­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და. "ერე­ვან­ში შე­საძ­ლოა, თბი­ლი­სის ტრა­გე­დია გან­მე­ორ­დეს, რად­გა­ნაც აქაც სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვის გა­რე­შეა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ეკო­ლოგ­მა. მისი თქმით, წვი­მის წყლე­ბი ორ არხში ნა­წილ­დე­ბო­და, რაზ­და­ნის მდი­ნა­რე­სა და მის შე­ნა­ერთ ჰექ­ტარ­ში. სომ­ხე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ, 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად იღებ­დნენ არას­წორ ინ­ჟი­ნე­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რის გა­მოც, ამ არ­ხე­ბის ად­გი­ლას ამ­ჟა­მად კა­ფე­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბია აშე­ნე­ბუ­ლი.

სი­ტუ­ა­ცი­ას ამ­ძი­მებს ის ფაქ­ტიც, რომ ჩამ­დი­ნა­რე წყლე­ბის სის­ტე­მა სომ­ხე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ზოგ ად­გი­ლებ­ში ის სა­ერ­თოდ არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. "პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­მო­ჩე­ნა, აგ­რეთ­ვე სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რი კულ­ტუ­რის კუ­თხით და კლი­მა­ტურ ცვლი­ლე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში", - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

ჰიდ­რო­ლოგ­მა რო­ლანდ მა­ნუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტა­რა მდი­ნა­რე ავან არინ­ჯის რა­ი­ონ­ში, რო­მე­ლიც აქამ­დე გამ­დი­ნა­რე არ­ხის ფუნ­ქცი­ას ითავ­სებ­და, აგ­რეთ­ვე მშე­ნებ­ლო­ბე­ბით არის გა­და­ფა­რუ­ლი. "აქ მთე­ლი უბა­ნი გა­ა­შე­ნეს, თით­ქმის მთე­ლი მდი­ნა­რე და­ხუ­რუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და მა­ნუ­კი­ან­მა და დას­ძი­ნა, რომ ამ სა­კი­თხზე არა­ერ­თხელ მი­უ­მარ­თავს სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ე­ბის­თვის, თუმ­ცა, არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია მის გაფრ­თხი­ლე­ბებს არ მოჰ­ყო­ლია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dlmn.info-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

თბილისის ტრაგედია შესაძლოა ერევანშიც განმეორდეს

თბილისის ტრაგედია შესაძლოა ერევანშიც განმეორდეს

თუ ერევანში კოკისპირული წვიმები არ გადაიღებს, დიდი შანსია, რომ ქალაქი დაიტბოროს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ეკოლოგმა კარინა დანიელიანმა განაცხადა. "ერევანში შესაძლოა, თბილისის ტრაგედია განმეორდეს, რადგანაც აქაც სამშენებლო სამუშაოები სტანდარტების დაცვის გარეშეა ჩატარებული", - განაცხადა ეკოლოგმა. მისი თქმით, წვიმის წყლები ორ არხში ნაწილდებოდა, რაზდანის მდინარესა და მის შენაერთ ჰექტარში. სომხეთის დამოუკიდებლობის შემდეგ, 25 წლის განმავლობაში პერმანენტულად იღებდნენ არასწორ ინჟინერულ გადაწყვეტილებებს, რის გამოც, ამ არხების ადგილას ამჟამად კაფეები და რესტორნებია აშენებული.

სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ ჩამდინარე წყლების სისტემა სომხეთის დედაქალაქში საშინელ მდგომარეობაშია. ზოგ ადგილებში ის საერთოდ არ ფუნქციონირებს. "პრობლემების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პოლიტიკური ნების გამოჩენა, აგრეთვე სამუშაოების ჩატარება ეკოლოგიური კულტურის კუთხით და კლიმატურ ცვლილებებთან მიმართებაში", - ამბობს ექსპერტი.

ჰიდროლოგმა როლანდ მანუკიანმა აღნიშნა, რომ პატარა მდინარე ავან არინჯის რაიონში, რომელიც აქამდე გამდინარე არხის ფუნქციას ითავსებდა, აგრეთვე მშენებლობებით არის გადაფარული. "აქ მთელი უბანი გააშენეს, თითქმის მთელი მდინარე დახურულია", - განაცხადა მანუკიანმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე არაერთხელ მიუმართავს სხვადასხვა ინსტანციებისთვის, თუმცა, არანაირი რეაქცია მის გაფრთხილებებს არ მოჰყოლია.

მომზადებულია dlmn.info-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"