საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი" - პუტინის პირადი ისტორიები "რუსსკი პიონერის" სვეტში
"დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი" - პუტინის პირადი ისტორიები "რუსსკი პიონერის" სვეტში

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ჟურ­ნალ "რუსს­კი პი­ო­ნე­რის" სვეტ­ში თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის, ომის, ძმის და იმის შე­სა­ხებ ყვე­ბა, თუ რო­გორ არ შე­ეძ­ლოთ მის მშობ­ლებს მტრის სი­ძულ­ვი­ლი.

"მა­მას არ უყ­ვარ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. რო­დე­საც უფ­რო­სე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში სა­უბ­რობ­დნენ და რა­ი­მეს იხ­სე­ნებ­დნენ, მე უბ­რა­ლოდ იქ ვი­ყა­ვი. ომის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ასე­თი სა­უბ­რე­ბის შე­დე­გად გა­მიჩ­ნდა. თუმ­ცა ზოგ­ჯერ პირ­და­პირ მეც მომ­მარ­თავ­დნენ.

მა­მა­ჩე­მი მე­ზღვა­უ­რი იყო. 1939 წელს გა­იწ­ვი­ეს. უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და და დე­დას­თან პეტ­როდ­ვორ­ცში ცხოვ­რობ­დნენ. ომი რომ და­ი­წყო, ის სამ­სა­ხუ­რის გამო და­ცუ­ლი იყო გაწ­ვე­ვის­გან. ამი­ტომ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა პარ­ტი­ა­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­თვის და შემ­დეგ ფრონტზე გაწ­ვე­ვის მო­თხოვ­ნით. დი­ვერ­სი­ულ ჯგუფ­ში გაგ­ზავ­ნეს. ფრონტზე ვი­ღა­ცამ უღა­ლა­ტა მის რაზმს და ერთ-ერთ სო­ფელ­ში ფა­შის­ტებს შე­ა­ტყო­ბი­ნა მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. მა­მა­ჩე­მი გა­დარ­ჩა, რად­გან ჭა­ობ­ში ჩაძ­ვრა და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი იქ გა­ა­ტა­რა. ეს მისი მო­ნა­ყო­ლი­დან მახ­სოვს.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­მი­ნის­ტროს არ­ქი­ვი­დან გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ამ რაზ­მის საქ­მე. რაზ­მის სია, გვა­რე­ბი, სა­ხე­ლე­ბი, მა­მის სა­ხე­ლე­ბი, მოკ­ლე და­ხა­სი­ა­თე­ბე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც მამა მიყ­ვე­ბო­და. ამ 28 კა­ცი­დან უკან მხო­ლოდ 4 დაბ­რუნ­და.

მამა მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ დაჭ­რეს ფრონტზე. მძი­მე ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ფეხ­ში ტყვი­ის ნამ­სხვრე­ვე­ბით იცხოვ­რა. მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი იყო. რო­გორც ომის ინ­ვა­ლიდს, ბინა გა­დას­ცეს. ეს იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი სახ­ლი. ეს მოხ­და არა ომის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, არა­მედ იმ დროს, როცა მე უკვე"კა­გე­ბე­ში" ვმუ­შა­ობ­დი.

დედა მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ აკი­თხავ­და მა­მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, რო­დე­საც დაჭ­რი­ლი იყო. მათ პა­ტა­რა ბავ­შვი ყავ­დათ, სამი წლის. მა­შინ შიმ­ში­ლი იყო, ბლო­კა­და... მამა თა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფოს საჭ­მელს აძ­ლევ­და. ჩუ­მად, ექი­მე­ბის­გან ფა­რუ­ლად. დედა მა­ლავ­და, ჩუ­მად გა­მოჰ­ქონ­და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და ბავ­შვს აჭ­მევ­და. შემ­დეგ მა­მას შიმ­ში­ლის­გან გული წა­უ­ვი­და, ექი­მე­ბი მიხ­ვდნენ, რა­შიც იყო საქ­მე და დე­დას აღარ უშ­ვებ­დნენ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. შემ­დეგ ბავ­შვიც წა­არ­თვეს. ამას პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის შიმ­ში­ლის­გან საშ­ვე­ლად აკე­თებ­დნენ. ბავ­შვთა სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს, მშობ­ლე­ბის­თვის არც უკი­თხავთ.

დედა ამ­ბობ­და, რომ ბავ­შვი დიფ­ტე­რი­ით გარ­და­იც­ვა­ლა და მშობ­ლებს არც უთხრეს, სად და­მარ­ხეს. შარ­შან ჩემ­თვის უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­და­ქე­ქეს არ­ქი­ვი და აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჩემი ძმის სა­ბუ­თე­ბი. და ის ნამ­დვი­ლად ჩემი ძმის აღ­მოჩ­ნდა. სა­ბუთ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი იყო მისი საფ­ლა­ვის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მშობ­ლე­ბი ომზე მიყ­ვე­ბოდ­ნენ, სი­მარ­თლე იყო. არა­ფე­რი შე­უც­ვლი­ათ, არ­ცერ­თი სი­ტყვა. მა­მა­ჩე­მი 1998 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, დედა 1999-ში. მა­მას დიდი ოჯა­ხი ჰყავ­და, ექ­ვსი ძმა, მაგ­რამ ხუთი გარ­და­იც­ვა­ლა. დე­და­საც გარ­და­ეც­ვა­ლა ახ­ლობ­ლე­ბი. მე კი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი ბავ­შვი აღ­მოვ­ჩნდი, დედა 41 წლის იყო, რო­დე­საც გავჩნდი.

არ არ­სე­ბობს ოჯა­ხი, სა­დაც არა­ვინ მომ­კვდა­რა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა ოჯახ­შია ტრა­გე­დია და სევ­და. მაგ­რამ ჩემს მშობ­ლებს მტრის მი­მართ ზი­ზღი არ ჰქო­ნი­ათ. დედა სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან ნაზი და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ასე მე­უბ­ნე­ბო­და:"რო­გორ უნდა მქონ­დეს ამ ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლი? ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ომში იღუ­პე­ბი­ან". ჩვენ საბ­ჭო­თა ფილ­მებ­ზე და წიგ­ნებ­ზე ვიზ­რდე­ბო­დით და გვძულ­და მტე­რი. მას კი ეს გან­ცდა სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია. მისი სი­ტყვე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს:"ისი­ნიც ჩვენ­ნა­ი­რი მშრო­მე­ლე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ, მათ ფრონტზე უკ­რეს თავი".

აი, ეს სი­ტყვე­ბი მას­ხოვს ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი", - წერს ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი.

წყა­რო|ruspioner.ru

ქარ­თუ­ლი თარ­გმა­ნი| Ambebi.ge

"დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი" - პუტინის პირადი ისტორიები "რუსსკი პიონერის" სვეტში

"დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი" - პუტინის პირადი ისტორიები "რუსსკი პიონერის" სვეტში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჟურნალ "რუსსკი პიონერის" სვეტში თავისი მშობლების, ომის, ძმის და იმის შესახებ ყვება, თუ როგორ არ შეეძლოთ მის მშობლებს მტრის სიძულვილი.

"მამას არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი. როდესაც უფროსები ერთმანეთში საუბრობდნენ და რაიმეს იხსენებდნენ, მე უბრალოდ იქ ვიყავი. ომის შესახებ ინფორმაცია ასეთი საუბრების შედეგად გამიჩნდა. თუმცა ზოგჯერ პირდაპირ მეც მომმართავდნენ.

მამაჩემი მეზღვაური იყო. 1939 წელს გაიწვიეს. უკან დაბრუნებული ქარხანაში მუშაობდა და დედასთან პეტროდვორცში ცხოვრობდნენ. ომი რომ დაიწყო, ის სამსახურის გამო დაცული იყო გაწვევისგან. ამიტომ განცხადება გააკეთა პარტიაში გაწევრიანებისთვის და შემდეგ ფრონტზე გაწვევის მოთხოვნით. დივერსიულ ჯგუფში გაგზავნეს. ფრონტზე ვიღაცამ უღალატა მის რაზმს და ერთ-ერთ სოფელში ფაშისტებს შეატყობინა მათი ადგილსამყოფელი. მამაჩემი გადარჩა, რადგან ჭაობში ჩაძვრა და რამდენიმე საათი იქ გაატარა. ეს მისი მონაყოლიდან მახსოვს.

რამდენიმე წლის წინ სამინისტროს არქივიდან გამომიგზავნეს ამ რაზმის საქმე. რაზმის სია, გვარები, სახელები, მამის სახელები, მოკლე დახასიათებები. ყველაფერი ისე იყო, როგორც მამა მიყვებოდა. ამ 28 კაციდან უკან მხოლოდ 4 დაბრუნდა.

მამა მიყვებოდა, როგორ დაჭრეს ფრონტზე. მძიმე ჭრილობა ჰქონდა. მთელი ცხოვრება ფეხში ტყვიის ნამსხვრევებით იცხოვრა. მეორე ჯგუფის ინვალიდი იყო. როგორც ომის ინვალიდს, ბინა გადასცეს. ეს იყო ჩვენი პირველი განცალკევებული სახლი. ეს მოხდა არა ომის დასრულებისთანავე, არამედ იმ დროს, როცა მე უკვე"კაგებეში” ვმუშაობდი.

დედა მიყვებოდა, როგორ აკითხავდა მამას საავადმყოფოში, როდესაც დაჭრილი იყო. მათ პატარა ბავშვი ყავდათ, სამი წლის. მაშინ შიმშილი იყო, ბლოკადა... მამა თავის საავადმყოფოს საჭმელს აძლევდა. ჩუმად, ექიმებისგან ფარულად. დედა მალავდა, ჩუმად გამოჰქონდა საავადმყოფოდან და ბავშვს აჭმევდა. შემდეგ მამას შიმშილისგან გული წაუვიდა, ექიმები მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე და დედას აღარ უშვებდნენ მოსანახულებლად. შემდეგ ბავშვიც წაართვეს. ამას პატარა ბავშვების შიმშილისგან საშველად აკეთებდნენ. ბავშვთა სახლში წაიყვანეს, მშობლებისთვის არც უკითხავთ.

დედა ამბობდა, რომ ბავშვი დიფტერიით გარდაიცვალა და მშობლებს არც უთხრეს, სად დამარხეს. შარშან ჩემთვის უცნობმა ადამიანებმა საკუთარი ინიციატივით გადაქექეს არქივი და აღმოაჩინეს ჩემი ძმის საბუთები. და ის ნამდვილად ჩემი ძმის აღმოჩნდა. საბუთზე მითითებული იყო მისი საფლავის ადგილმდებარეობა.

ყველაფერი, რასაც მშობლები ომზე მიყვებოდნენ, სიმართლე იყო. არაფერი შეუცვლიათ, არცერთი სიტყვა. მამაჩემი 1998 წელს გარდაიცვალა, დედა 1999-ში. მამას დიდი ოჯახი ჰყავდა, ექვსი ძმა, მაგრამ ხუთი გარდაიცვალა. დედასაც გარდაეცვალა ახლობლები. მე კი დაგვიანებული ბავშვი აღმოვჩნდი, დედა 41 წლის იყო, როდესაც გავჩნდი.

არ არსებობს ოჯახი, სადაც არავინ მომკვდარა. რასაკვირველია, ყველა ოჯახშია ტრაგედია და სევდა. მაგრამ ჩემს მშობლებს მტრის მიმართ ზიზღი არ ჰქონიათ. დედა საერთოდ ძალიან ნაზი და კეთილი ადამიანი იყო. ასე მეუბნებოდა:"როგორ უნდა მქონდეს ამ ჯარისკაცების მიმართ სიძულვილი? ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ომში იღუპებიან”. ჩვენ საბჭოთა ფილმებზე და წიგნებზე ვიზრდებოდით და გვძულდა მტერი. მას კი ეს განცდა საერთოდ არ ჰქონია. მისი სიტყვები ძალიან კარგად მახსოვს:"ისინიც ჩვენნაირი მშრომელები არიან, უბრალოდ, მათ ფრონტზე უკრეს თავი”.

აი, ეს სიტყვები მასხოვს ბავშვობიდან მოყოლებული”, - წერს ვლადიმერ პუტინი.

წყარო|ruspioner.ru

ქართული თარგმანი| Ambebi.ge

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა