პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანსუა ოლანდი - თუკი რომელიმე სამხედრო არასათანადოდ მოიქცა, სამაგალითოდ დაისჯება
ფრანსუა ოლანდი - თუკი რომელიმე სამხედრო არასათანადოდ მოიქცა, სამაგალითოდ დაისჯება

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა სამ­ხედ­რო­ებთნ და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლებ­საც ბრა­ლად ედე­ბათ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა არას­რულ­წლო­ვან­ზე ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

"თუკი რო­მე­ლი­მე სამ­ხედ­რო არა­სა­თა­ნა­დოდ მო­იქ­ცა, მე ამას ვერ შე­ვე­გუ­ე­ბი. თუკი ფაქ­ტე­ბი და­დას­ტურ­დე­ბა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ და სამ­ხედ­რო სარ­დლო­ბის მიერ, ამას მოჰ­ყვე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბი, ასე­ვე, თუკი დარ­ღვე­ვა სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, სამ­ხედ­რო­ე­ბიც სე­რი­ო­ზუ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან და ეს იქ­ნე­ბა სა­მა­გა­ლი­თო", - გა­ნა­ცხა­და დღეს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ფრან­სუა ოლან­დმა.

ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მებ­მა სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ გა­ავ­რცე­ლეს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კა­ში სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ე­ბის სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან ბავ­შვებ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

სა­უბ­რია 2013 წლის დე­კემ­ბრი­დან 2014 ივ­ნი­სამ­დე პე­რი­ოდ­ზე. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო­ე­ბი მო­ზარ­დებს საკ­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ფრანგ ჟურ­ნა­ლის­ტებს უყ­ვე­ბი­ან, თუ რო­გორ ძა­ლა­დობ­და 3 ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო 16 წლის გო­გო­ნა­ზე.

პირ­ვე­ლად მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით "The Guardian"-მა და­წე­რა, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო გა­ე­როს სა­ი­დუმ­ლო ან­გა­რიშ­ზე, რო­მელ­შიც მო­ძა­ლა­დე­ე­ბად ფრანგ სამ­ხედ­რო­ებს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. გუ­შინ კი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, სა­დაც ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­კუ­თარ რეს­პონ­დენ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან ბავ­შვებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ფრანსუა ოლანდი - თუკი რომელიმე სამხედრო არასათანადოდ მოიქცა, სამაგალითოდ დაისჯება

ფრანსუა ოლანდი - თუკი რომელიმე სამხედრო არასათანადოდ მოიქცა, სამაგალითოდ დაისჯება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კომენტარი გააკეთა სამხედროებთნ დაკავშირებით, რომლებსაც ბრალად ედებათ სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

"თუკი რომელიმე სამხედრო არასათანადოდ მოიქცა, მე ამას ვერ შევეგუები. თუკი ფაქტები დადასტურდება გამომძიებლების მიერ და სამხედრო სარდლობის მიერ, ამას მოჰყვება პროპორციული სანქციები, ასევე, თუკი დარღვევა სერიოზული იქნება, სამხედროებიც სერიოზულად დაისჯებიან და ეს იქნება სამაგალითო", - განაცხადა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

ფრანგულმა გამოცემებმა სკანდალური ინფორმაცია გუშინ გაავრცელეს, რომლის მიხედვით, ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

საუბრია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.

პირველად მომხდართან დაკავშირებით "The Guardian"-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ. გუშინ კი მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ფრანგი ჟურნალისტები საკუთარ რესპონდენტებზე დაყრდნობით ქართველი სამხედროების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა