პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორის ნემცოვის მკვლელობის ყველა დეტალი და მსოფლიო ლიდერთა გამოხმაურება
ბორის ნემცოვის მკვლელობის ყველა დეტალი და მსოფლიო ლიდერთა გამოხმაურება

ტეგი: ყვე­ლა სი­ახ­ლე ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა: პო­ლი­ცი­ამ მოს­კოვ­ში ის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­ი­და­ნაც ნემ­ცოვს ეს­რო­ლეს

პო­ლი­ცი­ამ ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის შე­სა­ხებ ფო­ტო­ებს "რენტვ" ავ­რცე­ლებს. ამ დრო­ის­თვის ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნა­წი­ლა­კე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად. ასე­ვე ხდე­ბა თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის აღე­ბაც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თეთ­რი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი მკვლე­ლო­ბის ად­გილ­თან ახ­ლოს იპო­ვეს.

მა­ნამ­დე რუ­სუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პო­ლი­ცია თეთ­რი ფე­რის Ford Focus-ის ან Ford Mondeo-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას ეძებ­და.

რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ბო­რის ნემ­ცოვს, რო­მე­ლიც გუ­შინ ღა­მით მოს­კო­ვის ცენ­ტრში მოკ­ლეს, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი 23 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლი, ანნა დუ­რიტსკა­ია ახ­ლდა თან. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა არ და­შა­ვე­ბუ­ლა.

"ლა­იფ­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნელ მო­დელ­თან რუს ოპო­ზი­ცი­ო­ნერს ახლო კავ­ში­რი ჰქონ­და. რო­გორც თა­ვად ანნა დუ­რიტსკა­ია ამ­ბობს, ის ნემ­ცოვს თა­ვი­დან სა­ვაჭ­რო ცენ­ტრ "გუმ­ში" ელო­დე­ბო­და, სა­დაც ისი­ნი ვახ­შმო­ბას გეგ­მავ­დნენ. და­ახ­ლო­ე­ბით 23 სა­ა­თის­თვის წყვი­ლი ქუ­ჩა­ში ფე­ხით გა­მო­ვი­და და ვა­სი­ლევ­სკის დაღ­მარ­თის­კენ გა­ე­მარ­თა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი თვითმხილ­ვე­ლი სწო­რედ უკ­რა­ი­ნე­ლი მო­დე­ლია.

რუსი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი, ბო­რის ნემ­ცო­ვი მკვლე­ლო­ბამ­დე ორი სა­ა­თით ადრე რა­დიო "ეხო მას­კვის" ეთერ­ში ჟურ­ნა­ლისტ ვი­ტა­ლი დი­მარ­სკის ჰყავ­და მიწ­ვე­უ­ლი. დი­მარ­სკის ცნო­ბით, ნემ­ცოვ­მა მას­თან სტუმ­რო­ბი­სას 1 მარტს და­გეგ­მი­ლი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი აქ­ცია "გა­ზა­ფხუ­ლის" შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"ბო­რი­სი რო­გორც ყო­ველ­თვის მკაც­რი იყო. თუმ­ცა, ვერ ვი­ტყვი რომ ეს სა­უ­ბა­რი უფრო მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი იყო, ვიდ­რე ადრე. ეთერ­ში მან ისა­უბ­რა მარ­ტში და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე და იმა­ზე თუ რა­ტომ და­თან­ხმდნენ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი დე­მონ­სტრა­ცი­ის მა­რი­ნოს რა­ი­ონ­ში გა­მარ­თვას. მან ასე­ვე სი­ცი­ლით აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვენ­თან მოს­ვლამ­დე ცოტა ხნის ადრე შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ კვი­რას "ენ­ტე­ვეს" ეთერ­ში კი­დევ ერთი "პრო­ტეს­ტის ანა­ტო­მია" უნდა გა­სუ­ლი­ყო, რო­მელ­შიც ის იქ­ნე­ბო­და მთა­ვა­რი გმი­რი", - ამ­ბობს დი­მარ­სკი.

"ეხო მას­კვის" ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, ბო­რის ნემ­ცო­ვი ჩვე­უ­ლებ­რივ ხა­სი­ათ­ზე იყო.

გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი რე­ა­ნი­მო­ბი­ლით გა­და­ას­ვე­ნეს. ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მი­დი­ან, რომ­ლებ­საც ყვა­ვი­ლე­ბი მი­აქვთ.

მსოფ­ლი­ო­ში უკვე მოჰ­ყვა ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას გა­მოხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე წე­რია, პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა ობა­მამ მომ­ხდარს "სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა" უწო­და.

"ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის მთავ­რო­ბას და­ი­წყოს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, გამჭვირ­ვა­ლე და სწრა­ფი გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცეს", - წე­რია ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს "ტვი­ტე­რის" გვერ­დზე. ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, ჯონ კე­რიც.

"შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ მოს­კო­ვის ცენ­ტრში რუ­სე­თის ყო­ფი­ლი ვიცე პრე­მი­ე­რის, ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის გამო. ბო­რის ნემ­ცოვ­მა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და ღია რუ­სე­თის მშე­ნებ­ლო­ბას. ის რუ­სეთს და მთელ მსოფ­ლი­ოს და­აკ­ლდე­ბა", - წე­რია ჯონ კე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს რუსი პო­ლი­ტი­კო­სის მკვლე­ლო­ბის გამო და "თვი­თე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, რომ "ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლია". მა­კ­კე­ი­ნი ფო­ტო­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ნემ­ცოვ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. "თვი­თე­რით­ვე" ეხ­მა­უ­რე­ბა მომ­ხდარს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო, რო­მე­ლიც წერს, რომ შო­კი­რე­ბუ­ლია ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის მკვლე­ლო­ბით და იმე­დოვ­ნებს, რომ ადრე თუ გვი­ან მკვლე­ლო­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ამა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ეხ­მა­უ­რე­ბა მკვლე­ლო­ბას ლატ­ვი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ედ­გარ რინ­კე­ვი­ჩი, რო­მე­ლიც წერს, რომ ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა ადას­ტუ­რებს უგ­ნუ­რე­ბას, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს. მი­ნის­ტრი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა პი­რად კონ­ტროლ­ზე აიყ­ვა­ნა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერ­ფაქ­სი" იუ­წყე­ბა. პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, "ამ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას გა­აჩ­ნია ყვე­ლა ნი­შა­ნი იმი­სა, რომ იყო შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა" , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პუ­ტი­ნის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ყვე­ლა ვერ­სი­ას გა­ნი­ხი­ლა­ვენ, მათ შო­რის შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას. "რია ნო­ვოს­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იუ­ლია ივა­ნო­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ად, მან აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა ვერ­სია იხი­ლე­ბა. მან­ვე და­ა­დას­ტუ­რა, რომ საქ­მე­ში სა­უ­კე­თე­სო კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და გა­მო­ძი­ებ­ლე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლი.

ნემ­ცო­ვის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ტი­კოსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემუქ­რე­ბოდ­ნენ. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერ­ფაქ­სი" იუ­წყე­ბა . ად­ვო­კა­ტის თქმით, რამ­დე­ნი­მე თვით ადრე და­ი­წყო მუ­ქა­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბაც შე­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია.

ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ მუ­ქა­რა კონ­კრე­ტუ­ლად ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბას შე­ი­ცავ­და. თუმ­ცა, მისი თქმით, ეს მუ­ქა­რე­ბი მო­დი­ო­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ.

ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის გამო ხვალ და­გეგ­მი­ლი ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი აქ­ცია "გა­ზა­ფხუ­ლი" გა­ა­უქ­მეს. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის" ცნო­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა, მი­ხა­ილ კა­სი­ა­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი მარ­ში, რო­მე­ლიც ხვალ დი­ლით ქა­ლა­ქის ცენ­ტრში უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, გა­ვა­უქ­მეთ. ხვალ უფრო მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ ჩვენ ბო­რისს პა­ტივს მი­ვა­გებთ", - გა­ნა­ცხა­და კა­სი­ა­ნოვ­მა. მი­სი­ვე თქმით, აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ნემ­ცო­ვის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თვა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ.

ბო­რის ნემ­ცო­ვი ხვალ და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო. თუმ­ცა, იგი გუ­შინ სა­ღა­მოს მოს­კოვ­ში მოკ­ლეს. ნემ­ცოვ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც წუ­ხელ უკვე და­ი­კი­თხა.

იხი­ლეთ ვი­დეო

ტეგი: ყვე­ლა სი­ახ­ლე ბო­რის ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ

ბორის ნემცოვის მკვლელობის ყველა დეტალი და მსოფლიო ლიდერთა გამოხმაურება

ბორის ნემცოვის მკვლელობის ყველა დეტალი და მსოფლიო ლიდერთა გამოხმაურება

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

ბოლო განახლება: პოლიციამ მოსკოვში ის ავტომანქანები აღმოაჩინა, საიდანაც ნემცოვს ესროლეს

პოლიციამ ბორის ნემცოვის მკვლელების ავტომანქანები აღმოაჩინა. ამის შესახებ ფოტოებს "რენტვ" ავრცელებს. ამ დროისთვის ამ ავტომობილების დათვალიერება მიმდინარეობს ბიოლოგიური ნაწილაკების აღმოსაჩენად. ასევე ხდება თითის ანაბეჭდების აღებაც.

აღსანიშნავია, რომ თეთრი ავტომანქანები მკვლელობის ადგილთან ახლოს იპოვეს.

მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის Ford Focus-ის ან Ford Mondeo-ს მარკის ავტომანქანას ეძებდა.

რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს, რომელიც გუშინ ღამით მოსკოვის ცენტრში მოკლეს, 1991 წელს დაბადებული 23 წლის უკრაინელი მოდელი, ანნა დურიტსკაია ახლდა თან. გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა გოგონა არ დაშავებულა.

"ლაიფნიუსის" ინფორმაციით, უკრაინელ მოდელთან რუს ოპოზიციონერს ახლო კავშირი ჰქონდა. როგორც თავად ანნა დურიტსკაია ამბობს, ის ნემცოვს თავიდან სავაჭრო ცენტრ "გუმში" ელოდებოდა, სადაც ისინი ვახშმობას გეგმავდნენ. დაახლოებით 23 საათისთვის წყვილი ქუჩაში ფეხით გამოვიდა და ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი სწორედ უკრაინელი მოდელია.

რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი მკვლელობამდე ორი საათით ადრე რადიო "ეხო მასკვის" ეთერში ჟურნალისტ ვიტალი დიმარსკის ჰყავდა მიწვეული. დიმარსკის ცნობით, ნემცოვმა მასთან სტუმრობისას 1 მარტს დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია "გაზაფხულის" შესახებ ისაუბრა.

"ბორისი როგორც ყოველთვის მკაცრი იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი რომ ეს საუბარი უფრო მეტად აგრესიული იყო, ვიდრე ადრე. ეთერში მან ისაუბრა მარტში დაგეგმილ აქციაზე და იმაზე თუ რატომ დათანხმდნენ ოპოზიციონერები დემონსტრაციის მარინოს რაიონში გამართვას. მან ასევე სიცილით აღნიშნა, რომ ჩვენთან მოსვლამდე ცოტა ხნის ადრე შეატყობინეს, რომ კვირას "ენტევეს" ეთერში კიდევ ერთი "პროტესტის ანატომია" უნდა გასულიყო, რომელშიც ის იქნებოდა მთავარი გმირი", - ამბობს დიმარსკი.

"ეხო მასკვის" ჟურნალისტის თქმით, ბორის ნემცოვი ჩვეულებრივ ხასიათზე იყო.

გარდაცვლილის ცხედარი რეანიმობილით გადაასვენეს. ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეები მიდიან, რომლებსაც ყვავილები მიაქვთ.

მსოფლიოში უკვე მოჰყვა ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოხმაურება. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერის" გვერდზე წერია, პრეზიდენტი ბარაკ ობამა ობამამ მომხდარს "საზარელი მკვლელობა" უწოდა.

"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დაიწყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს", - წერია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერის" გვერდზე. ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც.

"შოკირებული ვარ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფრო დემოკრატიული, აყვავებული და ღია რუსეთის მშენებლობას. ის რუსეთს და მთელ მსოფლიოს დააკლდება", - წერია ჯონ კერის განცხადებაში.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მწუხარებას გამოთქვამს რუსი პოლიტიკოსის მკვლელობის გამო და "თვითერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ "ძალიან დამწუხრებულია". მაკკეინი ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ნემცოვთან ერთად არის გადაღებული. "თვითერითვე" ეხმაურება მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც წერს, რომ შოკირებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობით და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან მკვლელობა გამოძიებული იქნება.

ამავე სოციალური ქსელით ეხმაურება მკვლელობას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი, რომელიც წერს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა ადასტურებს უგნურებას, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება მიუკერძოებლად წარიმართება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბორის ნემცოვის მკვლელობა პირად კონტროლზე აიყვანა, - ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. პუტინის განცხადებით, "ამ სასტიკ მკვლელობას გააჩნია ყველა ნიშანი იმისა, რომ იყო შეკვეთილი მკვლელობა და განსაკუთრებით პროვოკაციული ხასიათისაა" , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამომძიებლები ყველა ვერსიას განიხილავენ, მათ შორის შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა იულია ივანოვამ ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, განიხილება, თუ არა პოლიტიკური მოტივი ბორის ნემცოვის მკვლელობის ვერსიად, მან აღნიშნა, რომ ყველა ვერსია იხილება. მანვე დაადასტურა, რომ საქმეში საუკეთესო კრიმინალისტები და გამოძიებლები არიან ჩართული.

ნემცოვის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიტიკოსს სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება . ადვოკატის თქმით, რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მუქარები სოციალურ ქსელებში, რასთან დაკავშირებითაც სამართალდამცავ ორგანოებში შესაბამისი განცხადებაც შეიტანეს, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია.

ადვოკატი აცხადებს, რომ მუქარა კონკრეტულად ნემცოვის მკვლელობას შეიცავდა. თუმცა, მისი თქმით, ეს მუქარები მოდიოდა რამდენიმე თვის წინ.

ნემცოვის მკვლელობის გამო ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზისული აქცია "გაზაფხული" გააუქმეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მიხაილ კასიანოვმა განაცხადა.

"ტრაგიკული მოვლენების გამო, ანტიკრიზისული მარში, რომელიც ხვალ დილით ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო, გავაუქმეთ. ხვალ უფრო მართებული იქნება, თუ ჩვენ ბორისს პატივს მივაგებთ", - განაცხადა კასიანოვმა. მისივე თქმით, აქციის ორგანიზატორები ნემცოვის გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვაზე იზრუნებენ.

ბორის ნემცოვი ხვალ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თუმცა, იგი გუშინ საღამოს მოსკოვში მოკლეს. ნემცოვთან ერთად იმყოფებოდა 1991 წელს დაბადებული გოგონა, რომელიც წუხელ უკვე დაიკითხა.

იხილეთ ვიდეო

ტეგი: ყველა სიახლე ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა