სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია დოკუმენტში, რომელიც "ნორმანდიულმა ოთხეულმა" მიიღო - შეთანხმების 11 ძირითადი პუნქტი
რა წერია დოკუმენტში, რომელიც "ნორმანდიულმა ოთხეულმა" მიიღო - შეთანხმების 11 ძირითადი პუნქტი

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია მინ­სკში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის სრულ ტექსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლი 15 თე­ბერ­ვლის 00:00 სა­ათ­ზე უნდა შე­წყდეს. შე­თან­ხმე­ბა ასე­ვე შემ­დეგ ძი­რი­თად პუნ­ქტებს მო­ი­ცავს:

  • დონ­ბა­სი­დან სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის გაყ­ვა­ნა არა­უგ­ვი­ა­ნეს ხვალ უნდა და­ი­წყოს და მაქ­სი­მუმ 14 დღე­ში დას­რულ­დეს;
  • მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ის გაყ­ვა­ნი­სათ­ვის დონ­ბას­ში უნდა შე­იქ­მნას 50-დან 140 კი­ლო­მეტ­რამ­დე სიგ­რძის უსაფრ­თხო­ე­ბის ზონა;
  • არ­ტი­ლე­რი­ის გაყ­ვა­ნი­სა და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პრო­ცესს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მო­ნი­ტო­რინ­გი უნდა გა­უ­წი­ოს ეუთო-მ;
  • დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს;
  • ცე­ცხლის შე­წყვე­ტის პირ­ვე­ლი­ვე დღეს უნდა და­ი­წყოს დი­ა­ლო­გი ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ;
  • ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის მიერ დონ­ბას­ში მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარ­ზე კონ­ტრო­ლის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი;
  • უკ­რა­ი­ნა­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მა უნდა დას­რულ­დეს 2015 წლის ბო­ლომ­დე;
  • უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ეუთო-ს დაკ­ვირ­ვე­ბით უნდა გა­იყ­ვა­ნონ უცხო­უ­რი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, ია­რა­ღი და მებ­რძო­ლე­ბი;
  • დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ცალ­კე­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი უნდა მი­ი­ღონ;
  • დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოლ­ქე­ბის ცალ­კე­უ­ლი რა­ი­ო­ნე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი უნდა ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს ენობ­რივ გან­სა­ზღვრე­ბას და სატ­რან­სპორ­ტო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რუ­სე­თის რე­გი­ო­ნებ­თან;
  • დონ­ბა­სის ად­გი­ლობ­რივ­მა მთავ­რო­ბამ უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რო­რე­ბი­სა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში.
რუ­სე­თის, უკ­რა­ი­ნის, გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის ლი­დე­რებ­მა მინ­სკში აღ­ნიშ­ნულ შე­თან­ხმე­ბას თით­ქმის 16-სა­ა­თი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად მი­აღ­წი­ეს.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა წერია დოკუმენტში, რომელიც "ნორმანდიულმა ოთხეულმა" მიიღო - შეთანხმების 11 ძირითადი პუნქტი

რა წერია დოკუმენტში, რომელიც "ნორმანდიულმა ოთხეულმა" მიიღო - შეთანხმების 11 ძირითადი პუნქტი

უკრაინული მედია მინსკში მიღწეული შეთანხმების სრულ ტექსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი 15 თებერვლის 00:00 საათზე უნდა შეწყდეს. შეთანხმება ასევე შემდეგ ძირითად პუნქტებს მოიცავს:

  • დონბასიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა არაუგვიანეს ხვალ უნდა დაიწყოს და მაქსიმუმ 14 დღეში დასრულდეს;
  • მძიმე არტილერიის გაყვანისათვის დონბასში უნდა შეიქმნას 50-დან 140 კილომეტრამდე სიგრძის უსაფრთხოების ზონა;
  • არტილერიის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის პროცესს პირველივე დღიდან მონიტორინგი უნდა გაუწიოს ეუთო-მ;
  • დონეცკსა და ლუგანსკში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში მყოფი ყველა დაკავებული ადამიანი უნდა გათავისუფლდეს;
  • ცეცხლის შეწყვეტის პირველივე დღეს უნდა დაიწყოს დიალოგი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ;
  • ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უკრაინის მთავრობის მიერ დონბასში მდებარე სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის აღდგენის პროცესი;
  • უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმა უნდა დასრულდეს 2015 წლის ბოლომდე;
  • უკრაინის ტერიტორიიდან ეუთო-ს დაკვირვებით უნდა გაიყვანონ უცხოური სამხედრო ტექნიკა, იარაღი და მებრძოლები;
  • დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული რაიონებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი უნდა მიიღონ;
  • დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსი უნდა ითვალისწინებდეს ენობრივ განსაზღვრებას და სატრანსპორტო თანამშრომლობას რუსეთის რეგიონებთან;
  • დონბასის ადგილობრივმა მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა რეგიონული პროკურორებისა და მოსამართლეების შერჩევის პროცესში.
რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა მინსკში აღნიშნულ შეთანხმებას თითქმის 16-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა