Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულმა მედიამ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გაშიფრა" - იდუმალებით მოცული გოგონა, რომელსაც ეკატერინა ტიხონოვას სახელით იცნობენ
რუსულმა მედიამ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გაშიფრა" - იდუმალებით მოცული გოგონა, რომელსაც ეკატერინა ტიხონოვას სახელით იცნობენ

რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მა "კა­შინ­მა", რომ­ლე­საც სა­თა­ვე­ში ჟურ­ნა­ლის­ტი ოლეგ კა­ში­ნი უდ­გას, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი "გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა". მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის "ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის" ფონ­დი­სა და ფონდ "ინოპ­რაქ­ტი­კას" ხელ­მძღვა­ნე­ლია.

დღემ­დე გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბა იდუ­მა­ლე­ბი­თაა მო­ცუ­ლი - სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის, მისი ფო­ტოც კი არა­სო­დეს უნა­ხავს. ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ ეს იდუ­მა­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი დღეს საქ­მი­ა­ნი ქა­ლია, სა­მეც­ნი­ე­რო მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ვა და როკ ენ როლ­საც ცეკ­ვავს.

კა­ში­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი სხვა გვა­რით მოღ­ვა­წე­ობს. მისი თქმით, "ტი­ხო­ნო­ვა" პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის გვა­რია. ჟურ­ნა­ლის­ტმა ერ­თგვა­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და და­ად­გი­ნა, 28 წლის ეკა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა იმ პრო­ექტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვე­სი­ტე­ტის გა­ფარ­თო­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. გო­გო­ნა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს წევ­რი­ცაა და ამა­ვე დროს როკ-ენ-რო­ლის ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია. რაც მა­თა­ვა­რია, თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეკა­ტე­რი­ნა ძა­ლი­ან ჰგავს ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას.

კა­ში­ნი თა­ვის ეჭ­ვებს იმი­თაც ამარ­თლებს, რომ ამ გო­გო­ნას შე­სა­ხებ სხვა წყა­რო­ე­ბი­და­ნაც სმე­ნია. "უნი­ვე­სი­ტეტ­ში ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ეკა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა, სწო­რედ "ის" ეკა­ტე­რი­ნაა".

ამავდრო­უ­ლად, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა მა­ს­მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ ფონდ "ინოპ­რაქ­ტი­კას" ხელ­მძღვა­ნე­ლი პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლია, კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა.

"არ ვიცი, ვინ არის ეს ქალ­ბა­ტო­ნი. ვერ შე­ვა­ფა­სებ, რად­გან არ ვიცი. დღმდე ბევ­რმა სხვა­მაც გა­ა­სა­ღა თავი პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლად", - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა. კა­ში­ნი კი ვა­რა­უ­დობს, რომ ამ უც­ნა­უ­რი ფრა­ზით პეს­კოვ­მა უფრო და­ა­დას­ტუ­რა მისი ეჭვი, ვიდ­რე უარ­ყო.

პუ­ტი­ნი ქა­ლიშ­ვი­ლებ­ზე სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის არი­დებ­და თავს. ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზო გა­მოს­ვლა­ში მან გან­მარ­ტა, რომ ვი­ნა­ი­დან რე­გი­ონ­ში ტე­რაქ­ტე­ბის თემა საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რია, ურ­ჩევ­ნია თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი არ­ვინ იცო­დეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lifenews.ru-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ვი­დეო: პუ­ტი­ნის აკ­რო­ბა­ტი ქა­ლიშ­ვი­ლი

რუსულმა მედიამ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გაშიფრა" - იდუმალებით მოცული გოგონა, რომელსაც ეკატერინა ტიხონოვას სახელით იცნობენ

რუსულმა მედიამ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გაშიფრა" - იდუმალებით მოცული გოგონა, რომელსაც ეკატერინა ტიხონოვას სახელით იცნობენ

რუსულმა გამოცემა "კაშინმა", რომლესაც სათავეში ჟურნალისტი ოლეგ კაშინი უდგას, ვლადიმერ პუტინის უმცროსი ქალიშვილი "გამოააშკარავა". მისი ინფორმაციით, ის "ეროვნული ინტელექტუალური განვითარების" ფონდისა და ფონდ "ინოპრაქტიკას" ხელმძღვანელია.

დღემდე გოგონას ვინაობა იდუმალებითაა მოცული - საზოგადოებამ მის შესახებ არაფერი იცის, მისი ფოტოც კი არასოდეს უნახავს. ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ეს იდუმალი ქალიშვილი დღეს საქმიანი ქალია, სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა და როკ ენ როლსაც ცეკვავს.

კაშინი ამტკიცებს, რომ პუტინის ქალიშვილი სხვა გვარით მოღვაწეობს. მისი თქმით, "ტიხონოვა" პუტინის ყოფილი მეუღლის გვარია. ჟურნალისტმა ერთგვარი გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, 28 წლის ეკატერინა ტიხონოვა იმ პროექტს ხელმძღვანელობს, რომელიც მოსკოვის სახელმწიფო უნივესიტეტის გაფართოვებას ისახავს მიზნად. გოგონა უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრიცაა და ამავე დროს როკ-ენ-როლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია. რაც მათავარია, თვითმხილველები ამბობენ, რომ ეკატერინა ძალიან ჰგავს ლუდმილა პუტინას.

კაშინი თავის ეჭვებს იმითაც ამართლებს, რომ ამ გოგონას შესახებ სხვა წყაროებიდანაც სმენია. "უნივესიტეტში ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ ეკატერინა ტიხონოვა, სწორედ "ის" ეკატერინაა".

ამავდროულად, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ფონდ "ინოპრაქტიკას" ხელმძღვანელი პუტინის ქალიშვილია, კომენტარიც გააკეთა.

"არ ვიცი, ვინ არის ეს ქალბატონი. ვერ შევაფასებ, რადგან არ ვიცი. დღმდე ბევრმა სხვამაც გაასაღა თავი პუტინის ქალიშვილად", - განაცხადა პესკოვმა. კაშინი კი ვარაუდობს, რომ ამ უცნაური ფრაზით პესკოვმა უფრო დაადასტურა მისი ეჭვი, ვიდრე უარყო.

პუტინი ქალიშვილებზე საუბარს ყოველთვის არიდებდა თავს. ერთ-ერთ სატელევიზო გამოსვლაში მან განმარტა, რომ ვინაიდან რეგიონში ტერაქტების თემა საკმაოდ პრობლემურია, ურჩევნია თავისი ქალიშვილების ასავალ-დასავალი არვინ იცოდეს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო: პუტინის აკრობატი ქალიშვილი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა