მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა
რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა

რუს­მა ჯა­რის­კაც­მა სომ­ხეთ­ში ოჯა­ხის 6 წევ­რი, მათ შო­რის 2 წლის გო­გო­ნა ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღით და­ცხრი­ლა. გა­დარ­ჩა მხო­ლოდ 6 თვის ჩვი­ლი, თუმ­ცა ექი­მე­ბი მის მდგო­მა­რე­ო­ბას უმ­ძი­მე­სად აფა­სე­ბენ.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა ქა­ლაქ გი­უმ­რი­ში მოხ­და. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, გი­უმ­რის რუ­სულ ბა­ზა­ზე მომ­სა­ხუ­რე რი­გი­თი ვა­ლე­რი პერ­მა­კო­ვი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თურ­ქე­თის სა­ზღვარ­ზე და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სომ­ხე­თის შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რი ადას­ტუ­რებს. რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სომ­ხე­თის ბი­უ­როს ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბით, მკვლე­ლო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით დი­ლის 6 სა­ათ­ზე მოხ­და.

მი­სი­ვე თქმით, რუს­მა ჯა­რის­კაც­მა ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა, რის შემ­დე­გაც მან ავ­ტო­მა­ტი და სამ­ხედ­რო ფორ­მა ად­გილ­ზე და­ტო­ვა, ქა­ლაქ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მლით გა­ვი­და და მი­ი­მა­ლა. მომ­ხდარ­მა ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია, ქა­ლაქ­ში დრო­ე­ბით და­ხუ­რეს სკო­ლე­ბი და ბა­ღე­ბი.

"რო­გორც გა­ვი­გე დამ­ნა­შა­ვე ვა­ლე­რი პერ­მი­ა­კო­ვი რუ­სე­თი­დან არის. ის დე­კემ­ბრი­დან 102-ე სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე მსა­ხუ­რობს. ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ მი­ზე­ზებ­ზე თუ რა­ტომ ჩა­ი­დი­ნა მან და­ნა­შა­უ­ლი. თუმ­ცა ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა რო­დე­საც რუსი ჯა­რის­კა­ცი ჩვენ ქა­ლაქ­ში და­ნა­შა­ულ­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. წლე­ბის წინ ორმა ჯა­რის­კაც­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა. გი­უმ­რი­ში გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით რუ­სე­თი­დან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფი ჩა­მო­ვი­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდი­ან, რომ პერ­მა­კო­ვი სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში და­ი­ნა­ხეს", - გა­ნა­ცხა­და რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სომ­ხე­თის ბი­უ­როს კო­რეს­პო­დენ­ტმა სა­თე­ნიკ კაღზ­ვან­ცი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა

რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა მოკლა

რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 2 წლის გოგონა ავტომატური იარაღით დაცხრილა. გადარჩა მხოლოდ 6 თვის ჩვილი, თუმცა ექიმები მის მდგომარეობას უმძიმესად აფასებენ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სასტიკი მკვლელობა ქალაქ გიუმრიში მოხდა. ეჭვმიტანილი, გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე რიგითი ვალერი პერმაკოვი რამდენიმე საათის წინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს. ინფორმაციას სომხეთის შსს-ს პრესსამსახური ადასტურებს. რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტის განცხადებით, მკვლელობა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა.

მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცმა ექვსი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც მან ავტომატი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, ქალაქში სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდა და მიიმალა. მომხდარმა ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია, ქალაქში დროებით დახურეს სკოლები და ბაღები.

"როგორც გავიგე დამნაშავე ვალერი პერმიაკოვი რუსეთიდან არის. ის დეკემბრიდან 102-ე სამხედრო ბაზაზე მსახურობს. ჯერჯერობით არ საუბრობენ მიზეზებზე თუ რატომ ჩაიდინა მან დანაშაული. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსი ჯარისკაცი ჩვენ ქალაქში დანაშაულშია ბრალდებული. წლების წინ ორმა ჯარისკაცმა ქალაქის ცენტრში რამდენიმე ადამიანი მოკლა. გიუმრიში გამოძიების მიზნით რუსეთიდან სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა. ინფორმაციას გვაწვდიან, რომ პერმაკოვი სხვადასხვა ქალაქში დაინახეს", - განაცხადა რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს კორესპოდენტმა სათენიკ კაღზვანციანმა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა