პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაფერი Charlie Hebdо-ს შესახებ: წარსული, სამიზნეში ამოღებული სატირა და ტერაქტი რედაქციაში
ყველაფერი Charlie Hebdо-ს შესახებ: წარსული, სამიზნეში ამოღებული სატირა და ტერაქტი რედაქციაში

7 იან­ვარს ფრან­გულ სა­ტი­რულ ჟურ­ნალ Charlie Hebdo-ზე თავ­დას­ხმა მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც 12 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. თუმ­ცა, მომ­ხდა­რი რე­დაქ­ცი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერ­თა­დერ­თი თავ­დას­ხმა არ არის.

2011 წელს ყო­ველკ­ვი­რე­ულ­მა გა­ზეთ­მა მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც იგი ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რის სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნეს, ხოლო სი­ტყვა Charlie "შა­რი­ა­თით" შეც­ვა­ლეს. მა­შინ უც­ნობ­მა პი­რებ­მა რე­დაქ­ცი­ას მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლე­ბი და­უ­ში­ნეს.

ტე­რო­რის­ტულ შე­მო­ტე­ვამ­დე და­დე­ბულ ბოლო ტვი­ტში, გა­მო­ცე­მამ ჯი­ჰა­დის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რის კა­რი­კა­ტუ­რა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თუმ­ცა, რთუ­ლია იმის დად­გე­ნა, იქცა თუ არა აბუ ბაკ­რა ალ-ბაღ­და­დის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რად. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტორ სტე­ფან შაბ­რო­ნი­ეს არა­ერ­თხელ მი­უ­ღია მუ­ქა­რის წე­რი­ლე­ბი, რის გა­მოც, პო­ლი­ცი­ის მუდ­მი­ვი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და.

Charlie Hebdo-ს სა­ტი­რამ ფეს­ვე­ბი ჯერ კი­დევ მა­რია ან­ტუ­ა­ნე­ტას დროს გა­იდ­გა, რო­დე­საც ფრან­გუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს, დე­დო­ფალს დას­ცი­ნოდ­ნენ. თუმ­ცა, მა­შინ ხში­რად გა­მო­გო­ნი­ლი ინ­ტრი­გე­ბი­სა და მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ იწე­რე­ბო­და. გა­მო­ცე­მა მო­ი­ცავს, რო­გორც მე­მარ­ცხე­ნე რა­დი­კა­ლიზმს, ასე­ვე პრო­ვო­კა­ცი­ულ სა­ტი­რას, რო­მე­ლიც ხში­რად უხამ­სო­ბის ზღვარ­ზე გა­დის. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი სა­მე­ფო ოჯა­ხი იყო. დღეს სა­ტი­რი­კო­სე­ბი უკვე პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე, ბან­კი­რებ­სა და რე­ლი­გი­ურ მოღ­ვა­წე­ებ­ზე ნა­დი­რო­ბენ, ხოლო სა­ტი­რას სა­ფუძ­ვლად რე­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი და­ე­დო.

თუკი გა­მო­ცე­მის ის­ტო­რი­ას გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ გა­ზე­თი ვერ და­იკ­ვეხ­ნი­და დიდი ტი­რა­ჟე­ბით. 1981 წელს რე­დაქ­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, 10 წლით და­ე­ხუ­რა გა­ზე­თი, არა­საკ­მა­რი­სი სახ­სრე­ბის გამო. დღეს­დღე­ო­ბით, Charlie Hebdo ყვე­ლა სა­გა­ზე­თო დახლზე იყი­დე­ბა. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ფრან­გე­ბის კა­რი­კა­ტუ­რე­ბი­სა და კო­მიქ­სე­ბი­სად­მი დიდი სიყ­ვა­რუ­ლით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია bbc.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

ყველაფერი Charlie Hebdо-ს შესახებ: წარსული, სამიზნეში ამოღებული სატირა და ტერაქტი რედაქციაში

ყველაფერი Charlie Hebdо-ს შესახებ: წარსული, სამიზნეში ამოღებული სატირა და ტერაქტი რედაქციაში

7 იანვარს ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, მომხდარი რედაქციაზე განხორციელებული ერთადერთი თავდასხმა არ არის.

2011 წელს ყოველკვირეულმა გაზეთმა მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა, სადაც იგი ჟურნალის რედაქტორის სახით წარმოადგინეს, ხოლო სიტყვა Charlie ”შარიათით” შეცვალეს. მაშინ უცნობმა პირებმა რედაქციას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.

ტერორისტულ შემოტევამდე დადებულ ბოლო ტვიტში, გამოცემამ ჯიჰადისტური დაჯგუფების ლიდერის კარიკატურა გამოაქვეყნა. თუმცა, რთულია იმის დადგენა, იქცა თუ არა აბუ ბაკრა ალ-ბაღდადის გამოსახულება ძალადობის კატალიზატორად. როგორც ცნობილია, ჟურნალის რედაქტორ სტეფან შაბრონიეს არაერთხელ მიუღია მუქარის წერილები, რის გამოც, პოლიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

Charlie Hebdo-ს სატირამ ფესვები ჯერ კიდევ მარია ანტუანეტას დროს გაიდგა, როდესაც ფრანგული რევოლუციის დროს, დედოფალს დასცინოდნენ. თუმცა, მაშინ ხშირად გამოგონილი ინტრიგებისა და მაქინაციების შესახებ იწერებოდა. გამოცემა მოიცავს, როგორც მემარცხენე რადიკალიზმს, ასევე პროვოკაციულ სატირას, რომელიც ხშირად უხამსობის ზღვარზე გადის. XVIII საუკუნეში დაცინვის ობიექტი სამეფო ოჯახი იყო. დღეს სატირიკოსები უკვე პოლიტიკოსებზე, ბანკირებსა და რელიგიურ მოღვაწეებზე ნადირობენ, ხოლო სატირას საფუძვლად რეალური მოვლენები და ადამიანები დაედო.

თუკი გამოცემის ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ გაზეთი ვერ დაიკვეხნიდა დიდი ტირაჟებით. 1981 წელს რედაქცია იძულებული გახდა, 10 წლით დაეხურა გაზეთი, არასაკმარისი სახსრების გამო.  დღესდღეობით, Charlie Hebdo ყველა საგაზეთო დახლზე იყიდება. მისი პოპულარობა ფრანგების კარიკატურებისა და კომიქსებისადმი დიდი სიყვარულით არის განპირობებული.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა