მკვლელობა მოხდა აშშ-ში. 28 წლის აფროამერიკელი მამაკაცი ბრუკლინის რაიონში საპატრულო ეკიპაჟის მანქანას მიუახლოვდა და ორი პოლიციელი მოკლა, რის შემდეგაც მეტროს უახლოეს სადგურში ჩავიდა და თავი მოიკლა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.
სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება პოლიციის მხრიდან ფერადკანიან მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. ამ დროისთვის ამ ვერსიის გადამოწმება მიმდინარეობს.
ამერიკის იუსტიციის მინისტრმა ერიკ ჰოლდერმა მკვლელობის ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ ეს მკვლელობა გაუგონარი ბარბაროსული აქტია.