მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეიწირა მალაიზიური ავიალაინერი და მის ბორტზე მყოფი 295 ადამიანი
ვინ შეიწირა მალაიზიური ავიალაინერი და მის ბორტზე მყოფი 295 ადამიანი

ბოლო გა­ნახ­ლე­ბა | "ბო­ე­ვი­კებ­მა" "ბო­ინგ 777"-ის და­ღუ­პუ­ლი მგზავ­რე­ბის ცხედ­რე­ბი გა­ი­ტა­ცეს - ტრა­გე­დი­ის უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი

უკ­რა­ი­ნა­ში უკვე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ლა­ი­ნე­რი და მისი მგზავ­რე­ბი შე­ე­წირ­ნენ. 17 ივ­ლისს, დო­ნეც­კის ოლ­ქში, რუ­სე­თის სა­ზღვრი­დან 50 კმ-ში, ავი­ა­კომ­პა­ნია Malaysia Airlines–ის კუთ­ვნი­ლი Boeing 777-200ER ჩა­მო­აგ­დეს (სა­რე­გის­ტრა­ციო ნო­მე­რი 9M-MRD). თვითმფრი­ნა­ვი ამ­სტერ­და­მი­დან კუ­ა­ლა-ლუმ­პურ­ში მიფ­რი­ნავ­და. ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ბორტზე 280 მგზავ­რი და ეკი­პა­ჟის 15 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა. ინ­ცინ­დენ­ტი თბი­ლი­სის დრო­ით 17:20-ზე მოხ­და.

თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა ვერ­სია მისი მე­ამ­ბო­ხე­ე­ბის მიერ ჩა­მოგ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე. გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დე­ბი, რომ 10,600 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მფრე­ნი ლა­ი­ნე­რი Бук-ის ტი­პის სა­ზე­ნი­ტო კომ­პლექ­სით ჩა­მო­აგ­დეს. ის სა­მიზ­ნეს 18-20 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე "სწვდე­ბა" (მო­დი­ფი­კა­ცი­ის­თვის Бук-М1 ეს პა­რა­მეტ­რი 22 კი­ლო­მეტ­რია). თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლა, რო­მელ­ზეც ლა­ი­ნე­რის ჩა­მო­ვარ­დნის რა­ი­ონ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­დი მე­ამ­ბო­ხე­თა კო­ლო­ნა და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში "ბუ­კის" თვით­მა­ვა­ლი გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რია ასა­ხუ­ლი.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პლექ­სი სსრკ-ში შე­იქ­მნა და შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში ის 1979 წელს მი­ი­ღეს. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სა­კო­მან­დო პუნ­ქტი, სა­მიზ­ნის აღ­მო­ჩე­ნი­სა და მი­თი­თე­ბის სად­გუ­რი, თვით­მა­ვა­ლი გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რი და გამ­შვებ-დამ­ტე­ნი და­ნად­გა­რი შე­დი­ან. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შა­სი­ზე მდე­ბა­რე­ობს. სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნის და­ფიქ­სი­რე­ბას, აღ­მო­ჩე­ნი­სა და მი­თი­თე­ბის სად­გუ­რი ახ­დენს და ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კო­მან­დო პუნ­ქტს გა­დას­ცემს. ეს უკა­ნას­კნე­ლი მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აა­ნა­ლი­ზებს და გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რის ეკი­პაჟს ტე­ლე­კო­დუ­რი კავ­ში­რით უგ­ზავ­ნის. მას თა­ვი­სი – სა­მიზ­ნის დას­ხი­ვე­ბის რა­და­რი აქვს.

მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ის სა­მიზ­ნის­კენ ტრი­ალ­დე­ბა და მის დას­ხი­ვე­ბას იწყებს. გაშ­ვე­ბის შემ­დეგ რა­კე­ტა სწო­რედ სა­მიზ­ნი­დან არეკ­ლილ დას­ხი­ვე­ბის "სხივს" მიჰ­ყვე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რით, 10,6 კმ-ზე მფრე­ნი სა­მიზ­ნის აღ­მო­ჩე­ნა და მისი ჩა­მოგ­დე­ბა შუ­ეძ­ლე­ბე­ლია. გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში კი მხო­ლოდ ის ფიქ­სირ­დე­ბა.

გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს მე­ამ­ბო­ხე­თა ხელ­ში მოხ­ვედ­რი­ლი "ბუ­კის" წარ­მო­მავ­ლო­ბა იწ­ვევს. 29 ივ­ლისს, გავ­რცელ­და ცნო­ბა, რომ მე­ამ­ბო­ხე­ებ­მა დო­ნეც­კის ოლ­ქში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი სა­ზე­ნი­ტო პოლ­კი (სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი А-1402) და­ი­კა­ვეს. ის სწო­რედ "ბუ­კე­ბით" იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. შემ­დგომ ეს ინ­ფორ­მა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც და­ა­დას­ტუ­რა და და­ა­მა­ტა, რომ ყვე­ლა გა­მარ­თუ­ლი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი სა­ზე­ნი­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბი "ბუ­კის" გამ­შვე­ბი და­ნად­გა­რის ფონ­ზე პო­ზი­რე­ბენ.

ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუხს თვითმფრი­ნა­ვის ფრაგ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლა გას­ცემს, მაგ­რამ ეს არც ისე მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რა იქ­ნე­ბა. მა­ლა­ი­ზი­უ­რი ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ფრაგ­მენ­ტე­ბი 15 კი­ლო­მეტრზეა გა­ფან­ტუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა |

ახა­ლი კად­რე­ბი ბო­ინგ 777-ის ჩა­მოგ­დე­ბის ად­გი­ლი­დან

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ვინ შეიწირა მალაიზიური ავიალაინერი და მის ბორტზე მყოფი 295 ადამიანი

ვინ შეიწირა მალაიზიური ავიალაინერი და მის ბორტზე მყოფი 295 ადამიანი

ბოლო განახლება | "ბოევიკებმა" "ბოინგ 777"-ის დაღუპული მგზავრების ცხედრები გაიტაცეს - ტრაგედიის უცნობი დეტალები

უკრაინაში უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას სამოქალაქო ავიალაინერი და მისი მგზავრები შეეწირნენ. 17 ივლისს, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვრიდან 50 კმ-ში, ავიაკომპანია Malaysia Airlines–ის კუთვნილი Boeing 777-200ER ჩამოაგდეს (სარეგისტრაციო ნომერი 9M-MRD). თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავიალაინერის ბორტზე 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ინცინდენტი თბილისის დროით 17:20-ზე მოხდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე გაჩნდა ვერსია მისი მეამბოხეების მიერ ჩამოგდების თაობაზე. გამოითქვა ვარაუდები, რომ 10,600 მეტრის სიმაღლეზე მფრენი ლაინერი Бук-ის ტიპის საზენიტო კომპლექსით ჩამოაგდეს. ის სამიზნეს 18-20 კილომეტრის სიმაღლეზე "სწვდება" (მოდიფიკაციისთვის Бук-М1 ეს პარამეტრი 22 კილომეტრია). თვითმფრინავის ჩამოგდებიდან რამდენიმე საათში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც ლაინერის ჩამოვარდნის რაიონში გადაადგილებადი მეამბოხეთა კოლონა და მის შემადგენლობაში "ბუკის" თვითმავალი გამშვები დანადგარია ასახული.

აღნიშნული კომპლექსი სსრკ-ში შეიქმნა და შეიარაღებაში ის 1979 წელს მიიღეს. მის შემადგენლობაში საკომანდო პუნქტი, სამიზნის აღმოჩენისა და მითითების სადგური, თვითმავალი გამშვები დანადგარი და გამშვებ-დამტენი დანადგარი შედიან. ყოველი მათგანი ინდივიდუალურ შასიზე მდებარეობს. საჰაერო სამიზნის დაფიქსირებას, აღმოჩენისა და მითითების სადგური ახდენს და ინფორმაციას საკომანდო პუნქტს გადასცემს. ეს უკანასკნელი მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და გამშვები დანადგარის ეკიპაჟს ტელეკოდური კავშირით უგზავნის. მას თავისი – სამიზნის დასხივების რადარი აქვს.

მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ის სამიზნისკენ ტრიალდება და მის დასხივებას იწყებს. გაშვების შემდეგ რაკეტა სწორედ სამიზნიდან არეკლილ დასხივების "სხივს" მიჰყვება. შესაბამისად, მხოლოდ გამშვები დანადგარით, 10,6 კმ-ზე მფრენი სამიზნის აღმოჩენა და მისი ჩამოგდება შუეძლებელია. გავრცელებულ კადრებში კი მხოლოდ ის ფიქსირდება.

განსაკუთრებულ ინტერესს მეამბოხეთა ხელში მოხვედრილი "ბუკის" წარმომავლობა იწვევს. 29 ივლისს, გავრცელდა ცნობა, რომ მეამბოხეებმა დონეცკის ოლქში დისლოცირებული საზენიტო პოლკი (სამხედრო ნაწილი А-1402) დაიკავეს. ის სწორედ "ბუკებით" იყო შეიარაღებული. შემდგომ ეს ინფორმაცია ხელისუფლებამაც დაადასტურა და დაამატა, რომ ყველა გამართული და ბრძოლისუნარიანი საზენიტო საშუალება, სამხედრო ნაწილიდან გამოყვანილი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ამბოხებულები "ბუკის" გამშვები დანადგარის ფონზე პოზირებენ.

ბევრ კითხვაზე პასუხს თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლა გასცემს, მაგრამ ეს არც ისე მარტივი პროცედურა იქნება. მალაიზიური ავიალაინერის ფრაგმენტები 15 კილომეტრზეა გაფანტული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

იხილეთ ფოტოგალერეა |

ახალი კადრები ბოინგ 777-ის ჩამოგდების ადგილიდან

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"