პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოკეანეებში გაუჩინარებულები" - 5 ყველაზე იდუმალი ავიაკატასტროფა  ისტორიაში
"ოკეანეებში გაუჩინარებულები" - 5 ყველაზე იდუმალი ავიაკატასტროფა  ისტორიაში

წარ­მო­გიდ­გენთ 5 ყვე­ლა­ზე იდუ­მალ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფას.

ამე­ლია ერ­ჰარ­ტის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა - ამე­ლია ერ­ჰარ­ტი, ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და პირ­ვე­ლი ქალი-მფრი­ნა­ვი იყო, რო­მელ­მაც ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნეს გა­და­უფ­რი­ნა. 1937 წელს ამე­ლია და შტურ­მა­ნი ფრედ ნუ­ნა­ნი ეკ­ვა­ტო­რის ხა­ზის გას­წვრივ გა­და­საფ­რე­ნად გა­ე­შურ­ნენ. თუმ­ცა ფი­ნა­ლურ სტა­დი­ა­ზე მათი თვითმფრი­ნა­ვი წყნა­რი ოკე­ა­ნის თავ­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და. ერ­ჰარ­ტის უკა­ნას­კნე­ლი რა­დი­ოგ­ზავ­ნი­ლის მი­ხედ­ვით, ამე­ლი­ას საწ­ვა­ვი და­უმ­თავ­რდა და ვერ მო­ა­ხერ­ხა კუნ­ძულ ჰა­უ­ლენ­დის პოვ­ნა, სა­დაც უნდა გა­ე­მარ­თა თვითმფრი­ნა­ვი.

ორ­წლი­ა­ნი უშე­დე­გო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, მფრი­ნა­ვე­ბი და­ღუ­პუ­ლად გა­მო­ცხად­დნენ, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი დიდი ხნის მან­ძილ­ზე აგ­რძე­ლებ­დნენ ამე­ლი­ას და ფრე­დის ძებ­ნას.

რე­ი­სი Air France 447

2009 წელს რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო - პა­რი­ზის რე­ი­სის დროს Air France-ის თვითმფრი­ნავ­მა კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და. აე­რო­ბუს 330-ის 228 მგზავ­რი­დან არ­ცერ­თი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა. თვითმფრი­ნა­ვის ნა­წი­ლე­ბის სა­პოვ­ნე­ლად მაშ­ვე­ლებს 2 დღე დას­ჭირ­დათ, ხოლო ”შავი ყუ­თის” მი­საგ­ნე­ბად 5 წელი. შავი ყუთი მყვინ­თა­ვებ­მა ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე, 4 000 მეტ­რის სიღ­რმე­ზე იპო­ვეს.

ფრან­გმა ექ­სპერ­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ თვითმფრი­ნა­ვის ავ­ტო­პი­ლო­ტი მას შემ­დეგ გა­ი­თი­შა, რაც ქა­რის სიჩ­ქა­რის გა­დამ­ცე­მე­ბი მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და. გა­დამ­ცე­მე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მათ­ზე ყი­ნუ­ლის კრის­ტა­ლე­ბის წარ­მოქ­მნამ გა­მო­იწ­ვია. ამის შემ­დეგ პი­ლოტ­მა თვითმფრი­ნა­ვი ზედ­მე­ტად მახ­ვი­ლი კუ­თხით ზე­ვით აწია, რო­მე­ლიც ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და სა­ჭი­რო სიჩ­ქა­რეს - პრაქ­ტი­კუ­ლად პი­ლოტ­მა ავი­ა­ლა­ი­ნე­რი ჰა­ერ­ში გა­ა­ჩე­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ბი­ნა­ში გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი თით­ქმის ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რეკ­და. კომ­პა­ნია Air France-მა ეს ვერ­სია უარ­ყო.

კა­ტას­ტრო­ფა ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის თავ­ზე

1999 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს ნიუ-იორ­კი-ქა­ი­როს რე­ის­მა ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნის თავ­ზე კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და. ბორტზე მყო­ფი 217 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. იმის გამო, რომ შემ­თხვე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო წყლებ­ში მოხ­და, გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­კის­რა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, მათ აშშ-ს სთხო­ვეს მათი სა­ხე­ლით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თხოვ­ნა უკან წა­ი­ღეს, მას შემ­დეგ რაც ამე­რი­კუ­ლი მხა­რემ და­ად­გი­ნა, რომ პი­ლოტ­მა თვითმფრი­ნა­ვი გან­ზრახ ჩა­მო­აგ­დო. ამის მი­ზე­ზი კი ის გახ­და, რომ ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ პი­ლო­ტი სამ­სა­ხურ­ში შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ქცე­ვის გამო გა­კი­ცხა. ეგ­ვიპ­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ვერ­სია უარ­ყო და აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი თვითმფრი­ნა­ვის მარ­თვის სის­ტე­მის და­ზი­ა­ნე­ბა იყო.

"ვარ­სკვლა­ვუ­რი მტვე­რი" და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი

1947 წლის აგ­ვის­ტო­ში, ბრი­ტა­ნუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია Avro Lancastrian-ის თვითმფრი­ნა­ვი სა­ხელ­წო­დე­ბით Star Dust (ვარ­სკვლა­ვუ­რი მტვე­რი) არ­გენ­ტი­ნის ან­დებ­ში მთას შე­ე­ჯა­ხა. თვითმფრი­ნა­ვი ბუ­ე­ნოს აი­რე­სი­დან სან­ტი­ა­გო­ში მიფ­რი­ნავ­და. სამ­ძებ­რო ჯგუფ­მა ვე­რა­ფერს მი­აგ­ნო, ხოლო გა­ზე­თებ­ში გაჩ­ნდა კონ­სპი­რა­ცი­ის თე­ო­რი­ე­ბი სა­ბო­ტაჟ­სა და უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის ჩა­რე­ვა­ზე.

ეს თე­ო­რი­ე­ბი მხო­ლოდ 50 წლის შემ­დეგ გა­ბა­თილ­და, მას შემ­დეგ, რაც ალ­პი­ნის­ტებ­მა ავი­ა­ლა­ი­ნე­რის ნა­წი­ლებს მი­აგ­ნეს.

ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დი

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხო­მალ­დე­ბი­სა თუ თვითმფრი­ნა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა უკ­ვა­ლოდ სწო­რედ ე.წ. ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხედ­ში ქრე­ბა. 1940-იან წლებ­ში South American Airways-ის ორი ბრი­ტა­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი სწო­რედ ამ ად­გი­ლებ­ში ჩა­მო­ვარ­და.

2009 წელს ბი-ბი-სის ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ერ­თმა მათ­გან­მა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მის გამო გა­ნი­ცა­და კა­ტას­ტრო­ფა, ხოლო მე­ო­რემ - საწ­ვა­ვის უკ­მა­რი­სო­ბის გამო.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მითი ბერ­მუ­დის სამ­კუ­თხე­დის შე­სა­ხებ კვლავ აგ­რძე­ლებს არ­სე­ბო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"ოკეანეებში გაუჩინარებულები" - 5 ყველაზე იდუმალი ავიაკატასტროფა  ისტორიაში

"ოკეანეებში გაუჩინარებულები" - 5 ყველაზე იდუმალი ავიაკატასტროფა  ისტორიაში

წარმოგიდგენთ 5 ყველაზე იდუმალ ავიაკატასტროფას.

ამელია ერჰარტის გაუჩინარება

ყველაზე ცნობილი გაუჩინარება - ამელია ერჰარტი, ცნობილი ამერიკელი მწერალი და პირველი ქალი-მფრინავი იყო, რომელმაც ატლანტის ოკეანეს გადაუფრინა. 1937 წელს ამელია და შტურმანი ფრედ ნუნანი ეკვატორის ხაზის გასწვრივ გადასაფრენად გაეშურნენ. თუმცა ფინალურ სტადიაზე მათი თვითმფრინავი წყნარი ოკეანის თავზე გაუჩინარდა. ერჰარტის უკანასკნელი რადიოგზავნილის მიხედვით, ამელიას საწვავი დაუმთავრდა და ვერ მოახერხა კუნძულ ჰაულენდის პოვნა, სადაც უნდა გაემართა თვითმფრინავი.

ორწლიანი უშედეგო სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მფრინავები დაღუპულად გამოცხადდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ენთუზიასტები დიდი ხნის მანძილზე აგრძელებდნენ ამელიას და ფრედის ძებნას.

რეისი Air France 447

2009 წელს რიო-დე-ჟანეირო - პარიზის რეისის დროს Air France-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. აერობუს 330-ის 228 მგზავრიდან არცერთი არ გადარჩენილა. თვითმფრინავის ნაწილების საპოვნელად მაშველებს 2 დღე დასჭირდათ, ხოლო ”შავი ყუთის” მისაგნებად 5 წელი. შავი ყუთი მყვინთავებმა ოკეანის ფსკერზე, 4 000 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

ფრანგმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თვითმფრინავის ავტოპილოტი მას შემდეგ გაითიშა, რაც ქარის სიჩქარის გადამცემები მწყობრიდან გამოვიდა. გადამცემების დაზიანება მათზე ყინულის კრისტალების წარმოქმნამ გამოიწვია. ამის შემდეგ პილოტმა თვითმფრინავი ზედმეტად მახვილი კუთხით ზევით აწია, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა საჭირო სიჩქარეს - პრაქტიკულად პილოტმა ავიალაინერი ჰაერში გააჩერა, მიუხედავად იმისა, რომ კაბინაში გამაფრთხილებელი სიგნალი თითქმის ერთი წუთის განმავლობაში რეკდა. კომპანია Air France-მა ეს ვერსია უარყო.

კატასტროფა ატლანტის ოკეანის თავზე

1999 წლის 31 ოქტომბერს ნიუ-იორკი-ქაიროს რეისმა ატლანტის ოკეანის თავზე კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 217 ადამიანი დაიღუპა. იმის გამო, რომ შემთხვევა საერთაშორისო წყლებში მოხდა, გამოძიების ჩატარების ვალდებულება ეგვიპტის ხელისუფლებას დაეკისრა.

თავდაპირველად, მათ აშშ-ს სთხოვეს მათი სახელით ჩაეტარებინათ გამოძიება, თუმცა მოგვიანებით თხოვნა უკან წაიღეს, მას შემდეგ რაც ამერიკული მხარემ დაადგინა, რომ პილოტმა თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ ავიაკომპანიამ პილოტი სამსახურში შეუფერებელი სექსუალური ქცევის გამო გაკიცხა. ეგვიპტის ხელისუფლებამ ეს ვერსია უარყო და აღნიშნა, რომ კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის მართვის სისტემის დაზიანება იყო.

"ვარსკვლავური მტვერი" და უცხოპლანეტელი

1947 წლის აგვისტოში, ბრიტანული ავიაკომპანია Avro Lancastrian-ის თვითმფრინავი სახელწოდებით Star Dust (ვარსკვლავური მტვერი) არგენტინის ანდებში მთას შეეჯახა. თვითმფრინავი ბუენოს აირესიდან სანტიაგოში მიფრინავდა. სამძებრო ჯგუფმა ვერაფერს მიაგნო, ხოლო გაზეთებში გაჩნდა კონსპირაციის თეორიები საბოტაჟსა და უცხოპლანეტელების ჩარევაზე.

ეს თეორიები მხოლოდ 50 წლის შემდეგ გაბათილდა, მას შემდეგ, რაც ალპინისტებმა ავიალაინერის ნაწილებს მიაგნეს.

ბერმუდის სამკუთხედი

როგორც ამბობენ, ხომალდებისა თუ თვითმფრინავების უმეტესობა უკვალოდ სწორედ ე.წ. ბერმუდის სამკუთხედში ქრება. 1940-იან წლებში South American Airways-ის ორი ბრიტანული თვითმფრინავი სწორედ ამ ადგილებში ჩამოვარდა.

2009 წელს ბი-ბი-სის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ერთმა მათგანმა ტექნიკური პრობლემის გამო განიცადა კატასტროფა, ხოლო მეორემ - საწვავის უკმარისობის გამო.

მიუხედავად ამისა, მითი ბერმუდის სამკუთხედის შესახებ კვლავ აგრძელებს არსებობას.

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "დისნეის" კვირეული დაიწყო

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ