სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეძავის მუშაობის ყველა დეტალი - რა ხდება ამსტერდამში პროსტიტუციის მუზეუმში
მეძავის მუშაობის ყველა დეტალი - რა ხდება ამსტერდამში პროსტიტუციის მუზეუმში

მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი პროს­ტი­ტუ­ცი­ის მუ­ზე­უ­მი "წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის კვარ­ტა­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი" ამ­სტერ­დამ­ში 6 თე­ბერ­ვალს გა­იხ­სნა.

იდე­ის ავ­ტო­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ იქ მე­ძა­ვე­ბის მუ­შა­ო­ბის ყვე­ლა ის დე­ტა­ლი იქ­ნე­ბა ნაჩ­ვე­ნე­ბი, "რომ­ლებ­ზეც კი­თხვის დას­მა ერი­დე­ბათ". კერ­ძოდ, სტუმ­რებს მო­უყ­ვე­ბი­ან, ვინ მი­დის ბორ­დელ­ში სა­მუ­შა­ოდ და რო­გო­რია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

ექ­სპო­ზი­ცია მო­ი­ცავს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ­დე ამ პრო­ფე­სი­ის ევო­ლუ­ცი­ას, რო­გორ იც­ვლე­ბო­და მე­ძა­ვე­ბის სა­მუ­შაო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბი და სექს-სა­თა­მა­შო­ე­ბი. მუ­ზე­უ­მის ერთ-ერთი შე­ნო­ბა BDSM-პრაქ­ტი­კის ექ­სპო­ზი­ცი­ას ეთ­მო­ბა. აქ არის ოთა­ხი, რო­მე­ლიც "ლუქს კლა­სის" პროს­ტი­ტუ­ცი­ას ეძღვნე­ბა, ასე­ვე დარ­ბა­ზი, რო­მე­ლიც "ღა­რი­ბი მე­ძა­ვე­ბის" ცხოვ­რე­ბას აჩ­ვე­ნებს.

გარ­და ამი­სა, მა­ყუ­რებ­ლებს შე­უქ­მნი­ან წარ­მოდ­გე­ნას, რო­გო­რია, იდგე ბორ­დე­ლის მი­ნის ვიტ­რი­ნა­ში, რომ კლი­ენ­ტე­ბი მო­ი­ზი­დო.

ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის აზ­რით, ასე­თი მუ­ზე­უ­მის შექ­მნა ტუ­რის­ტებს მე­ძა­ვე­ბის რთუ­ლი სა­მუ­შა­ოს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გა­გე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რა­მაც თა­ვის მხრივ, ადა­მი­ა­ნებ­ში მე­ძა­ვე­ბი­სა და მათი სა­მუ­შა­ოს მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ამ­სტერ­დამ­ში, წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის კვარ­ტალ­ში ლე­გა­ლუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 7 000 ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. მათი უმე­ტე­სო­ბა ნი­დერ­ლან­დებ­ში აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად ჩა­ვი­და.

ამ­სტერ­დამ­ში პროს­ტი­ტუ­ცია ლე­გა­ლუ­რია და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა: მე­ძა­ვე­ბი გა­და­სა­ხა­დებს რე­გუ­ლა­რუ­ლად იხ­დი­ან და სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას გა­დი­ან. წი­თე­ლი ფარ­ნე­ბის კვარ­ტა­ლი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა და ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ლი­ო­ნო­ბით ტუ­რისტს იზი­დავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Agence France-Presse-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მეძავის მუშაობის ყველა დეტალი - რა ხდება ამსტერდამში პროსტიტუციის მუზეუმში

მეძავის მუშაობის ყველა დეტალი - რა ხდება ამსტერდამში პროსტიტუციის მუზეუმში

მსოფლიოში პირველი პროსტიტუციის მუზეუმი "წითელი ფარნების კვარტალის საიდუმლოებები" ამსტერდამში 6 თებერვალს გაიხსნა.

იდეის ავტორები ირწმუნებიან, რომ იქ მეძავების მუშაობის ყველა ის დეტალი იქნება ნაჩვენები, "რომლებზეც კითხვის დასმა ერიდებათ". კერძოდ, სტუმრებს მოუყვებიან, ვინ მიდის ბორდელში სამუშაოდ და როგორია ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება.

ექსპოზიცია მოიცავს უძველესი დროიან თანამედროვეობამდე ამ პროფესიის ევოლუციას, როგორ იცვლებოდა მეძავების სამუშაო ინსტრუმენტები, პრეზერვატივები და სექს-სათამაშოები. მუზეუმის ერთ-ერთი შენობა BDSM-პრაქტიკის ექსპოზიციას ეთმობა. აქ არის ოთახი, რომელიც "ლუქს კლასის" პროსტიტუციას ეძღვნება, ასევე დარბაზი, რომელიც "ღარიბი მეძავების" ცხოვრებას აჩვენებს.

გარდა ამისა, მაყურებლებს შეუქმნიან წარმოდგენას, როგორია, იდგე ბორდელის მინის ვიტრინაში, რომ კლიენტები მოიზიდო.

ადგილობრივი მთავრობის აზრით, ასეთი მუზეუმის შექმნა ტურისტებს მეძავების რთული სამუშაოს თავისებურებების გაგებაში დაეხმარება, რამაც თავის მხრივ, ადამიანებში მეძავებისა და მათი სამუშაოს მიმართ პატივისცემა უნდა გამოიწვიოს.

ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში ლეგალურად დაახლოებით 7 000 ადამიანი მუშაობს. მათი უმეტესობა ნიდერლანდებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან უკეთესი ცხოვრების საძიებლად ჩავიდა.

ამსტერდამში პროსტიტუცია ლეგალურია და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად კონტროლდება: მეძავები გადასახადებს რეგულარულად იხდიან და სამედიცინო შემოწმებას გადიან. წითელი ფარნების კვარტალი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს