პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა
ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა

იუ­ნეს­კოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­ტე­ტის მე-8 სე­სი­ა­ზე ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის უძ­ვე­ლეს ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

4 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის გუ­რამ ოდი­შა­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია ქა­ლაქ ბა­ქო­ში, იუ­ნეს­კოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­ტე­ტის მე-8 სე­სი­ას და­ეს­წრო.

დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე მა­რი­ნე მი­ზან­და­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი აზერ­ბა­ი­ჯან­ში თე­ი­მუ­რაზ შა­რა­შე­ნი­ძე, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კულ­ტუ­რულ და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ქე­თე­ვან კან­დე­ლა­კი, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი რუ­სუ­დან მირ­ზი­კაშ­ვი­ლი, არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი რუ­სუ­დან წურ­წუ­მია და ასო­ცი­ა­ცია "ქარ­თუ­ლი ღვი­ნო"-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი თინა კე­ზე­ლი.

ქვევ­რის ღვი­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი და­ყე­ნე­ბის მე­თო­დის ნო­მი­ნა­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ქვეყ­ნის­თვის, რად­გა­ნაც ეს პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლია, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კომ არა­მა­ტე­რი­უ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ და­ამ­ტკი­ცა.

ეს ახა­ლი ნო­მი­ნა­ცია აა­მაღ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით, რო­მელ­მაც არა მხო­ლოდ შე­მო­ი­ნა­ხა ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის 8000 წლი­ა­ნი ის­ტო­რია, არა­მედ დღე­საც აცო­ცხლებს მას ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბის, ადა­მი­ან­თა ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მათი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბით.

ქვევ­რის ღვი­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი და­ყე­ნე­ბის მე­თო­დის იუ­ნეს­კოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ნუს­ხა­ში შე­ტა­ნა ხელს შე­უ­წყობს ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე.

2011 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ქარ­თულ მე­თოდს მი­ე­ნი­ჭა უმაღ­ლე­სი ეროვ­ნუ­ლი ძეგლის სტა­ტუ­სი.

2012 წლი­დან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ შექ­მნი­ლია მრა­ვალ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც მო­ამ­ზა­და იუ­ნეს­კოს ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­სად­გე­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია. იუ­ნეს­კოს მო­თხოვ­ნით მომ­ზად­და ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი 10 წუ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც (რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩა­ში­ლი).

ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნე­ბა გან­სა­ხილ­ვე­ლად.

ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია

არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის კონ­ვენ­ცია იუ­ნეს­კომ 2003 წელს მი­ი­ღო. არა­მა­ტე­რი­ა­ლურ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბად მიჩ­ნე­უ­ლია ზე­პი­რი გად­მო­ცე­მე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლი მუ­სი­კა, ცეკ­ვა, ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი, საგ­ნე­ბი, არ­ტე­ფაქ­ტე­ბი, რი­ტუ­ა­ლე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, ხალ­ხუ­რი რეწ­ვა, ადათ-ჩვე­ვე­ბი, კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კონ­ვენ­ცი­ას 2007 წელს მი­უ­ერ­თდა, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფომ აღი­ა­რა არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და იკის­რა კონ­ვენ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, მის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას, ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ას, კვლე­ვას, შე­ნახ­ვას, დაც­ვას, აღორ­ძი­ნე­ბას, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და ა.შ.

არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ უკვე მი­ა­ნი­ჭა გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნას", "ფერ­ხულს", "ბე­რი­კა­ო­ბას", კა­ხურ მრა­ვალ­ჟა­მი­ერს, მეს­ხუ­რი ტე­ნუ­რი ყვე­ლის დამ­ზა­დე­ბის მე­თოდს, ჟურ­ნა­ლის "დილა" ტრა­დი­ცი­ას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა

ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

4 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ქალაქ ბაქოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიას დაესწრო.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან მირზიკაშვილი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტი რუსუდან წურწუმია და ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი.

ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის ნომინაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგანაც ეს პირველი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც იუნესკომ არამატერიული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის ამოქმედების შემდეგ დაამტკიცა.

ეს ახალი ნომინაცია აამაღლებს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით, რომელმაც არა მხოლოდ შემოინახა ქვევრის ღვინის დაყენების 8000 წლიანი ისტორია, არამედ დღესაც აცოცხლებს მას ქართული სტუმართმოყვარეობის, ადამიანთა ურთიერთობისა და მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენების აღმნიშვნელი ტრადიციებით.

ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანა ხელს შეუწყობს ზოგადად ქართული ღვინის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

2011 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს მიენიჭა უმაღლესი ეროვნული ძეგლის სტატუსი.

2012 წლიდან კულტურის სამინისტროს მიერ შექმნილია მრავალდისციპლინარული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მოამზადა იუნესკოს ნომინაციაზე წარსადგენი დოკუმენტაცია. იუნესკოს მოთხოვნით მომზადდა ქვევრის ღვინის დაყენების ამსახველი 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმიც (რეჟისორი მერაბ კოკოჩაშილი).

ქართული მხარის მიერ უკვე შემუშავებულია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის პროექტი, რომელიც მომავალში პარლამენტს წარედგინება განსახილველად.

ზოგადი ინფორმაცია

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია იუნესკომ 2003 წელს მიიღო. არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიჩნეულია ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები, რიტუალები, ფესტივალები, ხალხური რეწვა, ადათ-ჩვევები, კულტურული სივრცეები.

საქართველო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა, რითაც სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მის იდენტიფიკაციას, ინვენტარიზაციას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას და ა.შ.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე მიანიჭა გოგებაშვილის "დედაენას", "ფერხულს", "ბერიკაობას", კახურ მრავალჟამიერს, მესხური ტენური ყველის დამზადების მეთოდს, ჟურნალის "დილა" ტრადიციას.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს