"უთავო ქათამი"

"უთავო ქათამი"

ქათამი მაიკი 2 წელი თავის გარეშე ცხოვრობდა. აშშ-ის შტატ კოლორადოში ლოიდ ოლსენმა სტუმრების მისაღებად გემრიელი სადილის მომზადება გადაწყვიტა და ქათამი დაკლა, თუმცა, ნაჯახი კისერში ცუდი კუთხით ჩაარტყა და მაიკი გადარჩა. ოლსენს შინაური ფრინველი შეეცოდა და ვეტერინალურ კლინიკაში წაიყვანა.

ქათამი თავის გარეშე ვერაფერს ხედავდა, დამოუკიდებლად ვერ ჭამდა, მაგრამ პატრონი ეხმარებოდა და საკუთარი ხელით კვებავდა. ოლსენმა ქათამი იუტას უნივერსიტეტში წაიყვანა.

მეცნიერების თქმით, ქათამი იმიტომ გადარჩა, რომ ფრინველი სისხლდენისგან თრომბმა იხსნა. მაიკი კოლორადოს ვარსკვლავად იქცა. მისმა პატრონმა კი ქათმის წყალობით ფული იშოვა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს