ადამიანს აივ-ინფექციასთან ბრძოლაში კატა დაეხმარება?

ადამიანს აივ-ინფექციასთან ბრძოლაში კატა დაეხმარება?

შიდსის ვირუსისგან, რომელსაც კატა ატარებს, იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული ადამიანისთვის ვაქცინის დამზადებაა შესაძლებელი, დაასკვნეს მეცნიერებმა.

მათი აზრით, შიდსით დაავადებული კატების სისხლში არსებული პროტეინი აივ-ინფიცირებულ ადამიანთა იმუნიტეტს აძლიერებს. საუბარია ვირუსზე, რომელსაც კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი (feline immunodeficiency virus (FIV) ეწოდება. კვლევის შედეგები ჟურნალ Virology-ში დაიბეჭდა. კვლევაში ფლორიდის, კალიფორნიისა და სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის მეცნიერები მონაწილეობდნენ.

"კატისებრი შიდსის ვირუსის ფერმენტიდან წარმატებით შეგვიძლია ვაწარმოოთ T ლიმფოციტი, რომელიც იმუნოდეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ იბრძოლებს", - ამბობს ფლორიდის ვეტერინალური მედიცინის კოლეჯის მეცნიერი ჯანეტ იამამოტო.

თუმცა, მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ მოსაზრებაა და ღრმა გამოკვლევას საჭიროებს.

მომზადებულია pentagonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს