საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტკბილეული, რომელიც არ ასუქებს - მითი თუ რეალობა?
ტკბილეული, რომელიც არ ასუქებს - მითი თუ რეალობა?

ტკბი­ლე­უ­ლი თით­ქმის ყვე­ლა ქალს უყ­ვარს. რა­ი­მე გემ­რი­ე­ლის მირ­თმე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ გვინ­დე­ბა, როცა გვი­ა­ნია და არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლამ იცის, რომ ტკბი­ლე­უ­ლი ფი­გუ­რის­თვის მავ­ნეა, მაგ­რამ გვინ­და გვჯე­რო­დეს, რომ გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც არ­სე­ბობს. სა­ჭი­როა თუ არა ტკბი­ლე­ულ­ზე მთლი­ა­ნად უა­რის თქმა, ლა­მა­ზი აღ­ნა­გო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად?

და­ვამ­სხვრი­ოთ მი­თე­ბი შაქ­რის შე­სა­ხებ!

არ არ­სე­ბობს მავ­ნე და სა­სარ­გებ­ლო ტკბი­ლე­უ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია პრო­დუქ­ტში მარ­ტი­ვი ნახ­შირ­წყლე­ბი­სა და შაქ­რის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. გარ­და ამი­სა, ტკბი­ლე­უ­ლი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო ისაა, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ხში­რად ვარ­ღვევთ შაქ­რის ამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­ზის ზღვარს. სწო­რედ ამი­ტომ იკ­რძა­ლე­ბა შა­ქა­რი დი­ე­ტო­ლო­გე­ბის მიერ დი­ე­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში.

არ­სე­ბობს მარ­ტი­ვი და რთუ­ლი ნახ­შირ­წყლე­ბი. მარ­ტი­ვი ნახ­შირ­წყლე­ბი - გლუ­კო­ზა, ფრუქ­ტო­ზა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე სხვა სა­ხე­ო­ბა ხილ­სა და ბოსტნე­ულს სიტ­კბოს აძ­ლევს. რთუ­ლი ნახ­შირ­წყა­ლია ლაქ­ტო­ზა- რძის შა­ქა­რი, სა­ქა­რო­ზა - ჭარხლის შა­ქა­რი. ასე­ვე რთუ­ლი ნახ­შირ­წყლე­ბია სა­ხა­მე­ბე­ლი და გლი­კო­გე­ნი, სა­ხა­მე­ბე­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი, ხოლო გლი­კო­გე­ნი ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბი­საა.

რო­გო­რიც არ უნდა იყოს, ნახ­შირ­წყა­ლი, ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­სას გლუ­კო­ზად გარ­და­იქ­მნე­ბა და სის­ხლში ხვდე­ბა. იგი­ვე პრო­ცე­სი გლი­კო­გე­ნი­სა და სა­ხა­მებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან ნელა ხდე­ბა, ამი­ტომ გლუ­კო­ზის დო­ნეც ნელა იწევს. ნახ­შირ­წყლე­ბის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მი ვერ ხარ­ჯავს, ცხი­მე­ბად გარ­და­იქ­მნე­ბა. სწო­რეს ამი­ტო­მაა, მავ­ნე შა­ქა­რი, უფრო სწო­რად კი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შა­ქა­რი.

მას­ზე მთლი­ა­ნად უა­რის თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლი და არც ღირს. შა­ქა­რი ძლი­ე­რი ან­ტის­ტრე­სუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, ის ტვინს კმა­ყო­ფი­ლე­ბის სიგ­ნალს უგ­ზავ­ნის, ჩვენ კი გან­წყო­ბას გვი­უმ­ჯო­ბე­სებს. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, მთა­ვა­რია ზო­მი­ე­რე­ბა და ნება იმი­სა, რომ არ­ჩე­ვა­ნი შაქ­რის ნაკ­ლე­ბი შემ­ცვე­ლო­ბის, ნა­ტუ­რა­ლურ ტკბი­ლე­ულ­ზე შე­ვა­ჩე­როთ.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

ტკბილეული, რომელიც არ ასუქებს - მითი თუ რეალობა?

ტკბილეული, რომელიც არ ასუქებს - მითი თუ რეალობა?

ტკბილეული თითქმის ყველა ქალს უყვარს. რაიმე გემრიელის მირთმევა განსაკუთრებით მაშინ გვინდება, როცა გვიანია და არ შეიძლება. ყველამ იცის, რომ ტკბილეული ფიგურისთვის მავნეა, მაგრამ გვინდა გვჯეროდეს, რომ გემრიელი და სასარგებლო ალტერნატივაც არსებობს. საჭიროა თუ არა ტკბილეულზე მთლიანად უარის თქმა, ლამაზი აღნაგობის შესანარჩუნებლად?

დავამსხვრიოთ მითები შაქრის შესახებ!

არ არსებობს მავნე და სასარგებლო ტკბილეული, ყველაფერი დამოკიდებულია პროდუქტში მარტივი ნახშირწყლებისა და შაქრის რაოდენობაზე. გარდა ამისა, ტკბილეული ორგანიზმისთვის აუცილებელია. მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვარღვევთ შაქრის ამ აუცილებელი დოზის ზღვარს. სწორედ ამიტომ იკრძალება შაქარი დიეტოლოგების მიერ დიეტის განმავლობაში.

არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები - გლუკოზა, ფრუქტოზა და კიდევ რამდენიმე სხვა სახეობა ხილსა და ბოსტნეულს სიტკბოს აძლევს. რთული ნახშირწყალია ლაქტოზა- რძის შაქარი, საქაროზა - ჭარხლის შაქარი. ასევე რთული ნახშირწყლებია სახამებელი და გლიკოგენი, სახამებელი მცენარეული, ხოლო გლიკოგენი ცხოველური წარმოშობისაა.

როგორიც არ უნდა იყოს, ნახშირწყალი, ორგანიზმში მოხვედრისას გლუკოზად გარდაიქმნება და სისხლში ხვდება. იგივე პროცესი გლიკოგენისა და სახამებლის შემთხვევაში ძალიან ნელა ხდება, ამიტომ გლუკოზის დონეც ნელა იწევს. ნახშირწყლების ის რაოდენობა, რომელსაც ორგანიზმი ვერ ხარჯავს, ცხიმებად გარდაიქმნება. სწორეს ამიტომაა, მავნე შაქარი, უფრო სწორად კი დიდი რაოდენობით შაქარი.

მასზე მთლიანად უარის თქმა შეუძლებელი და არც ღირს. შაქარი ძლიერი ანტისტრესული საშუალებაა, ის ტვინს კმაყოფილების სიგნალს უგზავნის, ჩვენ კი განწყობას გვიუმჯობესებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მთავარია ზომიერება და ნება იმისა, რომ არჩევანი შაქრის ნაკლები შემცველობის, ნატურალურ ტკბილეულზე შევაჩეროთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს