კაცმა ახლადშეძენილ სახლში 40 წლის ნაგავი იპოვა

კაცმა ახლადშეძენილ სახლში 40 წლის ნაგავი იპოვა

33 წლის მეჰმეტ კოჩმა ლონდონში აუქციონზე გატანილი სახლი 450 000 გირვანქა სტერლინგად შეიძინა. თუმცა, ჩაკეტილ ოთახებში 40 წლის ნაგავი დახვდა.

სახლში მოხუცი წყვილი ცხოვრობდა, რომელიც ბინის ახალ მეპატრონეს სახლის ყველა ოთახის ნახვის საშუალებას არ აძლევდა. როგორც მეჰმეტმა თქვა, დიდი სახლი და ბაღი დაათვალიერა, მაგრამ რამდენიმე ოთახში შესვლა მოხუცმა ცოლ-ქმარმა აუკრძალა. მამაკაცმა იფიქრა, რომ ეს უბრალოდ მოხუცების ახირება იყო და რამდენიმე პატარა სათავსოს ნახვაზე უარი თქვა, რადგანაც საერთო ჯამში, ბინა მოეწონა.

"როდესაც ოთახის კარი გავაღე, ვიფიქრე, რომ ღამის კოშმარს ვხედავ. ყველგან ძველმანები - ცარიელი ყუთები, ჟურნალ-გაზეთები, ტანსაცმელები, ქილები, სათამაშოები, გაფუჭებული საჭმელი და ათასი გამოუსადეგარი ნივთი ეყარა. ვფიქრობ, 40 წელზე მეტია ოთახებში ეს ნაგავი ყრია. მსგავსი არაფერი მინახავს", - ამბობს სახლის ახალი მეპატრონე.

მეზობლების თქმით, კარჩაკეტილი მოხუცებული წყვილი ამ სახლში 1960 წლიდან ცხოვრობდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს