16 წლის თინეიჯერი 60 წლის ქალს ჰგავს

16 წლის თინეიჯერი 60 წლის ქალს ჰგავს

ინგლისის საგრაფო იორკშირში მცხოვრები 16 წლის გოგონა, ზარა ჰარტშორნი იშვიათი გენეტიკური დაავადებით, ლიპოდისტროფიით იტანჯება.

16 წლის თინეიჯერი 60 წლის ქალს ჰგავს. ამის გამო ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტი. დაავადების გამო თინეიჯერის სახის კანი დანაოჭებულია. იგივე პრობლემით იტანჯება გოგონას დედა, ტრეისი გიბსონი. 

ამერიკელმა ექიმებმა გოგონას სახის კანი გადაუჭიმეს.

"პლასტიკურ ოპერაციაზე ვერასდროს ვიოცნებებდი. ქირურგებმა სიცოცხლის ხალისი დამიბრუნეს და ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა მომცეს. ოპერაციის შემდეგ უფრო თავდაჯერებული და ბედნიერი ვარ. ახლა აღარც კოლეჯში წასვლის შემრცხვება. მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ დედამ ჩემით იამაყოს", - ამბობს ზარა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს