პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი 50 000 ევრო ღირს
ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი 50 000 ევრო ღირს

ჟე­ნე­ვა­ში 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როს President Wilson-ის სა­მე­ფო ნო­მერ Royal Penthouse Suite-ში 1 ღა­მის გა­ტა­რე­ბა 50 000 ევ­რო­ზე მეტი ღირს. ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­როს ნო­მე­რია.

მისი ფან­ჯრე­ბი­დან ქა­ლა­ქის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხედი, ალ­პე­ბი და მწვერ­ვა­ლი მონბ­ლა­ნი ჩანს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამა­ვე თან­ხად ალ­პებ­ში 2 სა­ძი­ნებ­ლი­ა­ნი აპარ­ტა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ფუ­ფუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ეს არ აფერ­ხებთ. რი­გე­ბის გამო პენ­ტჰა­უ­სის და­ჯავ­შნა დიდი ხნით ადრე უწევთ.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ნო­მერ­ში ხში­რად ჩერ­დე­ბი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მე­თა­უ­რე­ბი. პენ­ტჰა­უ­სი უკვე მას­პინ­ძლობ­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ტონი ბლერს, აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტონს, Microsoft-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ ბილ გე­ითსს და მომ­ღე­რალ რი­ა­ნას.

Royal Penthouse Suite 510 კვ/მ-ს იკა­ვებს. ის მო­ი­ცავს 12 ოთახს, 12 სა­ა­ბა­ზა­ნოს და დიდ ტე­რა­სას, რო­მე­ლიც ტბას გა­დაჰ­ყუ­რებს. ამ ნო­მერ­ში არის ბი­ლი­არ­დის მა­გი­და, ბარი, ბიბ­ლი­ო­თე­კა, ფიტ­ნეს-ცენ­ტრი და სა­სა­დი­ლო ოთა­ხი 16 კა­ცის­თვის.

ინ­ტე­რი­ე­რი ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც ლუქსს შე­ე­ფე­რე­ბა, ხოლო სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი სა­ა­ბა­ზა­ნო­ებ­შიც კი ხელ­მი­საწ­ვდო­მია. მი­სა­ღებ და სამ სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში სახ­ლის კი­ნო­თე­ატ­რია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

პენ­ტჰა­უს­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ექ­სკლუ­ზი­უ­რი ავე­ჯი, ხოლო ოთა­ხე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბის იშ­ვი­ა­თი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, Royal Penthouse Suite მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სას­ტუმ­როს ნომ­რა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მას­ში მოხ­ვედ­რა, მხო­ლოდ კერ­ძო ლიფ­ტი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია რკი­ნის კა­რე­ბი. ფან­ჯრებ­ში ნა­ხევ­რად ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი შუ­შაა ჩას­მუ­ლი და ყვე­ლა ოთახ­შია "სა­გან­გა­შო" ღი­ლა­კი. საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში, სტუ­მარს შე­უძ­ლია ჩა­ი­კე­ტოს სპე­ცი­ა­ლურ ოთახ­ში და დახ­მა­რე­ბას და­ე­ლო­დოს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი 50 000 ევრო ღირს

ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერი 50 000 ევრო ღირს

ჟენევაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს President Wilson-ის სამეფო ნომერ Royal Penthouse Suite-ში 1 ღამის გატარება 50 000 ევროზე მეტი ღირს. ეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომერია.

მისი ფანჯრებიდან ქალაქის შესანიშნავი ხედი, ალპები და მწვერვალი მონბლანი ჩანს. აღსანიშნავია, რომ ამავე თანხად ალპებში 2 საძინებლიანი აპარტამენტების შეძენაა შესაძლებელი, მაგრამ ფუფუნების მოყვარულებს ეს არ აფერხებთ. რიგების გამო პენტჰაუსის დაჯავშნა დიდი ხნით ადრე უწევთ.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ნომერში ხშირად ჩერდებიან ვარსკვლავები, პოლიტიკოსები და სახელმწიფოების მეთაურები. პენტჰაუსი უკვე მასპინძლობდა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბილ კლინტონს, Microsoft-ის დამფუძნებელ ბილ გეითსს და მომღერალ რიანას.

Royal Penthouse Suite 510 კვ/მ-ს იკავებს. ის მოიცავს 12 ოთახს, 12 სააბაზანოს და დიდ ტერასას, რომელიც ტბას გადაჰყურებს. ამ ნომერში არის ბილიარდის მაგიდა, ბარი, ბიბლიოთეკა, ფიტნეს-ცენტრი და სასადილო ოთახი 16 კაცისთვის.

ინტერიერი ისეთივეა, როგორიც ლუქსს შეეფერება, ხოლო სატელეფონო კავშირი სააბაზანოებშიც კი ხელმისაწვდომია. მისაღებ და სამ საძინებელ ოთახში სახლის კინოთეატრია დამონტაჟებული.

პენტჰაუსში განთავსებულია ექსკლუზიური ავეჯი, ხოლო ოთახები ხელოვნების იშვიათი და ძვირადღირებული ნიმუშებითაა გაფორმებული.

გარდა ამისა, Royal Penthouse Suite მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სასტუმროს ნომრადაა აღიარებული. მასში მოხვედრა, მხოლოდ კერძო ლიფტითაა შესაძლებელი, დამონტაჟებულია რკინის კარები. ფანჯრებში ნახევრად ტყვიაგაუმტარი შუშაა ჩასმული და ყველა ოთახშია "საგანგაშო" ღილაკი. საფრთხის შემთხვევაში, სტუმარს შეუძლია ჩაიკეტოს სპეციალურ ოთახში და დახმარებას დაელოდოს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს