ბერლინის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ბრიტანელმა ფილოლოგმა ენდრიუ ჯეიმს ჯონსტონმა მრავალი წელი დაახარჯა რობინ ჰუდზე არსებული ყველა ლეგენდისა და ბალადის შესწავლას. შედეგად, მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა - ინგლისური ეპოსის გმირი გეი იყო.
მეცნიერის აზრით, რობინ ჰუდი იმისთვის სულაც არ წასულა შერვუდის ტყეში, რომ უბრალო ხალხი დაეცვა და სასტიკ შერიფზე შური ეძია, არამედ იმიტომ, რომ მაშინ არ სწყალობდნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებს. ჰოდა, რობინმა სატყეო ბანაკი მოაწყო თანამზრახველებისთვის. გამვლელების ძარცვაც უწევდათ, თავი რომ გაეტანათ შუა საუკუნეების გეებს. შეყვარებული მერიანი კი ჰომოფობებმა გამოუგონეს მოგვიანებით, უკვე შემდგომ ლეგენდებში.
ამ ახალ აღმოჩენაზე შეიძლებოდა გვეცინა კიდეც, მაგრამ არც მთლად სასაცილოდ არის საქმე. ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ნორმალური ადამიანების წრე მჭიდროვდება. ევროპა უბრძოლველად ნებდება და ერთსქესიან ქორწინებებსა და ამ ადამიანების მიერ შვილების აყვანას არ ეწინააღმდეგება. ხოლო იმისთვის, რომ ამ პატარებს ადრეული ასაკიდან შეექმნათ სამყაროს "საჭირო სურათი", გეებს შესაბამისად გარდაქმნილი ცნობილი ზღაპრებიც სჭირდებათ.