მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს შარბათ გულა - ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალი
როგორ ცხოვრობს შარბათ გულა - ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალი

შარ­ბათ გულა ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ავ­ღა­ნე­ლი ქა­ლია - ის მსოფ­ლი­ომ პო­პუ­ლა­რუ­ლი ფო­ტოს წყა­ლო­ბით გა­იც­ნო.

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი და ჟურ­ნა­ლის­ტი სტივ მაქ­ქა­რი ავ­ღა­ნეთ­ში 1984 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და. ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში მისი ყუ­რა­დღე­ბა მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა, ომში და­ობ­ლე­ბულ­მა და შე­ში­ნე­ბულ­მა გო­გო­ნამ მი­ი­პყრო. გულა მა­შინ 12 წლის იყო. ფოტო გავ­ლე­ნი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის National Geographic-ის გა­რე­კან­ზე 1985 წელს და­ი­ბეჭ­და და მას შემ­დეგ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თუმ­ცა, ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხულ გო­გო­ნას "ავ­ღა­ნე­ლი გო­გო­ნას" სა­ხე­ლით იც­ნო­ბენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მისი სა­ხე­ლი და გვა­რი არ იცის.

სტივ მაქ­ქა­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ფო­ტო­სუ­რა­თი ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ი­ძენ­და. სტი­ვი ფიქ­რობ­და, რომ გო­გო­ნას ფოტო ბა­ნაკ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სხვა ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბის­გან არაფ­რით გა­ნირ­ჩე­ო­და. National Geographic-ის რე­დაქ­ცია და ფო­ტოგ­რა­ფი 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­და გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნას, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე და­ქა­ლე­ბუ­ლი გულა გა­იც­ნეს.

2002 წლის იან­ვარ­ში National Geographic-ის გუნ­დმა ავ­ღა­ნეთ­ში გულა მო­ძებ­ნა. სტივ­მა 30 წლის შარ­ბათ გუ­ლას იმა­ვე სტილ­ში გა­და­უ­ღო ფოტო, რო­გორც 18 წლის წინ. "მისი სახე შეც­ვლი­ლი იყო, მაგ­რამ თვა­ლე­ბი - მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი", - იხ­სე­ნებს ფო­ტოგ­რა­ფი. შარ­ბათ გუ­ლამ პირ­ვე­ლად მა­შინ ნახა თა­ვი­სი ფოტო. ქალ­მა არ იცო­და, რომ მსოფ­ლიო უკვე დიდი ხა­ნია იც­ნობ­და. მას ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ გა­და­უ­ღეს ფოტო - 12 წლის და 30 წლის ასაკ­ში.

შარ­ბა­თი ახლა 41 წლი­საა. მას 3 ქა­ლიშ­ვი­ლი: რო­ბი­ნა, ზა­ჰი­და და ალია ჰყავს. მე­ო­თხე ქა­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბა­ში გარ­და­ეც­ვა­ლა. შარ­ბა­თი იმე­დოვ­ნებს, რომ მისი გო­გო­ნე­ბი მა­ინც შეძ­ლე­ბენ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია National Geographic-ის მი­ხედ­ვით.

?! :)
1

უკაცრავად, მაგრამ ვერასოდეს ვერაფერი მომხიბლავი ამ გოგონასა თუ ქალში ვერ დავინახე, - იყურება, როგორც ველური კატა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

როგორ ცხოვრობს შარბათ გულა - ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალი

როგორ ცხოვრობს შარბათ გულა - ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალი

შარბათ გულა ყველაზე ცნობილი ავღანელი ქალია - ის მსოფლიომ პოპულარული ფოტოს წყალობით გაიცნო.

ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი სტივ მაქქარი ავღანეთში 1984 წელს იმყოფებოდა. ლტოლვილთა ბანაკში მისი ყურადღება მწვანეთვალება, ომში დაობლებულმა და შეშინებულმა გოგონამ მიიპყრო. გულა მაშინ 12 წლის იყო. ფოტო გავლენიანი ჟურნალის National Geographic-ის გარეკანზე 1985 წელს დაიბეჭდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ფოტოზე გამოსახულ გოგონას "ავღანელი გოგონას" სახელით იცნობენ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა მისი სახელი და გვარი არ იცის.

სტივ მაქქარი მოგვიანებით იხსენებს, რომ თავდაპირველად ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფოტოსურათი ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა. სტივი ფიქრობდა, რომ გოგონას ფოტო ბანაკში გადაღებული სხვა ბავშვების ფოტოებისგან არაფრით განირჩეოდა. National Geographic-ის რედაქცია და ფოტოგრაფი 17 წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა გოგონას ვინაობის დადგენას, თუმცა მოგვიანებით უკვე დაქალებული გულა გაიცნეს.

2002 წლის იანვარში National Geographic-ის გუნდმა ავღანეთში გულა მოძებნა. სტივმა 30 წლის შარბათ გულას იმავე სტილში გადაუღო ფოტო, როგორც 18 წლის წინ. "მისი სახე შეცვლილი იყო, მაგრამ თვალები - მაშინვე ვიცანი", - იხსენებს ფოტოგრაფი. შარბათ გულამ პირველად მაშინ ნახა თავისი ფოტო. ქალმა არ იცოდა, რომ მსოფლიო უკვე დიდი ხანია იცნობდა. მას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ გადაუღეს ფოტო - 12 წლის და 30 წლის ასაკში.

შარბათი ახლა 41 წლისაა. მას 3 ქალიშვილი: რობინა, ზაჰიდა და ალია ჰყავს. მეოთხე ქალიშვილი ბავშვობაში გარდაეცვალა. შარბათი იმედოვნებს, რომ მისი გოგონები მაინც შეძლებენ სწავლა-განათლების მიღებას.

მომზადებულია National Geographic-ის მიხედვით.