"როსპოტრებნადზორის" სპეციალისტები იაპონიიდან გადაფრენილ ჩიტებს რადიაციაზე ამოწმებენ.
მეცნიერთა მონაცემებით, ფრინველთა უმრავლესობა, რომელიც კამჩატკაზე ბრუნდება, ზამთარს იაპონიაში ატარებს, მათ შორის იმ ტერიტორიაზე, სადაც "ფუკუსიმას" ავარია მოხდა. ამასთან დაკავშირებით, რეალური საფრთხე არსებობს იმისა, რომ ფრინველები რადიაციით იყვნენ დაბინძურებულნი.
ვითარების შესასწავლად აუცილებელია რადიოლოგიური ლაბორატორიული მონიტორინგის განხორციელება. შედეგად, ფრინველთა ნაწილს იარაღით დახოცავენ.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.