ვაჟების ნადირობით გატაცების გამო ტრამპმა პარტნიორი დაკარგა

ვაჟების ნადირობით გატაცების გამო ტრამპმა პარტნიორი დაკარგა

ცნობილ ამერიკელ მილიარდერს, დონალდ ტრამპს მრავალმილიონიან კონტრაქტზე უარი მას შემდეგ უთხრეს, რაც პრესაში მისი ვაჟების აფრიკაში ნადირობის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.

შოუმ Celebrity Apprentice, რომლის აღმასრულებელი პროდუსერი დონალდ ტრამპია, კომპანია World Inc-თან უმსხვილესი სარეკლამო კონტრაქტი დაკარგა. მიზეზი, მილიარდერის უფროსი ვაჟების, 34 წლის დონალდ ტრამპ-უმცროსის და 28 წლის ერიკ ტრამპის ნადირობით გატაცებაა.

მაგნატის მემკვიდრეებმა შარშან ზიმბაბვეში ინადირეს, შემდეგ კი დახოცილი ცხოველების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ტრამპის ვაჟების საქციელმა ბუნების დამცველი ორგანიზაციის "გრინფისის" აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც მილიარდერის შვილები ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს.

შვილების აფრიკაში გართობა ამერიკელ მილიარდერს პარტნიორის დაკარგვად დაუჯდა: უმსხვილესმა სარეკლამო კომპანიამ მისი პოპულარული ტელეშოუს დაფინანსებაზე უარი თქვა.

"ამ საქმეში ერთ ცენტსაც აღარ ჩავდებ", - განაცხადა კომპანია World Inc-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკუს ლემონისმა.

თავად დონალდ ტრამპმა შვილების საქციელის შესახებ არაფერი იცოდა. მილიარდერს სარფიანი გარიგების ჩაშლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს