ბაატარუს ჩანჩქერი, რომელიც ოფიციალურად მხოლოდ 1952 წელს გაიხსნა - ბუნების, შეიძლება ითქვას, ფანტასტიკური ქმნილებაა. ჩანჩქერი 255 მეტრი სიმაღლისაა და ის იურული პერიოდის გამოქვაბულში ჩაედინება. ის 160 მლნ წლისაა.
მთა, რომელზეც ბაატარუ მდებარეობს, ლიბანშია. მისი სახელი ტრეილია, ხოლო ქვაბულს, რომელშიც ეს უცნაური ჩანჩქერი ჩაედინება, "სამი ხიდის უფსკრული" ეწოდება - ჩანჩქერი სწორედ სამი ბუნებრივი ხიდის გავლით ეშვება ქვემოთ.
ბაატარუ თავის მაქსიმალურ სიჩქარეს მაშინ აღწევს, როდესაც თოვლი დნება და წყალი ერთიანად ეშვება ქვაბულში. 80-იან წლებში მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, საიდან მოდიოდა ბაატარუს წყალი. კვალმა ისინი სოფელ მგჰარეტ-ალ-გჰაუაგირამდე მიიყვანა.
ეს ჩანჩქერი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი გეოლოგიური ქმნილებაა. ცოტა ხნის წინ ამ ადგილას თოკების დამონტაჟების საკითხი განიხილებოდა, რათა ტურისტებს მისი უკეთ დათვალიერება შესძლებოდათ. საბედნიეროდ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტი მოიწონა.
მომზადებულია ermoshka.ru-ს მიხედვით.