პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს
აზერბაიჯანი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს

ბაქო ცდი­ლობს დუ­ბაი, რო­გორც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი სა­ოც­რე­ბე­ბის ქა­ლა­ქი, უკან ჩა­მო­ი­ტო­ვოს.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ცა­თამბჯე­ნი აზერ­ბა­ი­ჯან­ში აშენ­დე­ბა. ეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გა­მოწ­ვე­ვაა არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ემი­რა­ტე­ბის მი­მართ. დღემ­დე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბა - Burj Khalifa დუ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე­ობ­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცა­თამბჯე­ნის სი­მაღ­ლე 1050 მეტ­რი იქ­ნე­ბა, რაც 22 მეტ­რით აღე­მა­ტე­ბა წი­ნა­მორ­ბედს. ცა­თამბჯე­ნის მშე­ნებ­ლო­ბა 2015 წელს და­ი­წყე­ბა. მას კომ­პა­ნია Avesta Group of Companies უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი არაა. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბის გარ­შე­მო 41 ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლი შე­იქ­მნე­ბა და მას­ზე მთე­ლი ქა­ლა­ქი გა­შენ­დე­ბა. თა­ვად ცა­თამბჯე­ნი კომ­პო­ზი­ცი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ელე­მენ­ტი იქ­ნე­ბა.

ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი კას­პი­ის ზღვა­ში, ბა­ქოს სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით გა­შენ­დე­ბა. კუნ­ძუ­ლე­ბი ქვეყ­ნის ახალ ბიზ­ნეს-ცენ­ტრად მო­ი­აზ­რე­ბა. ქა­ლა­ქი მლნ მცხოვ­რებ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი. კუნ­ძუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ხი­დე­ბით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან. აქ გან­თავ­სდე­ბა აე­რო­პორ­ტე­ბი და ფორ­მუ­ლა-1-ის ტრა­სა.

კუნ­ძუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან 100 მლრდ დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო. აქე­დან 2 მლრდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ცა­თამ­ბე­ჯე­ნის მშე­ნებ­ლო­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა 2018-2019 წლებ­ში დას­რულ­დე­ბა, ხოლო კუ­ძუ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა - 2022 წლამ­დე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია segodnya.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

აზერბაიჯანი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს

აზერბაიჯანი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს

ბაქო ცდილობს დუბაი, როგორც არქიტექტურული საოცრებების ქალაქი, უკან ჩამოიტოვოს.

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აზერბაიჯანში აშენდება. ეს აზერბაიჯანის გამოწვევაა არაბეთის გაერთიანებული ემირატების მიმართ. დღემდე ყველაზე მაღალი შენობა - Burj Khalifa დუბაიში მდებარეობდა.

აზერბაიჯანის ცათამბჯენის სიმაღლე 1050 მეტრი იქნება, რაც 22 მეტრით აღემატება წინამორბედს.  ცათამბჯენის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება. მას კომპანია Avesta Group of Companies უხელმძღვანელებს.

ეს ყველაფერი არაა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის გარშემო 41 ხელოვნური კუნძული შეიქმნება და მასზე მთელი ქალაქი გაშენდება. თავად ცათამბჯენი კომპოზიციის ცენტრალური არქიტექტურული ელემენტი იქნება.

ხელოვნური კუნძულები კასპიის ზღვაში, ბაქოს სამხრეთ-დასავლეთით გაშენდება. კუნძულები ქვეყნის ახალ ბიზნეს-ცენტრად მოიაზრება. ქალაქი მლნ მცხოვრებზე იქნება გათვლილი. კუნძულები ერთმანეთს ხიდებით დაუკავშირდებიან. აქ განთავსდება აეროპორტები და ფორმულა-1-ის ტრასა.

კუნძულების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 100 მლრდ დოლარი გამოიყო. აქედან 2 მლრდ აზერბაიჯანის ცათამბეჯენის მშენებლობას მოხმარდება.

მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის მშენებლობა 2018-2019 წლებში დასრულდება, ხოლო კუძულების მშენებლობა - 2022 წლამდე.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს