ჩრდილოეთ პოლუსზე უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ ოზონის ხვრელის გაფართოვება გამოიწვია.
ოზონის ხვრელის რღვევის მექანიზმი და პრინციპები გერმანიის მეტეოროლოგიისა და კლიმატის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს, სადაც დადგინდა, რომ აცივება ოზონის ხვრელის გაფართოვებას იწვევს, ვინაიდან ტემპერატურის ვარდნის კვალდაკვალ, ოზონის ხვრელის გაფართოვების გამომწვევი ნივთიერებების ზემოქმედება ძლიერდება.
შარშან არქტიკის თავზე, სტრატოსფეროში ტემპერატურა -78 გრადუსამდე დაეცა. დაბალი ტემპერატურა ქლორის აქტიურ წარმოქმნას იწვევს, ქლორის ნაერთი კი ოზონს ანადგურებს.
ოზონი ატმოსფეროს ზედა შრეებში ულტრაიისფერი სხივების დიდ ნაწილს შთანთქავს, რომლებიც ადამიანებში კანის კიბოს, კატარაქტასა და მთელ რიგ სხვა დაავადებებს იწვევს.
მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაადგინეს, რომ ოზონის ხვრელის რღვევაზე ატმოსფეროში მავნე სამრეწველო ნივთიერებების გამოყოფა ზემოქმედებდა.
გერმანელი მეცნიერები ამბობენ, რომ წელს ტემპერატურა ჩრდილოეთ პოლუსზე კვლავ უჩვეულოდ დაბალია, თუმცა მათი თქმით, ოზონის ხვრელის რღვევა შარშანდელ მასშტაბებს არ გასცდება.
ცოტა ხნის წინ კლიმატოლოგებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უჩვეულოდ ცივი ზამთრის მიზეზი მზის აქტივობის ცვლილებაა.
მომზადებულია newsme.com-ის მიხედვით.