"გრაფი მონტეკრისტოს" კუნძულს ვირთხები შეესივნენ. ალექსანდრე დიუმას ნაწარმოებში აღწერილი ცნობილი იტალიური კუნძული მღრღნელებმა მთლიანად დაიკავეს და იმდენად გამრავლდნენ, რომ თითო კვადრატულ მეტრზე მინიმუმ ერთი ვირთხა მოდის.
სულ კუნძულის ფართობი 10 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და პრაქტიკულად დაუსახლებელია. ვითხების შემოსევას სპეციალისტები ტურისტებს უკავშირებენ - არსებობს ვარაუდი, რომ მღრღნელები ტურისტების ნავებს მოყვნენ და ხელსაყრელი პირობების გამო კუნძულზე გამრავლდნენ.
ტოსკანას ხელისუფლებას სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა - ვირთხებს მონტეკრისტოს ეკოლოგიური სისტემა კატასტროფისკენ მიყავთ, არადა ის დაცულ ზონად იყო გამოცხადებული, სანაპირო ზოლთან ბანაობაც აკრძალული იყო. ტოსკანას სოფლის მეურნეობის სამინისტრო უახლოეს დღეებში ავიაციის დახმარებით კუნძულზე 26 ტონა მომწამვლელი გრანულების დაყრას გეგმავს. ამ აქციას ეკოლოგები აპროტესტებენ. მათი შეფასებით, ტოქსიკური ნივთიერებები ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას გაანადგურებს, მოწამვლა ემუქრება წყლის ფაუნასაც.
მონტეკრისტოს დაცული ზონის დირექტორი, ფრანკ ძანიკელი ირწმუნება, რომ ვირთხების წინააღმდეგ ბრძოლა დიდი სიფრთხილით ჩატარდება და ზიანს არ მოიტანს. მან მაგალითად კუნძული სარდინია მოიყვანა, სადაც ანალოგიური აქცია წარმატებით განხორციელდა.
მონტეკრისტო უამრავ ტურისტს იზიდავს. იქაურ ღირსშესანიშნაობს შორის არის მე-18 საუკუნის ვილა და ძველი მონასტრის ნანგრევები.
მონტეკრისტო ნაკრძალად არის გამოცხადებული. იქ მხოლოდ დარაჯი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.
მომზადებულია corriere.it-ის მიხედვით.