პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვითმფრინავის მგზავრი ბორტზე 247 რეპტილიის აყვანას ცდილობდა
თვითმფრინავის მგზავრი ბორტზე 247 რეპტილიის აყვანას ცდილობდა

არ­გენ­ტი­ნა­ში, ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის აე­რო­პორ­ტში ჩე­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნი­დან ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის დიდი პარ­ტი­ის გაყ­ვა­ნას ცდი­ლობ­და. ჩხრე­კი­სას პო­ლი­ცი­ამ მის ჩე­მო­დან­ში 247 იშ­ვი­ა­თი რეპ­ტი­ლია და მო­ლუს­კი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

ჩეხი კარლ აბე­ლოვ­სკი მად­რიდ­ში გაფ­რე­ნას აპი­რებ­და. მისი ბარ­გის კონ­ტრო­ლი­სას ინფრა­წი­თელ­მა სხი­ვებ­მა დარ­ღვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რა. აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­ოგნ­დნენ - სა­კონ­ტრო­ლო და­ნად­გა­რის ეკ­რა­ნი აშ­კა­რად მი­უ­თი­თებ­და, რომ ჩე­მო­დან­ში ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი იყო.

დე­ტა­ლუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩე­მოდ­ნი­დან პლასტმა­სის გამჭვირ­ვა­ლე კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი და მათი წი­წი­ლე­ბი ამო­იყ­ვა­ნეს. ზო­გი­ერ­თი ცხო­ვე­ლი უიშ­ვი­ა­თეს, გა­და­შე­ნე­ბის პი­რას მყოფ სა­ხე­ო­ბებს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. მათი ვაჭ­რო­ბის მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ით იკ­რძა­ლე­ბა.

ზო­გი­ერ­თი რეპ­ტი­ლია ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბით ჩე­მო­დან­ში­ვე გა­გუ­დუ­ლი­ყო. აბე­ლოვ­სკი კონ­ტრა­ბან­და­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მას 10-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lasegunda.com-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

თვითმფრინავის მგზავრი ბორტზე 247 რეპტილიის აყვანას ცდილობდა

თვითმფრინავის მგზავრი ბორტზე 247 რეპტილიის აყვანას ცდილობდა

არგენტინაში, ბუენოს-აირესის აეროპორტში ჩეხეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ქვეყნიდან ეგზოტიკური ცხოველების დიდი პარტიის გაყვანას ცდილობდა. ჩხრეკისას პოლიციამ მის ჩემოდანში 247 იშვიათი რეპტილია და მოლუსკი აღმოაჩინა.

ჩეხი კარლ აბელოვსკი მადრიდში გაფრენას აპირებდა. მისი ბარგის კონტროლისას ინფრაწითელმა სხივებმა დარღვევა დააფიქსირა. აეროპორტის თანამშრომლები გაოგნდნენ - საკონტროლო დანადგარის ეკრანი აშკარად მიუთითებდა, რომ ჩემოდანში ცოცხალი ორგანიზმი იყო.

დეტალური დათვალიერებისას სამართალდამცავებმა ჩემოდნიდან პლასტმასის გამჭვირვალე კონტეინერებში დაბინავებული შხამიანი გველები და მათი წიწილები ამოიყვანეს. ზოგიერთი ცხოველი უიშვიათეს, გადაშენების პირას მყოფ სახეობებს მიეკუთვნებოდა. მათი ვაჭრობის მიზნით გამოყენება საერთაშორისო კონვენციით იკრძალება.

ზოგიერთი რეპტილია ჟანგბადის უკმარისობით ჩემოდანშივე გაგუდულიყო. აბელოვსკი კონტრაბანდაში დაადანაშაულეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

მომზადებულია lasegunda.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს