პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
National Geographic-მა წლის ფოტო დაასახელა
National Geographic-მა წლის ფოტო დაასახელა

ცნო­ბილ­მა გა­მო­ცე­მამ National Geographic-მა, გა­სუ­ლი წლის ფო­ტო­კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა. ჟურ­ნა­ლის წლის ფო­ტოს ტი­ტუ­ლი ცნო­ბი­ლი ფო­ტოგ­რა­ფის, შე­ხეი გო­ხის "შხე­ფე­ბი" გახ­და. მას­ზე წვი­მა­ში მო­ყო­ლი­ლი ჭრი­ჭი­ნაა აღ­ბეჭ­დი­ლი. 

"მწე­რე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, როცა შემ­თხვე­ვით ჭრი­ჭი­ნა შევ­ნიშ­ნე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად წვი­მა წა­მო­ვი­და, მე კი გა­და­ღე­ბა გან­ვაგ­რძე, რად­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­ნა­თე­ბა იყო", - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

ბუ­ნე­ბის წი­ა­ღის სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოდ National Geographic-მა კენტ ში­რა­ი­შის "ცის­ფე­რი ტბა და პირ­ვე­ლი თოვ­ლი" აღი­ა­რა.

"ტბის წყალს შე­ფე­რი­ლო­ბას მას­ში არ­სე­ბუ­ლი ცხე­ლი წყა­რო­ე­ბი აძ­ლე­ვენ და ეს ფერი ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. მის­ტი­კუ­რი ცის­ფე­რი­სა და ქათ­ქა­თა თეთ­რი ფე­რე­ბის თან­ხვედ­რა მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა", - ამ­ბობს ფო­ტოგ­რა­ფი.

ფო­ტო­ხე­ლო­ვან ან­ჯეი ფი­ტო­რის - "მე­დუ­ზა დი­ლის გა­რიჟ­რაჟ­ზე" ჟურ­ნალ­მა ბუ­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ა­ჯილ­დო­ვა. კადრში ჩანს მე­დუ­ზა, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნის ზე­და­პირ­ზე მზის პირ­ვე­ლი სხი­ვე­ბის "აბა­ზა­ნის მი­სა­ღე­ბად" ამო­ვი­და.

პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და მე­რი­უს კო­ეტ­ზის "პა­ნი­კა წყალ­ში". მას­ზე ზებ­რე­ბის ჯო­გია აღ­ბეჭ­დი­ლი, რომ­ლე­ბიც წყალ­ში "წუ­წა­ო­ბენ".

ბუ­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში კი­დევ ერთი პრე­მია სტე­ფა­ნო პე­სა­რი­ლის ფო­ტომ - "ნა­დი­რო­ბამ" მო­ი­პო­ვა. მას­ზე ჩანს, რო­გორ მის­დევს მსხვერ­პლს ია­გუ­ა­რი. მოძ­რა­ვი კად­რის ეფექ­ტის გამო კადრში მოხ­ვედ­რი­ლი მთლი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟის ფონი წაშ­ლი­ლია. 

ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზით და­ჯილ­დოვ­და დაფ­ნა ბენ ნუ­ნის "ბე­ლუ­გა ვე­შა­პე­ბის ნე­ბივ­რო­ბა". ფოტო ჩრდი­ლო­ეთ რუ­სეთ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

კონ­კურ­სი 2011 წელს მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სულ ჟი­უ­რის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრე­მია 14-მა ფო­ტომ მი­ი­ღო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ngm.nationalgeographic.com-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

National Geographic-მა წლის ფოტო დაასახელა

National Geographic-მა წლის ფოტო დაასახელა

ცნობილმა გამოცემამ National Geographic-მა, გასული წლის ფოტოკონკურსის შედეგები შეაჯამა. ჟურნალის წლის ფოტოს ტიტული ცნობილი ფოტოგრაფის, შეხეი გოხის "შხეფები" გახდა. მასზე წვიმაში მოყოლილი ჭრიჭინაა აღბეჭდილი. 

"მწერების ფოტოების გადაღებაზე ვმუშაობდი, როცა შემთხვევით ჭრიჭინა შევნიშნე. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა, მე კი გადაღება განვაგრძე, რადგან შესანიშნავი განათება იყო", - ამბობს ფოტოგრაფი.

ბუნების წიაღის საუკეთესო ფოტოდ National Geographic-მა კენტ შირაიშის "ცისფერი ტბა და პირველი თოვლი" აღიარა.

"ტბის წყალს შეფერილობას მასში არსებული ცხელი წყაროები აძლევენ და ეს ფერი ყოველდღიურად იცვლება. მისტიკური ცისფერისა და ქათქათა თეთრი ფერების თანხვედრა მომაჯადოებელი აღმოჩნდა", - ამბობს ფოტოგრაფი.

ფოტოხელოვან ანჯეი ფიტორის - "მედუზა დილის გარიჟრაჟზე" ჟურნალმა ბუნების ამსახველი საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში დააჯილდოვა. კადრში ჩანს მედუზა, რომელიც ოკეანის ზედაპირზე მზის პირველი სხივების "აბაზანის მისაღებად" ამოვიდა.

პრიზით დაჯილდოვდა მერიუს კოეტზის "პანიკა წყალში". მასზე ზებრების ჯოგია აღბეჭდილი, რომლებიც წყალში "წუწაობენ".

ბუნების საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში კიდევ ერთი პრემია სტეფანო პესარილის ფოტომ - "ნადირობამ" მოიპოვა. მასზე ჩანს, როგორ მისდევს მსხვერპლს იაგუარი. მოძრავი კადრის ეფექტის გამო კადრში მოხვედრილი მთლიანი პეიზაჟის ფონი წაშლილია. 

ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა დაფნა ბენ ნუნის "ბელუგა ვეშაპების ნებივრობა". ფოტო ჩრდილოეთ რუსეთშია გადაღებული.

კონკურსი 2011 წელს მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.  სულ ჟიურის წამახალისებელი პრემია 14-მა ფოტომ მიიღო.

მომზადებულია ngm.nationalgeographic.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს