კელნის პოლიციამ სასტუმროს სამი სტუმარი მაშ შემდეგ დააკავა, რაც მათ ნომერში ასობით გველი, 70 კუ და 20 ბაყაყი იპოვეს.
პარასკევს, 9 დეკემბერს, სასტუმროს თანამშრომელმა კიბეზე მოსრიალე გველი შეამჩნია და პოლიციას გამოუძახა. პოლიციამ შეამოწმა სამი ჩინელი სტუმრის ბარგი და ქვეწარმავლები აღმოაჩინა.
სასტუმროს ბინადრები ეგზოტიკური ცხოველების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და გირაოს სახით რამდენიმე ათასი დოლარის შეტანის შემდეგ გაათავისუფლეს.
ქვეწარმავლები კელნის ზოოპარკმა შეიფარა. მათ სპეციალისტები შეამოწმებენ. სავარაუდოდ, ბაყაყები შხამიანები არიან, რაზეც მათი ღია ფერის კანი მეტყველებს.
მიმდინარეობს გამოძიება რათა გაირკვეს, თუ როგორ გადმოკვეთა სამმა ჩინელმა საზღვარი ისე, რომ ეგზოტიკური ქვეწარმავლები არცერთ საბაჟოს არ შეუმჩნევია.
მომზადებულია The Local-ის მიხედვით.