პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს..." - როგორი იყო საბჭოთა სექსის ინსტრუქციები
"სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს..." - როგორი იყო საბჭოთა სექსის ინსტრუქციები

გთა­ვა­ზობთ უტო­პი­ურ და უჩ­ვე­უ­ლო ინ­სტრუქ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­ურ ეპო­ქა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. მათ შო­რის ნამ­დვი­ლი "მარ­გა­ლი­ტი" პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის სექ­სუ­ა­ლუ­რი ქცე­ვის კო­დექ­სია.

1924 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი ბრო­შუ­რა "რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ლე­ტა­რი­ა­ტის 12 სქე­სობ­რი­ვი მცნე­ბა" ახალ­გაზ­რდა პრო­ლე­ტა­რებს სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის 12 ოქ­როს წესს სთა­ვა­ზობ­და:

1. პრო­ლე­ტა­რი­ატს შო­რის სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში არ უნდა და­ი­წყოს.

2. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქორ­წი­ნე­ბამ­დე სქე­სობ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის შე­კა­ვე­ბა. ქორ­წი­ნე­ბა კი სო­ცი­ა­ლურ და ბი­ო­ლო­გი­ურ მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში, 20-25 წლის ასაკ­შია და­საშ­ვე­ბი.

3. სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტის მი­მართ მრა­ვალ­მხრი­ვი სიმ­პა­თი­ე­ბი­სა და მიჩ­ვე­ვის დას­კვნი­თი ნა­წი­ლია.

4. სა­სიყ­ვა­რუ­ლო აქტი მო­ცე­მულ მო­მენ­ტში წყვილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სიღ­რმი­სე­უ­ლი და რთუ­ლი გან­ცდე­ბის და­ბო­ლო­ე­ბაა.

5. სქე­სობ­რი­ვი აქტი ხში­რად არ უნდა მე­ორ­დე­ბო­დეს.

6. სქე­სობ­რი­ვი ობი­ექ­ტის ხში­რი ცვლა და­უშ­ვე­ბე­ლია. რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა.

7. სიყ­ვა­რუ­ლი უნდა იყოს მო­ნო­გა­მი­უ­რი.

8. ყო­ვე­ლი სქე­სობ­რი­ვი აქ­ტი­სას გახ­სოვ­დეთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი გა­გიჩ­ნდეთ - სა­ერ­თოდ, ამ დროს იფიქ­რეთ შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე.

9. სქე­სობ­რი­ვი ობი­ექ­ტის შერ­ჩე­ვა კლა­სობ­რი­ვი რე­ვო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, პრო­ლე­ტა­რის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბით უნდა მოხ­დეს.

10. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ფლირ­ტი, თა­ვის მო­წო­ნე­ბა, კეკ­ლუ­ცო­ბა და სქე­სობ­რი­ვი მო­ხიბ­ვლის სხვა ხერ­ხე­ბი.

11. და­უშ­ვე­ბე­ლია ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

12. კლასს შე­უძ­ლია ჩა­ე­რი­ოს თა­ვის წევ­რე­ბის სქე­სობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. რე­ვო­ლუ­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი სქე­სობ­რი­ვი კლა­სობ­რივს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს. ეს უკა­ნას­კნე­ლი მას ხელს არა­ფერ­ში შე­უშ­ლის, პი­რი­ქით, ყო­ველ­მხრივ და­ეხ­მა­რე­ბა.

პრო­ლე­ტა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ლი­დე­რებს ცოლ-ქმრის ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლე­ბიც გათ­ვლი­ლი ჰქონ­დათ. 60-იანი წლე­ბის ბო­ლოს ჟურ­ნა­ლი "დო­მო­ვოდსტვო" ქალს სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი მე­უღ­ლის დახ­ვედ­რის წე­სებს კარ­ნა­ხობ­და:

"გახ­სოვ­დეთ, რომ ქმრის სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ყო­ველ­დღე უნდა მო­ემ­ზა­დოთ. ბავ­შვე­ბიც მო­ამ­ზა­დეთ - და­ბა­ნეთ, და­ვარ­ცხნეთ და ლა­მა­ზად ჩა­აც­ვით. თქვენც მო­წეს­რიგ­დით, სუფ­თა წინ­სა­ფა­რი გა­ი­კე­თეთ. სი­ლა­მა­ზის­თვის კარ­გი იქ­ნე­ბა თმა­ზე ბაფ­თა გა­ი­კე­თოთ. ახალ­მო­სულ ქმარს ლა­პა­რაკს ნუ და­უ­წყებთ, გა­იხ­სე­ნეთ რო­გორ იღ­ლე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რად რამ­დე­ნი რა­მის კე­თე­ბა უწევს თქვენს გამო. ჩუ­მად ავახ­შმეთ, შემ­დეგ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით გა­ზე­თი წა­ი­კი­თხოს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ე­ლა­პა­რა­კეთ".

იგი­ვე გა­მო­ცე­მა რჩე­ვებს მა­მა­კა­ცებ­საც სთა­ვა­ზობ­და:

"სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის შემ­დეგ მე­უღ­ლეს სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით, მაგ­რამ უკან არ გაყ­ვეთ. აცა­დეთ, გან­მარ­ტოვ­დეს, შე­იძ­ლე­ბა ტი­რი­ლი უნდა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს..." - როგორი იყო საბჭოთა სექსის ინსტრუქციები

"სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს..." - როგორი იყო საბჭოთა სექსის ინსტრუქციები

გთავაზობთ უტოპიურ და უჩვეულო ინსტრუქციებს, რომლებიც საბჭოურ ეპოქაში გამოქვეყნდა. მათ შორის ნამდვილი "მარგალიტი" პროლეტარიატის სექსუალური ქცევის კოდექსია.

1924 წელს გამოცემული ბროშურა "რევოლუციური პროლეტარიატის 12 სქესობრივი მცნება" ახალგაზრდა პროლეტარებს სქესობრივი ცხოვრების 12 ოქროს წესს სთავაზობდა:

1. პროლეტარიატს შორის სქესობრივი ცხოვრება ადრეულ ასაკში არ უნდა დაიწყოს.

2. აუცილებელია ქორწინებამდე სქესობრივი მოთხოვნილებების შეკავება. ქორწინება კი სოციალურ და ბიოლოგიურ მომწიფების პერიოდში, 20-25 წლის ასაკშია დასაშვები.

3. სქესობრივი კავშირი მხოლოდ სიყვარულის ობიექტის მიმართ მრავალმხრივი სიმპათიებისა და მიჩვევის დასკვნითი ნაწილია.

4. სასიყვარულო აქტი მოცემულ მომენტში წყვილს შორის არსებული სიღრმისეული და რთული განცდების დაბოლოებაა.

5. სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს.

6. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია. რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნება.

7. სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური.

8. ყოველი სქესობრივი აქტისას გახსოვდეთ, რომ შეიძლება ბავშვი გაგიჩნდეთ - საერთოდ, ამ დროს იფიქრეთ შთამომავლობაზე.

9. სქესობრივი ობიექტის შერჩევა კლასობრივი რევოლუციის თანახმად, პროლეტარისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულებით უნდა მოხდეს.

10. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მოხიბვლის სხვა ხერხები.

11. დაუშვებელია ეჭვიანობა.

12. კლასს შეუძლია ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ, ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის, პირიქით, ყოველმხრივ დაეხმარება.

პროლეტარული საზოგადოების ლიდერებს ცოლ-ქმრის ურთიერთობის დეტალებიც გათვლილი ჰქონდათ. 60-იანი წლების ბოლოს ჟურნალი "დომოვოდსტვო" ქალს სამსახურიდან დაბრუნებული მეუღლის დახვედრის წესებს კარნახობდა:

"გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ - დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ. სილამაზისთვის კარგი იქნება თმაზე ბაფთა გაიკეთოთ. ახალმოსულ ქმარს ლაპარაკს ნუ დაუწყებთ, გაიხსენეთ როგორ იღლება და ყოველდღიურად რამდენი რამის კეთება უწევს თქვენს გამო. ჩუმად ავახშმეთ, შემდეგ საშუალება მიეცით გაზეთი წაიკითხოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკეთ".

იგივე გამოცემა რჩევებს მამაკაცებსაც სთავაზობდა:

"სქესობრივი აქტის შემდეგ მეუღლეს სააბაზანოში გასვლის საშუალება მიეცით, მაგრამ უკან არ გაყვეთ. აცადეთ, განმარტოვდეს, შეიძლება ტირილი უნდა".

საახალწლო ფილმები, რომლებიც ცივ ამინდში გულს გაგითბობთ

10 მიზეზი, თუ რატომ არიან დეკემბერში დაბადებულები მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები

მოხუცი ქალის სამზარეულოში ნაპოვნი 24-მილიონიანი შედევრი - ფლორენციელი გენიოსის ნახატის უცნაური ამბავი