მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოლფსტრიმი მოკვდა, გველოდება თუ არა გამყინვარების პერიოდი?
გოლფსტრიმი მოკვდა, გველოდება თუ არა გამყინვარების პერიოდი?

დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლე ეს-ესაა შე­იც­ვა­ლა. გოლფსტრი­მი მოკ­ვდა... თა­ნამ­გზავ­რის ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გოლფსტრი­მის თბი­ლი დი­ნე­ბა აღარ არ­სე­ბობს.

ჩრდი­ლო­ეთ ატ­ლან­ტი­კის დი­ნე­ბე­ბის მთე­ლი სის­ტე­მა პლა­ნე­ტის სით­ბუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის საკ­ვან­ძო ელე­მენტს წარ­მო­ად­გენს. ეს დი­ნე­ბა მთელ მსოფ­ლი­ოს ახა­ლი გამ­ყინ­ვა­რე­ბის პე­რი­ო­დის­გან იცავ­და. ამ­ჟა­მად რიგ ად­გი­ლებ­ში ცირ­კუ­ლა­ცი­ის სის­ტე­მა მკვდა­რია და ის სხვა ნა­წი­ლებ­შიც კვდე­ბა.

გოლფსტრი­მი - ეს არის "მდი­ნა­რე" თბი­ლი წყლით, რო­მე­ლიც ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის გავ­ლით მურ­მანსკამ­დე აღ­წევ­და და ევ­რო­პას ათ­ბობ­და, ამავდრო­უ­ლად დი­ნე­ბა ევ­რო­პას პო­ლა­რუ­ლი ქა­რის­გა­ნაც იცავს.

იტა­ლი­ელ­მა ფი­ზი­კო­სებ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს ცივი წყლით სავ­სე აბა­ზა­ნა გა­მო­ი­ყე­ნეს და წყლის თბილ ხა­ზებს შე­ფე­რი­ლო­ბა მის­ცეს. შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თბი­ლი და ცივი წყლის ფე­ნე­ბის გარ­ჩე­ვა. როცა აბა­ზა­ნა­ში ზეთი და­ა­მა­ტეს, ცივ და თბილ ფე­ნებს შო­რის ზღვა­რი წა­ი­შა­ლა და დი­ნე­ბის სა­თა­ვეც გა­ნად­გურ­და.

იგი­ვე ხდე­ბა გოლფსტრი­მის დი­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მექ­სი­კის ყუ­რე­სა და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ში. მდი­ნა­რე "თბი­ლი წყლით", რო­მე­ლიც კა­რი­ბის აუ­ზის ქვეყ­ნე­ბი­დან მო­დის, და­სავ­ლეთ ევ­რო­პამ­დე ვერ აღ­წევს. ის კვდე­ბა კო­რექ­სი­ტის გამო. Corexit-გამ­ხსნე­ლი, ძი­რი­თა­დად ნავ­თო­ბის ლა­ქის გამ­ხსნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ეს არის ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა ობა­მას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ "BP"-ს მის­ცა. "ბრი­ტიშ პეტ­რო­ლე­უმ"-მა ეს ნივ­თი­ე­რე­ბა იმ ზი­ა­ნის მას­შტა­ბე­ბის და­სა­ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის აპ­რილ­ში "BP"-ს სა­ბურ­ღი პლატ­ფორ­მის და­ზი­ა­ნე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

გოლფსტრი­მის დი­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად იტა­ლი­ელ­მა ფი­ზი­კოს­მა და თე­ო­რე­ტი­კოს­მა ჯან­ლუ­ი­ჯი ზან­გა­რიმ გა­ნა­ცხა­და. ზან­გა­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ნავ­თო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­მუდ­მე­ბით ფარ­თოვ­დე­ბა და ისეთ დიდ ნა­წი­ლებს იკა­ვებს, რომ ეს სე­რი­ო­ზულ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს პლა­ნე­ტის თერ­მო­რე­გუ­ლა­ცი­ის სის­ტე­მა­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია oko-planet.su-ს მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გოლფსტრიმი მოკვდა, გველოდება თუ არა გამყინვარების პერიოდი?

გოლფსტრიმი მოკვდა, გველოდება თუ არა გამყინვარების პერიოდი?

დედამიწაზე სიცოცხლე ეს-ესაა შეიცვალა. გოლფსტრიმი მოკვდა... თანამგზავრის ბოლო მონაცემებით, გოლფსტრიმის თბილი დინება აღარ არსებობს.

ჩრდილოეთ ატლანტიკის დინებების მთელი სისტემა პლანეტის სითბური რეგულირებისთვის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. ეს დინება მთელ მსოფლიოს ახალი გამყინვარების პერიოდისგან იცავდა. ამჟამად რიგ ადგილებში ცირკულაციის სისტემა მკვდარია და ის სხვა ნაწილებშიც კვდება.

გოლფსტრიმი - ეს არის "მდინარე" თბილი წყლით, რომელიც ატლანტიკის ოკეანის გავლით მურმანსკამდე აღწევდა და ევროპას ათბობდა, ამავდროულად დინება ევროპას პოლარული ქარისგანაც იცავს.

იტალიელმა ფიზიკოსებმა ექსპერიმენტის დროს ცივი წყლით სავსე აბაზანა გამოიყენეს და წყლის თბილ ხაზებს შეფერილობა მისცეს. შესაძლებელი იყო თბილი და ცივი წყლის ფენების გარჩევა. როცა აბაზანაში ზეთი დაამატეს, ცივ და თბილ ფენებს შორის ზღვარი წაიშალა და დინების სათავეც განადგურდა.

იგივე ხდება გოლფსტრიმის დინებასთან დაკავშირებით მექსიკის ყურესა და ატლანტიკის ოკეანეში. მდინარე "თბილი წყლით", რომელიც კარიბის აუზის ქვეყნებიდან მოდის, დასავლეთ ევროპამდე ვერ აღწევს. ის კვდება კორექსიტის გამო. Corexit-გამხსნელი, ძირითადად ნავთობის ლაქის გამხსნელად გამოიყენება. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენების უფლება ობამას ადმინისტრაციამ "BP"-ს მისცა. "ბრიტიშ პეტროლეუმ"-მა ეს ნივთიერება იმ ზიანის მასშტაბების დასაფარად გამოიყენა, რომელიც გასული წლის აპრილში "BP"-ს საბურღი პლატფორმის დაზიანებამ გამოიწვია.

გოლფსტრიმის დინების მდგომარეობის შესახებ პირველად იტალიელმა ფიზიკოსმა და თეორეტიკოსმა ჯანლუიჯი ზანგარიმ განაცხადა. ზანგარი ირწმუნება, რომ ნავთობის რაოდენობა გამუდმებით ფართოვდება და ისეთ დიდ ნაწილებს იკავებს, რომ ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს პლანეტის თერმორეგულაციის სისტემაზე.

მომზადებულია oko-planet.su-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს