10 ოქტომბერს კომპანია Virgin Galactic-ის ტურისტულმა კოსმოსურმა მოხალდმა SpaceShipTwo-მ პირველი დამოუკიდებელი ფრენა შეასრულა.
საცდელმა ფრენამ, რომელიც სამხრეთ კალიფორნიაში მოჰავეს უდაბნოს თავზე შესრულდა, 25 წუთს გასტანა. კოსმოსურმა ხომალდმა, რომელიც 13 ათას მეტრ სიმაღლეზე რაკეტმზიდმა აიყვანა, 11 წუთი დამოუკიდებლად იფრინა და დანიშნულების ადგილზე დაბრუნდა.
SpaceShipTwo, რომლის ექსპლუატაცია თვითმფრინავმზიდ WhiteKnightTwo-სთან ერთადაა გათვალისწინებული, 6 მგზავრსა და 2 პილოტზეა გათვლილი. ტურისტულ ხომალდს, სანამ კომერციულ ფრენებს შეასრულებდეს, ცდიან. ტურისტთა პირველ ჯგუფს კოსმოსში ის 2012 წლისთვის წაიყვანს.
"ტურისტული რაკეტით" მგზავრობის ბილეთი 200 ათასი დოლარი ეღირება. კომპანია Virgin Galactic-ის ცნობით, კოსმოსში მოგზაურობისთვის ბილეთები 370-მა ადამიანმა უკვე დაჯავშნა.
Video
ტურისტულმა კოსმოსურმა ხომალდმა პირველი ფრენა შეასრულა
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.