სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბლუმფონტეინში, 52 წლის ასაკში შიმპანზე, მეტსახელად ჩარლი, მოკვდა. ჩარლი მწეველი იყო, ცხოველი სიგარეტს ადამიანივით ეწეოდა, იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი".
ჩარლის სიკვდილის მიზეზს გაკვეთა დაადგენს. პრიმატი გამუდმებით ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და პრეპარატებს იღებდა. ავადმყოფობდა თუ არა ცხოველი მოწევასთან დაკავშირებული რაიმე დაავადებით, ჯერჯერობით უცნობია.
შიმპანზეების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 40-50 წელია.
სავარაუდოდ, პრიმატის მავნე ჩვევის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ზოოპარკის ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ალმოკიდებული სიგარეტი ცხოველის გალიაში შეაგდო.
ბლუმფონტეინის ზოოპარკში აღნიშნავენ, რომ ჩარლი მუდმივი მწეველი არ იყო და სიგარეტს მას, აკრძალვის მიუხედავად, დამთვალიერებლები აწვდიდნენ.
მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.