ჯუფ "ბითლზის" თაყვანისმცემელმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჯონ ლენონის კუთვნილი ფაიფურის უნიტაზი აუქციონზე 14 ათას აშშ დოლარად შეიძინა, ამის შესახებ BBC იტყობინება.
ლივერპულში გამართული აუქციონი საერთაშორისო ფესტივალს დაემთხვა, რომელიც "ლივერპულელი ოთხეულის" შემოქმედებას ეძღვნებოდა.
უნიტაზი 1969-1972 წლებში იორკშირის საგრაფოში მდებარე მუსიკოსის სახლის საპირფარეშოში იყო განთავსებული. ახალი უნიტაზის დამონტაჟების შემდეგ ლენონმა ფაიფურის უნიტაზი მშენებელ ჯონ ჰენკოკს აჩუქა, რომელსაც მისი ყვავილის ქოთნად გამოყენება სურდა. ფაიფურის უნიტაზი ჰენკოკის გარდაცვალებამდე მის ფარდულში ინახებოდა.
მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.