დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი უახლეს ისტორიაში მინისტრთა კაბინეტის პირველი ხელმძღვანელია, ვინც ბინა გააქირავა.
ბინა ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ნოტინგ-ჰილში მდებარეობს და დამქირავებელი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ამხელს, საცხოვრებლად იქ უკვე გადაბარგდა.
ექსპერტთა თქმით, ლონდონის ამ რაიონში მაღალი დონის უძრავი ქონების დაქირავებისთვის თვეში 4-6 ათასი ფუნტია საჭირო. ეს სახლი კი კემერონის ოჯახმა 2005 წელს 1,1 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა, კიდევ 600 ათასი ფუნტი კი მისი მოწესრიგება დაუჯდათ. ამ დროისთვის ბინა 2,7 მილიონ ფუნტად ფასდება.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.