პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი

3

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკაპიტალო მარქსი და დარვინის ქონება
უკაპიტალო მარქსი და დარვინის ქონება

ბრი­ტა­ნულ სა­იტ­ზე Ancestry.co.uk-ზე, რო­მე­ლიც წარ­მო­მავ­ლო­ბის შეს­წავ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს გე­ნე­ა­ლო­გი­უ­რი ხის შედ­გე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა, მსოფ­ლი­ოს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ან­დერ­ძე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­იტ­ზე იმ ან­დერძთა სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტე­ბი და­ი­დო, რომ­ლე­ბიც 1861-1941 წლებ­ში ინ­გლი­სი­სა და უელ­სის 6 მლნ მო­ქა­ლა­ქემ და რე­ზი­დენ­ტმა და­ტო­ვა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ თით­ქმის არა­ფე­რი დარ­ჩათ ეკო­ნო­მისტს, ფი­ლო­სო­ფოს­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, "კა­პი­ტა­ლის" ავ­ტორს კარლ მარ­ქსსა და ცნო­ბილ ინ­გლი­სელ მწე­რალს ოს­კარ უა­ილდს. სა­მა­გი­ე­როდ, შთა­მო­მავ­ლებს საკ­მაო ქო­ნე­ბა უან­დერ­ძეს ევო­ლუ­ცი­ის თე­ო­რი­ის მა­მამ ჩარლზ დარ­ვინ­მა და მწე­რალ­მა ჩარლზ დი­კენ­სმა.

მარ­ქსს, რო­მე­ლიც ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ სა­კუთ­რე­ბას კო­მუ­ნის­ტურ უარს უცხა­დებ­და, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არ შე­უც­ვლია. 1883 წელს მარ­ქსის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ხით მხო­ლოდ 250 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი ერგო (დღე­ვან­დე­ლი ფუ­ლა­დი ექ­ვი­ვა­ლენ­ტით ეს 28 ათა­სი ევ­როა).

თით­ქმის ასეთ თან­ხას ფლობ­და სიკ­ვდი­ლის წინ "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრე­ტის" ავ­ტო­რიც. გა­ცხა­დე­ბუ­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბის გამო ოს­კარ უა­ილ­დი გან­კი­თხვის ობი­ექ­ტი გახ­და, რა­მაც ის პა­ტიმ­რად და ღა­რიბ ადა­მი­ა­ნად აქ­ცია. მწე­რა­ლი ინ­გლი­სი­დან საფ­რან­გეთ­ში გა­ი­ხიზ­ნა, სა­დაც 1900 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა "დე­ვიდ კო­პერ­ფილ­დის" ავ­ტორს, 1870 წელს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მის მემ­კვიდ­რე­ებს 80 ათა­სი ფუნ­ტი (დღე­ვან­დე­ლი 7 მლნ ევრო) ერ­გოთ. კი­დევ უფრო გა­უ­მარ­თლათ ჩარლზ დარ­ვი­ნის მემ­კვიდ­რე­ებს, რომ­ლებ­მაც წი­ნაპ­რის­გან 146 ათა­სი ფუნ­ტი (დღე­ვან­დე­ლი 15 მლნ ევრო) მი­ი­ღეს.

რო­გორც ირ­კვე­ვა, არ­ცთუ ური­გო მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­ტო­ვა ლე­გენ­და­რულ შერ­ლოკ ჰოლმსზე შექ­მნი­ლი დე­ტექ­ტი­უ­რი მო­თხრო­ბე­ბის ავ­ტორ­მა არ­ტურ კო­ნან-დო­ილ­მა - 63 ათა­სი ფუნ­ტი (თით­ქმის 3 მლნ ევრო).

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება ისაკო დევიძის ბინიდან კადრები, ჩხრეკის დასრულბის შემდეგ - "ნახეთ, რა ხდება"

უკაპიტალო მარქსი და დარვინის ქონება

უკაპიტალო მარქსი და დარვინის ქონება

ბრიტანულ საიტზე Ancestry.co.uk-ზე, რომელიც წარმომავლობის შესწავლითაა დაკავებული და ნებისმიერ მსურველს გენეალოგიური ხის შედგენაში ეხმარება, მსოფლიოს ცნობილი ადამიანების ანდერძები გამოქვეყნდა. საიტზე იმ ანდერძთა საარქივო დოკუმენტები დაიდო, რომლებიც 1861-1941 წლებში ინგლისისა და უელსის 6 მლნ მოქალაქემ და რეზიდენტმა დატოვა.

როგორც ირკვევა, გარდაცვალების შემდეგ თითქმის არაფერი დარჩათ ეკონომისტს, ფილოსოფოსსა და საზოგადო მოღვაწეს, "კაპიტალის" ავტორს კარლ მარქსსა და ცნობილ ინგლისელ მწერალს ოსკარ უაილდს. სამაგიეროდ, შთამომავლებს საკმაო ქონება უანდერძეს ევოლუციის თეორიის მამამ ჩარლზ დარვინმა და მწერალმა ჩარლზ დიკენსმა.

მარქსს, რომელიც ბურჟუაზიულ საკუთრებას კომუნისტურ უარს უცხადებდა, მსოფლმხედველობა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუცვლია. 1883 წელს მარქსის გარდაცვალების შემდეგ მის უმცროს ქალიშვილს მემკვიდრეობის სახით მხოლოდ 250 ფუნტი სტერლინგი ერგო (დღევანდელი ფულადი ექვივალენტით ეს 28 ათასი ევროა).

თითქმის ასეთ თანხას ფლობდა სიკვდილის წინ "დორიან გრეის პორტრეტის" ავტორიც. გაცხადებული ჰომოსექსუალური მიდრეკილებების გამო ოსკარ უაილდი განკითხვის ობიექტი გახდა, რამაც ის პატიმრად და ღარიბ ადამიანად აქცია. მწერალი ინგლისიდან საფრანგეთში გაიხიზნა, სადაც 1900 წელს გარდაიცვალა.

რაც შეეხება "დევიდ კოპერფილდის" ავტორს, 1870 წელს გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს 80 ათასი ფუნტი (დღევანდელი 7 მლნ ევრო) ერგოთ. კიდევ უფრო გაუმართლათ ჩარლზ დარვინის მემკვიდრეებს, რომლებმაც წინაპრისგან 146 ათასი ფუნტი (დღევანდელი 15 მლნ ევრო) მიიღეს.

როგორც ირკვევა, არცთუ ურიგო მემკვიდრეობა დატოვა ლეგენდარულ შერლოკ ჰოლმსზე შექმნილი დეტექტიური მოთხრობების ავტორმა არტურ კონან-დოილმა - 63 ათასი ფუნტი (თითქმის 3 მლნ ევრო).

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს