პოლიტიკა
მსოფლიო

12

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:31-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 05:08-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. აგრეთვე არ გირჩევთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანიის პრეზიდენტი ფუნთუშების შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის
გერმანიის პრეზიდენტი ფუნთუშების შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის

გერ­მა­ნი­ის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი კრის­ტი­ან ვულ­ფი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ეხ­ვა. ოპო­ნენ­ტე­ბი პუ­რი­სა და ფუნ­თუ­შე­ბის მი­მართ მის სიყ­ვა­რულს აკ­რი­ტი­კე­ბენ - პრე­ზი­დენ­ტი მათ შე­სა­ძე­ნად ბერ­ლი­ნი­დან ჰა­ნო­ვერ­ში და­დის. რო­გორც NEWSru.com იტყო­ბი­ნე­ბა, ამან გერ­მა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მა­ს­მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

"იქ­ნებ გა­გე­სი­ჯათ ბერ­ლი­ნუ­რი პური, ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო", - დღეს გა­ზეთ Bild-ში სტა­ტია ამ­გვა­რი სა­თა­უ­რით და­ი­ბეჭ­და.

"მწვა­ნე­თა" პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ერთ-ერ­თმა ბერ­ლი­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა კლა­უ­დია ჰე­მერ­ლინ­გმა აღ­ნიშ­ნა, რომ ბერ­ლინ­ში უამ­რა­ვი უმაღ­ლე­სი კლა­სის სა­ფუნ­თუ­შეა, გემ­რი­ე­ლი პუ­რის ჭამა კი გერ­მა­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ­შიც შე­იძ­ლე­ბა.

Spiegel-ი გან­მარ­ტავს, რომ "მწვა­ნე­ე­ბის" თქმით, ფუნ­თუ­შე­ბის ჰა­ნო­ვე­რი­დან ჩა­მო­ტა­ნა მე­ტის­მე­ტად ხარ­ჯი­ა­ნია, ხოლო ის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­საც ფუნ­თუ­შე­ბი ბერ­ლი­ნის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­აქვს, მე­ტის­მე­ტად აბინ­ძუ­რებს გა­რე­მოს.

კრის­ტი­ან ვულ­ფი უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია პურს ცნო­ბილ ჰა­ნო­ვე­რელ მცხო­ბელ იო­ჰენ ჰა­უ­ეს­თან ყი­დუ­ლობს. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი­სა და გემ­რი­ე­ლი პუ­რის ცხო­ბის გამო მას მთელს მსოფ­ლი­ო­ში მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი კლი­ენ­ტი ჰყავს: მსა­ხი­ო­ბი ჯეკ ნი­კოლ­სო­ნი, ეს­პა­ნე­თის მეფე ხუან კარ­ლო­სი და გერ­მა­ნი­ის ფეხ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე­ე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის - ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და გერ­მა­ნი­ის თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვულ­ფი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად 30 ივ­ნისს აირ­ჩი­ეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ამბობს ექიმი, რომლის დასმულმა დიაგნოზმა საზოგადოება გააოცა

გერმანიის პრეზიდენტი ფუნთუშების შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის

გერმანიის პრეზიდენტი ფუნთუშების შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის

გერმანიის ახალი პრეზიდენტი კრისტიან ვულფი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ოპონენტები პურისა და ფუნთუშების მიმართ მის სიყვარულს აკრიტიკებენ - პრეზიდენტი მათ შესაძენად ბერლინიდან ჰანოვერში დადის. როგორც NEWSru.com იტყობინება, ამან გერმანელი პოლიტიკოსებისა და მასმედიის ყურადღება მიიპყრო.

"იქნებ გაგესიჯათ ბერლინური პური, ბატონო პრეზიდენტო", - დღეს გაზეთ Bild-ში სტატია ამგვარი სათაურით დაიბეჭდა.

"მწვანეთა" პარტიის წარმომადგენელმა ერთ-ერთმა ბერლინელმა დეპუტატმა კლაუდია ჰემერლინგმა აღნიშნა, რომ ბერლინში უამრავი უმაღლესი კლასის საფუნთუშეა, გემრიელი პურის ჭამა კი გერმანიის დედაქალაქშიც შეიძლება.

Spiegel-ი განმარტავს, რომ "მწვანეების" თქმით, ფუნთუშების ჰანოვერიდან ჩამოტანა მეტისმეტად ხარჯიანია, ხოლო ის ავტომობილი, რომელსაც ფუნთუშები ბერლინის რეზიდენციაში მიაქვს, მეტისმეტად აბინძურებს გარემოს.

კრისტიან ვულფი უკვე მრავალი წელია პურს ცნობილ ჰანოვერელ მცხობელ იოჰენ ჰაუესთან ყიდულობს. უმაღლესი ხარისხისა და გემრიელი პურის ცხობის გამო მას მთელს მსოფლიოში მრავალი ცნობილი კლიენტი ჰყავს: მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი, ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი და გერმანიის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეები.

შეგახსენებთ, რომ მმართველი კოალიციის - ქრისტიან-დემოკრატებისა და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ვულფი ქვეყნის პრეზიდენტად 30 ივნისს აირჩიეს.

მომზადებულია newsru.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს