პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

13

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 20:51-ზე, მთვარე ქალწულშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად; ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები
როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები

ისი­ნი არც ზღაპ­რუ­ლი ქო­ნე­ბის მემ­კვიდ­რე­ნი ყო­ფი­ლან და არც ფე­რია გახ­ლდათ მათი ნათ­ლია. ერ­თმა მათ­გან­მა მხო­ლოდ შო­კო­ლა­დის ორ­ცხო­ბი­ლას რე­ცეპ­ტი იცო­და, მე­ო­რე კი სას­კო­ლო თე­მებ­ში ფან­ტა­ზი­ას გა­სა­ქანს აძ­ლევ­და და მა­ღა­ლი მო­დის სამ­ყა­როს და­პყრო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე წარ­მა­ტე­ბის სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პი შე­ი­მუ­შა­ვა და მარ­თლაც, ახლა ორი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გახ­ლავთ.

მი­უ­ჩია პრა­და

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს მა­რიო პრა­და ჩი­ნე­ბულ სამ­გზავ­რო ჩან­თებს ყიდ­და. საქ­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბით მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, ლუ­ი­ზამ მი­ი­ღო, მაგ­რამ ამით პა­ტა­რა კომ­პა­ნი­ა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. 1979 წელს ოჯა­ხურ ბიზ­ნესს მა­რი­ოს უმ­ცრო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი - დინ­ჯი, სე­რი­ო­ზუ­ლი, სამ­ყა­როს შეც­ვლა­ზე მე­ოც­ნე­ბე მი­უ­ჩია ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში.

გო­გო­ნამ, რო­მე­ლიც მუ­დამ მოკ­რძა­ლე­ბულ, სადა სა­მოსს ანი­ჭებ­და უპი­რა­ტე­სო­ბას, პო­ლი­ტო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი მი­ი­ღო, პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე უა­რის თქმა მო­უხ­და - უარი თქვა ოც­ნე­ბა­ზე, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე, კა­რი­ე­რა­ზე, რად­გა­ნაც ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი კრა­ხის მიჯ­ნა­ზე იყო. 29 წლის პო­ლი­ტო­ლოგს წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რა უნდა მო­ე­ხერ­ხე­ბი­ნა ამ ჩან­თე­ბის­თვის...

ერთხელ, რო­დე­საც სა­სო­წარ­კვე­თი­ლი და­ნე­ბე­ბას აპი­რებ­და, სა­კუ­თა­რი სი­სუს­ტის გამო სა­შინ­ლად შერ­ცხვა და საქ­მეს ენერ­გი­უ­ლად მოჰ­კი­და ხელი. უმოკ­ლეს დრო­ში ბა­ზა­რი შე­ის­წავ­ლა, კონ­კუ­რენ­ტთა სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი მო­ი­ძია და მსოფ­ლი­ოს ისე­თი ჩან­თე­ბი შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­საც ნაკლს ვე­რა­ვინ უპო­ვი­და. ამას­თან, დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უქონ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­დე­ლე­ბის შექ­მნა თა­ვად იკის­რა.

ხუთი წლის შემ­დეგ მი­უ­ჩი­ამ ტან­საც­მლის კო­ლექ­ცი­ის შექ­მნა გა­და­წყვი­ტა და 1989 წელს მისი კო­ლექ­ცია პრეტ-ა-პორ­ტეს ჩვე­ნე­ბე­ბის "ჰი­ტად" იქცა. მი­უ­ჩი­ამ გა­ბე­დუ­ლად შე­ა­ბი­ჯა მო­დის სამ­ყა­რო­ში, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლე­ბი გი­გან­ტურ ბრენ­დებს შო­რის უკვე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი იყო. ის არც მო­დურ ტენ­დენ­ცი­ა­თა დი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლას შე­უ­შინ­და და იმ სე­ზონ­ში გა­მე­ფე­ბულ ჭრელ ფე­რებს შო­რის მხო­ლოდ პრა­დას კო­ლექ­ცია გა­მო­ირ­ჩე­ო­და მუქი ტო­ნე­ბით. სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში პრა­დამ სათ­ვა­ლე­ე­ბი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და პარ­ფი­უ­მე­რი­აც გა­მო­უშ­ვა.

მი­უ­ჩია პრა­დას წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო ცოდ­ნი­სა და ახა­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნის და­უ­ო­კე­ბე­ლი წყურ­ვი­ლია. "დიდ წარ­მა­ტე­ბას ვე­რას­დროს მი­აღ­წევთ, თუ მხო­ლოდ იმას აკე­თებთ, რაც ერთხელ ის­წავ­ლეთ... სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ სა­ოც­რად მომ­თხოვ­ნი ვარ. მო­დე­ლებს ათ­ჯერ მა­ინც გა­და­ვა­კე­თებ ხოლ­მე და თი­თო­ე­ულ­ზე მა­ნამ ვი­მუ­შა­ვებ, ვიდ­რე იდე­ა­ლურ შე­დეგს არ მი­ვაღ­წევ", - ამ­ბობს დი­ზა­ი­ნე­რი.

ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა

დღეს ამ რუსი კონ­კი­ას შე­სა­ხებ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის - ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­რო­დე­ლი გო­გო­ნა 11 წლის ასა­კი­დან შრო­მობ­და, ბოსტნე­ულს ყიდ­და, კა­ბებს კი ძვე­ლი ფარ­დე­ბის­გან იკე­რავ­და. ერთხელ ნა­ტა­ლია სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს აგენ­ტმა ქუ­ჩა­ში და­ი­ნა­ხა და... 17 წლის ასაკ­ში გო­გო­ნა უკვე პა­რიზ­ში იყო... ყო­ველ­წლი­უ­რად ათა­სო­ბით გო­გო­ნა ლა­მობს სა­მო­დე­ლო ოლიმ­პის და­პყრო­ბას, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო მო­დელ­თა ნუს­ხას ახა­ლი სა­ხე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად ემა­ტე­ბა. დღე­ი­სათ­ვის ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა "მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დე­ლის" ტი­ტულს ატა­რებს, ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ და მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს და ქველ­მოქ­მე­დე­ბას ეწე­ვა.

მო­დე­ლის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა ასე­თია: იმი­სათ­ვის, რომ პრინ­ცე­სად გა­და­იქ­ცე, შენს ში­ნა­გან კონ­კი­ას უნდა გა­მო­ე­თხო­ვო; იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ბავ­შვო­ბა­ში იღ­ბალ­მა ზურ­გი შე­გაქ­ცია, მტკი­ცედ უნდა გწამ­დეს, რომ ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს იმ­სა­ხუ­რებ; უნდა გჯე­რო­დეს, რომ ულა­მა­ზე­სი ხარ; უნდა გწამ­დეს, რომ პა­რიზს და­ი­პყრობ მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის გარ­და, არა­ფე­რი გი­ნა­ხავს და მხო­ლოდ ოც­ნე­ბა­ში გიმოგ­ზა­უ­რია!

დები ფილდსი

მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი სა­კონ­დიტ­რო ამ­ზა­დებს გემ­რი­ელ ორ­ცხო­ბი­ლა­სა და შე­სა­ნიშ­ნავ შო­კო­ლადს, მაგ­რამ მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­კონ­დიტ­რო კომ­პა­ნია და ახა­ლი ნამ­ცხვრე­ბის ბაზ­რის მსოფ­ლიო ლი­დე­რი Mrs. Fields Cookies-ის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლია.

20 წლის დები ფილდსს არც გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და, არც ფული და არც - გა­მოც­დი­ლე­ბა. ახალ­გაზ­რდა, უმუ­შე­ვა­რი დედა უმუ­შე­ვარ­თა დახ­მა­რე­ბით ცხოვ­რობ­და - ასე­თე­ბი მრავ­ლად არი­ან, მაგ­რამ ისი­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ. დე­ბიმ პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ფე­რი იცო­და. ერ­თა­დერ­თი, რაც ება­და - შო­კო­ლა­დი­ა­ნი ორ­ცხო­ბი­ლას სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტი იყო. მას ბევ­რი ტყუ­ილ-მარ­თა­ლის თქმა მო­უხ­და იმი­სათ­ვის, რომ ბან­კის­გან კრე­დი­ტი მი­ე­ღო და პა­ტა­რა მა­ღა­ზია გა­ეხ­სნა. "კომ­პა­ნია არაფ­რის­გან შევ­ქმე­ნი - მხო­ლოდ ერთი რე­ცეპ­ტი და ოც­ნე­ბა მქონ­და. ჩემი ბიზ­ნეს­გეგ­მა მარ­ტი­ვი იყო: იმ­დე­ნად გემ­რი­ე­ლი ორ­ცხო­ბი­ლა უნდა და­მემ­ზა­დე­ბი­ნა, რომ მთელ მსოფ­ლი­ოს შეჰ­ყვა­რე­ბო­და". 22 წლის ასაკ­ში გო­გო­ნა მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და.

დამ­წყებ ბიზ­ნეს­მენ ქა­ლებს დები ფილდსი ასეთ რჩე­ვას აძ­ლევს: "აუ­ცი­ლებ­ლად სცა­დეთ. ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ჩა­ვარ­დნა ისაა, რო­დე­საც ადა­მი­ანს საქ­მის წა­მო­წყე­ბის ეში­ნია. რო­გორც კი მიხ­ვდე­ბით, რომ რა­ღა­ცის კე­თე­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად მოგ­წონთ, ამ საქ­მე­ში სა­უ­კე­თე­სო გახ­დით!"

ანა ვინ­ტუ­რი

მო­დის სამ­ყა­რო­ში არა­ნაკ­ლებ სას­ტი­კი კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს, ვიდ­რე დიდ ბიზ­ნეს­ში. აქ ცნო­ბი­ლი, მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ბა­ტო­ნო­ბენ და ახალ­ბე­დე­ბის­თვის ად­გილს არ ტო­ვე­ბენ. რა არის სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ მსოფ­ლი­ოს მო­დის კა­ნო­ნე­ბი უკარ­ნა­ხო? ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალ­თა ჟურ­ნა­ლის - ნიუ-იორ­კის Vogue-ს რე­დაქ­ტორს ამის თა­ო­ბა­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა აქვს.

ანა ვინ­ტუ­რას არც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და, არც სუ­პერ­მო­დე­ლის გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და დი­დძა­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბაც არ მი­უ­ღია. 10 წლის იყო, რო­დე­საც სას­კო­ლო თხზუ­ლე­ბა­ში და­წე­რა, რომ ჟურ­ნალ Vogue-ს რე­დაქ­ტო­რი გახ­დე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სკო­ლა სა­ერ­თოდ მი­ა­ტო­ვა და სწავ­ლა მო­დის კურ­სებ­ზე გა­ნაგ­რძო. კო­ლე­ჯში არ შე­ვი­და და პირ­და­პირ ერთ-ერთ ქალ­თა ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ას მი­ა­შუ­რა. 30 წლის იყო, რო­დე­საც ბრი­ტა­ნუ­ლი Vogue-ს კრე­ა­ტი­ულ დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ნეს, ხოლო 1988 წელს გა­მო­ცე­მის - ნიუ-იორ­კის ვერ­სი­ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში და­ბი­ნავ­და...

დღეს ანა ვინ­ტუ­რი მო­დის სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. ყო­ფილ­მა ასის­ტენ­ტმა, ლო­რენ ვა­ის­ბერ­გერ­მა სწო­რედ მას­ზე და­წე­რა ცნო­ბი­ლი ბესტსე­ლე­რი - "ეშ­მა­კი ატა­რებს პრა­დას". ეს ქალ­ბა­ტო­ნი სხვებს სა­კუ­თარ აზ­რებს ახ­ვევს თავს, თა­ვად კი სხვი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ არას­დროს ექ­ცე­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ ვინ­ტუ­რა გა­რე­დან რკი­ნის, შიგ­ნი­დან კი ტი­ტა­ნის­გა­ნაა ჩა­მოს­ხმუ­ლი და ცხა­დია, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მისი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ამას­თან, მო­დუ­რი ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი სი­ზუს­ტით მუ­შა­ობს და ამა­ში უმ­კაც­რე­სი თვით­დის­ციპ­ლი­ნა ეხ­მა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ანა მუ­დამ 5:45 სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებს, და­სა­ძი­ნებ­ლად კი 22 სა­ათ­ზე წვე­ბა და ამ გრა­ფიკს ქვეყ­ნი­ე­რე­ბის და­სას­რუ­ლიც ვერ შე­აც­ვლე­ვი­ნებს.

ენ სუ­ი­ნი და სარა უო­კე­რი

ენ სუ­ი­ნი Fortune-სა და Forbes-ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ან ქალ­თა რე­ი­ტინ­გე­ბის უც­ვლე­ლი წევ­რია, ყვე­ლა­ფე­რი კი მულ­ტფილ­მე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და­ი­წყო... უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის დის­ნე­ის სამ­ყა­რო მხო­ლოდ ბავ­შვო­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბაა, ზო­გი­ერ­თის­თვის კი სამ­ყა­როს იდე­ა­ლუ­რი მო­დე­ლი და იმის რწმე­ნა, რომ კარ­გი მულ­ტფილ­მი ბავ­შვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ენ სუ­ი­ნი პე­და­გოგ­თა ოჯახ­ში და­ი­ბა­და და ამე­რი­კის ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გა­ი­ზარ­და. ბევ­რი რა აკ­ლდა, მაგ­რამ ბავ­შვუ­რი, დის­ნე­ი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რწმე­ნა ასაზ­რდო­ებ­და - რწმე­ნა იმი­სა, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია!

კო­ლე­ჯის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ბავ­შვო ტე­ლე­არხზე ასის­ტენ­ტად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ენიმ ჯერ Nickelodeon-სა და FOX-ში იმუ­შა­ვა, შემ­დეგ კი დის­ნე­ის ოჯა­ხის წევ­რი გახ­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­იხ­სნა 24-სა­ა­თი­ა­ნი სა­ბავ­შვო ტე­ლე­არ­ხი, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი Disney Channel-ის პო­პუ­ლა­რო­ბა კი 5-ჯერ გა­ი­ზარ­და.

ქალი, რო­მელ­მაც ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა, სრუ­ლი­ად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი - ჩვე­ნი გო­ნე­ბა­შე­ზღუ­დუ­ლო­ბის გა­მარ­თლე­ბის მცდე­ლო­ბაა და ამ მო­საზ­რე­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ხში­რად ახ­სე­ნებს პირ­ვე­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი მი­ლი­ო­ნე­რი ქა­ლის - სარა უო­კე­რის ამ­ბავს, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო იყო.

სარა ობო­ლი გახ­ლდათ და თავს შაქ­რის ლერ­წმის მო­სავ­ლის აღე­ბით ირ­ჩენ­და. ადრე გა­თხოვ­და და მა­ლე­ვე დაქვრივ­და. მარ­ტო­ხე­ლა დედა დღი­სით სამ­რე­ცხა­ო­ში მუ­შა­ობ­და, სა­ღა­მო­ო­ბით კი სკო­ლა­ში და­დი­ო­და და წერა-კი­თხვას სწავ­ლობ­და. ერთხელ, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ურჩი თმის მო­წეს­რი­გე­ბას ცდი­ლობ­და, ის მო­ი­ფიქ­რა, რა­მაც შემ­დგომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­უთ­ქვა სა­ხე­ლი - სა­რამ აფ­რო­ა­მე­რი­კელ ქალ­თა უხე­ში, ხუ­ჭუ­ჭა თმის გა­სას­წო­რე­ბე­ლი სა­ცხი გა­მო­ი­გო­ნა. ამ სა­ცხს მთელ ქა­ლაქ­ში და­ა­ტა­რებ­და და თა­ვის­და უნე­ბუ­რად, ცხოვ­რე­ბის ახალ სტილს ავ­რცე­ლებ­და.

XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ფე­მი­ნის­ტე­ბი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად მხო­ლოდ ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, სარა უო­კერს უკვე სა­კუ­თა­რი ფაბ­რი­კა და სკო­ლა ჰქონ­და. იგი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და და ინ­ტერ­ვი­უს მი­ცე­მა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით თან­ხმდე­ბო­და, მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბით - იგი ჟურ­ნა­ლის­ტებს მუ­დამ აფრ­თხი­ლებ­და: "იმის თქმა არ გა­ბე­დოთ, რომ ჩემი რა­სი­სა და სქე­სის ადა­მი­ა­ნის­თვის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­ხე­დეთ ჩემს სახ­ლს - ასე­თი სახ­ლი იმის­თვის ავა­შე­ნე, რომ ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს - მი­უღ­წე­ვე­ლი არა­ფე­რია!!!"

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პაატა ბურჭულაძის საიუბილეო მსვლელობა - როგორ მიულოცეს მოქალაქეებმა დაბადების დღე მსოფლიო ბანს

როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები

როგორ ვიშოვოთ მილიონი - წარმატებულ ქალბატონთა რჩევები

ისინი არც ზღაპრული ქონების მემკვიდრენი ყოფილან და არც ფერია გახლდათ მათი ნათლია. ერთმა მათგანმა მხოლოდ შოკოლადის ორცხობილას რეცეპტი იცოდა, მეორე კი სასკოლო თემებში ფანტაზიას გასაქანს აძლევდა და მაღალი მოდის სამყაროს დაპყრობაზე ოცნებობდა. თითოეულმა მათგანმა მიზნისკენ მიმავალ გზაზე წარმატების საკუთარი პრინციპი შეიმუშავა და მართლაც, ახლა ორივე წარმატებული ბიზნესმენი გახლავთ.

მიუჩია პრადა

გასული საუკუნის მიწურულს მარიო პრადა ჩინებულ სამგზავრო ჩანთებს ყიდდა. საქმე მემკვიდრეობით მისმა ქალიშვილმა, ლუიზამ მიიღო, მაგრამ ამით პატარა კომპანიაში არაფერი შეცვლილა. 1979 წელს ოჯახურ ბიზნესს მარიოს უმცროსი შვილიშვილი - დინჯი, სერიოზული, სამყაროს შეცვლაზე მეოცნებე მიუჩია ჩაუდგა სათავეში.

გოგონამ, რომელიც მუდამ მოკრძალებულ, სადა სამოსს ანიჭებდა უპირატესობას, პოლიტოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო, პოლიტიკური მოღვაწეობისთვის ემზადებოდა, მაგრამ ყველაფერზე უარის თქმა მოუხდა - უარი თქვა ოცნებაზე, სამომავლო გეგმებზე, კარიერაზე, რადგანაც ოჯახური ბიზნესი კრახის მიჯნაზე იყო. 29 წლის პოლიტოლოგს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა მოეხერხებინა ამ ჩანთებისთვის...

ერთხელ, როდესაც სასოწარკვეთილი დანებებას აპირებდა, საკუთარი სისუსტის გამო საშინლად შერცხვა და საქმეს ენერგიულად მოჰკიდა ხელი. უმოკლეს დროში ბაზარი შეისწავლა, კონკურენტთა სუსტი წერტილები მოიძია და მსოფლიოს ისეთი ჩანთები შესთავაზა, რომელსაც ნაკლს ვერავინ უპოვიდა. ამასთან, დიზაინერული განათლების უქონლობის მიუხედავად, მოდელების შექმნა თავად იკისრა.

ხუთი წლის შემდეგ მიუჩიამ ტანსაცმლის კოლექციის შექმნა გადაწყვიტა და 1989 წელს მისი კოლექცია პრეტ-ა-პორტეს ჩვენებების "ჰიტად" იქცა. მიუჩიამ გაბედულად შეაბიჯა მოდის სამყაროში, სადაც საუკეთესო ადგილები გიგანტურ ბრენდებს შორის უკვე გადანაწილებული იყო. ის არც მოდურ ტენდენციათა დინების წინააღმდეგ წასვლას შეუშინდა და იმ სეზონში გამეფებულ ჭრელ ფერებს შორის მხოლოდ პრადას კოლექცია გამოირჩეოდა მუქი ტონებით. საუკუნის დასაწყისში პრადამ სათვალეები, აქსესუარები და პარფიუმერიაც გამოუშვა.

მიუჩია პრადას წარმატების საიდუმლო ცოდნისა და ახალი უნარების შეძენის დაუოკებელი წყურვილია. "დიდ წარმატებას ვერასდროს მიაღწევთ, თუ მხოლოდ იმას აკეთებთ, რაც ერთხელ ისწავლეთ... საკუთარი თავის მიმართ საოცრად მომთხოვნი ვარ. მოდელებს ათჯერ მაინც გადავაკეთებ ხოლმე და თითოეულზე მანამ ვიმუშავებ, ვიდრე იდეალურ შედეგს არ მივაღწევ", - ამბობს დიზაინერი.

ნატალია ვოდიანოვა

დღეს ამ რუსი კონკიას შესახებ ყველამ ყველაფერი იცის - ნიჟნი-ნოვგოროდელი გოგონა 11 წლის ასაკიდან შრომობდა, ბოსტნეულს ყიდდა, კაბებს კი ძველი ფარდებისგან იკერავდა. ერთხელ ნატალია სამოდელო სააგენტოს აგენტმა ქუჩაში დაინახა და... 17 წლის ასაკში გოგონა უკვე პარიზში იყო... ყოველწლიურად ათასობით გოგონა ლამობს სამოდელო ოლიმპის დაპყრობას, მაგრამ საუკეთესო მოდელთა ნუსხას ახალი სახელები იშვიათად ემატება. დღეისათვის ნატალია ვოდიანოვა "მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მოდელის" ტიტულს ატარებს, ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობს და ქველმოქმედებას ეწევა.

მოდელის წარმატების ფორმულა ასეთია: იმისათვის, რომ პრინცესად გადაიქცე, შენს შინაგან კონკიას უნდა გამოეთხოვო; იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვობაში იღბალმა ზურგი შეგაქცია, მტკიცედ უნდა გწამდეს, რომ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ; უნდა გჯეროდეს, რომ ულამაზესი ხარ; უნდა გწამდეს, რომ პარიზს დაიპყრობ მაშინაც კი, როდესაც მშობლიური ქალაქის გარდა, არაფერი გინახავს და მხოლოდ ოცნებაში გიმოგზაურია!

დები ფილდსი

მსოფლიოში უამრავი საკონდიტრო ამზადებს გემრიელ ორცხობილასა და შესანიშნავ შოკოლადს, მაგრამ მათ შორის გამორჩეული, ყველაზე წარმატებული საკონდიტრო კომპანია და ახალი ნამცხვრების ბაზრის მსოფლიო ლიდერი Mrs. Fields Cookies-ის მაღაზიათა ქსელია.

20 წლის დები ფილდსს არც განათლება ჰქონდა, არც ფული და არც - გამოცდილება. ახალგაზრდა, უმუშევარი დედა უმუშევართა დახმარებით ცხოვრობდა - ასეთები მრავლად არიან, მაგრამ ისინი მდგომარეობის გაუმჯობესებას ვერ ახერხებენ. დებიმ პრაქტიკულად, არაფერი იცოდა. ერთადერთი, რაც ებადა - შოკოლადიანი ორცხობილას საკუთარი რეცეპტი იყო. მას ბევრი ტყუილ-მართალის თქმა მოუხდა იმისათვის, რომ ბანკისგან კრედიტი მიეღო და პატარა მაღაზია გაეხსნა. "კომპანია არაფრისგან შევქმენი - მხოლოდ ერთი რეცეპტი და ოცნება მქონდა. ჩემი ბიზნესგეგმა მარტივი იყო: იმდენად გემრიელი ორცხობილა უნდა დამემზადებინა, რომ მთელ მსოფლიოს შეჰყვარებოდა". 22 წლის ასაკში გოგონა მილიონერი გახდა.

დამწყებ ბიზნესმენ ქალებს დები ფილდსი ასეთ რჩევას აძლევს: "აუცილებლად სცადეთ. ყველაზე საშინელი ჩავარდნა ისაა, როდესაც ადამიანს საქმის წამოწყების ეშინია. როგორც კი მიხვდებით, რომ რაღაცის კეთება ყველაფერზე მეტად მოგწონთ, ამ საქმეში საუკეთესო გახდით!"

ანა ვინტური

მოდის სამყაროში არანაკლებ სასტიკი კანონები მოქმედებს, ვიდრე დიდ ბიზნესში. აქ ცნობილი, მდიდარი ადამიანები ბატონობენ და ახალბედებისთვის ადგილს არ ტოვებენ. რა არის საჭირო იმისათვის, რომ მსოფლიოს მოდის კანონები უკარნახო? ყველაზე გავლენიანი ქალთა ჟურნალის - ნიუ-იორკის Vogue-ს რედაქტორს ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება აქვს.

ანა ვინტურას არც უმაღლესი განათლება ჰქონდა, არც სუპერმოდელის გარეგნობით გამოირჩეოდა და დიდძალი მემკვიდრეობაც არ მიუღია. 10 წლის იყო, როდესაც სასკოლო თხზულებაში დაწერა, რომ ჟურნალ Vogue-ს რედაქტორი გახდებოდა. მოგვიანებით, სკოლა საერთოდ მიატოვა და სწავლა მოდის კურსებზე განაგრძო. კოლეჯში არ შევიდა და პირდაპირ ერთ-ერთ ქალთა ჟურნალის რედაქციას მიაშურა. 30 წლის იყო, როდესაც ბრიტანული Vogue-ს კრეატიულ დირექტორად დანიშნეს, ხოლო 1988 წელს გამოცემის - ნიუ-იორკის ვერსიის მთავარი რედაქტორის კაბინეტში დაბინავდა...

დღეს ანა ვინტური მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანია. ყოფილმა ასისტენტმა, ლორენ ვაისბერგერმა სწორედ მასზე დაწერა ცნობილი ბესტსელერი - "ეშმაკი ატარებს პრადას". ეს ქალბატონი სხვებს საკუთარ აზრებს ახვევს თავს, თავად კი სხვისი გავლენის ქვეშ არასდროს ექცევა. ამბობენ, რომ ვინტურა გარედან რკინის, შიგნიდან კი ტიტანისგანაა ჩამოსხმული და ცხადია, მდგომარეობიდან მისი გამოყვანა შეუძლებელია.

ამასთან, მოდური ჟურნალის მთავარი რედაქტორი კომპიუტერული სიზუსტით მუშაობს და ამაში უმკაცრესი თვითდისციპლინა ეხმარება. მაგალითად, ანა მუდამ 5:45 საათზე იღვიძებს, დასაძინებლად კი 22 საათზე წვება და ამ გრაფიკს ქვეყნიერების დასასრულიც ვერ შეაცვლევინებს.

ენ სუინი და სარა უოკერი

ენ სუინი Fortune-სა და Forbes-ის ყველაზე წარმატებულ საქმიან ქალთა რეიტინგების უცვლელი წევრია, ყველაფერი კი მულტფილმების სიყვარულით დაიწყო... უმრავლესობისთვის დისნეის სამყარო მხოლოდ ბავშვობის სასიამოვნო მოგონებაა, ზოგიერთისთვის კი სამყაროს იდეალური მოდელი და იმის რწმენა, რომ კარგი მულტფილმი ბავშვს ჩამოყალიბებაში ეხმარება. ენ სუინი პედაგოგთა ოჯახში დაიბადა და ამერიკის ერთ პატარა ქალაქში გაიზარდა. ბევრი რა აკლდა, მაგრამ ბავშვური, დისნეისათვის დამახასიათებელი რწმენა ასაზრდოებდა - რწმენა იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია!

კოლეჯის დამთავრების შემდეგ საბავშვო ტელეარხზე ასისტენტად დაიწყო მუშაობა. ენიმ ჯერ Nickelodeon-სა და FOX-ში იმუშავა, შემდეგ კი დისნეის ოჯახის წევრი გახდა. მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა 24-საათიანი საბავშვო ტელეარხი, სახელგანთქმული Disney Channel-ის პოპულარობა კი 5-ჯერ გაიზარდა.

ქალი, რომელმაც ბავშვობის ოცნება აისრულა, სრულიად დარწმუნებულია, რომ წარუმატებლობის მთავარი მიზეზი - ჩვენი გონებაშეზღუდულობის გამართლების მცდელობაა და ამ მოსაზრების დასამტკიცებლად, ინტერვიუებში ხშირად ახსენებს პირველი აფროამერიკელი მილიონერი ქალის - სარა უოკერის ამბავს, რომელიც ბავშვობაში მისი შთაგონების წყარო იყო.

სარა ობოლი გახლდათ და თავს შაქრის ლერწმის მოსავლის აღებით ირჩენდა. ადრე გათხოვდა და მალევე დაქვრივდა. მარტოხელა დედა დღისით სამრეცხაოში მუშაობდა, საღამოობით კი სკოლაში დადიოდა და წერა-კითხვას სწავლობდა. ერთხელ, როდესაც სამსახურის შემდეგ ურჩი თმის მოწესრიგებას ცდილობდა, ის მოიფიქრა, რამაც შემდგომ მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი - სარამ აფროამერიკელ ქალთა უხეში, ხუჭუჭა თმის გასასწორებელი საცხი გამოიგონა. ამ საცხს მთელ ქალაქში დაატარებდა და თავისდა უნებურად, ცხოვრების ახალ სტილს ავრცელებდა.

XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ფემინისტები ქალთა უფლებების დასაცავად მხოლოდ ემზადებოდნენ, სარა უოკერს უკვე საკუთარი ფაბრიკა და სკოლა ჰქონდა. იგი ცნობილი ადამიანი გახდა და ინტერვიუს მიცემაზე სიამოვნებით თანხმდებოდა, მხოლოდ ერთი პირობით - იგი ჟურნალისტებს მუდამ აფრთხილებდა: "იმის თქმა არ გაბედოთ, რომ ჩემი რასისა და სქესის ადამიანისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია. შეხედეთ ჩემს სახლს - ასეთი სახლი იმისთვის ავაშენე, რომ ყველამ დაინახოს - მიუღწეველი არაფერია!!!"

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს