ბურთი, რომლითაც ინიესტამ ჰოლანდიის კარი აიღო, 74 ათას დოლარად გაიყიდა

ბურთი, რომლითაც ინიესტამ ჰოლანდიის კარი აიღო, 74 ათას დოლარად გაიყიდა

ბურთი, რომლითაც ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშეს, ონლაინ-აუქციონზე გაიყიდა, - იტყობინება АР.

მყიდველის ვინაობა საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მან შენაძენში 74 ათასი დოლარი გადაიხადა. შემოსული თანხა მთლიანად ნელსონ მანდელას შიდსთან ბრძოლის ფონდში გადაირიცხება.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი "ადიდასის" Jabulani იყო, თუმცა ფინალურ შეხვედრაში მისი სპეციალური ვერსია Jo'bulani გამოიყენეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო