კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იტალიის პოლიციამ ქართველი მილიონერის იახტაზე რუსი ჩინოვნიკები და სარატოვის გუბერნატორი დააკავა
იტალიის პოლიციამ ქართველი მილიონერის იახტაზე რუსი ჩინოვნიკები და სარატოვის გუბერნატორი დააკავა

კუნ­ძულ-ვულ­კან სტრომ­ბოლ­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის­თვის გა­უ­გებ­რო­ბის დარ­ქმე­ვა შე­იძ­ლე­ბო­და, რომ არა მისი შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­ს­მე­დი­ა­ში და ბლო­გებ­ზე გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და.

იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ამ 47-მეტ­რი­ა­ნი იახ­ტის "აქ­სი­ო­მას" და­სა­კა­ვებ­ლად მსხვი­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­შიც კა­რა­ბი­ნერ­თა ვერ­ტმფრე­ნე­ბი, სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის სა­პატ­რუ­ლო კა­ტე­რე­ბი, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია და სა­ნა­პი­რო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ბორტზე ოცამ­დე ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თა შო­რის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ინ­ტერ­პო­ლის მიერ ძებ­ნი­ლი, ორი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი რუსი დევ­ნი­ლის აღ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობ­დნენ.

იტა­ლი­უ­რი სპეც-სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ტყუვ­დნენ და ხელ­ში რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შერ­ჩათ, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა არ ცხად­დე­ბა, თუმ­ცა სა­რა­ტო­ვის პრე­სა­ში მთე­ლი კვი­რა გრძელ­დე­ბა გან­ხილ­ვა - იყო თუ არა და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი პა­ველ იპა­ტო­ვი.

"Комсомольская правда"-ს ცნო­ბით, ეს იახ­ტა სა­რა­ტო­ველ მი­ლი­ო­ნერს რო­მან ფი­ფი­ას ეკუთ­ვნის, რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე წე­ლია ფე­დე­რა­ლუ­რი ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის კი კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რომ მათ გუ­ბერ­ნა­ტორს უქ­მე­ე­ბი­სა თუ შვე­ბუ­ლე­ბის ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე გა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს.

ნამ­დვი­ლად იყო თუ არა იახ­ტა­ზე და­კა­ვე­ბულ­თა შო­რის სა­რა­ტო­ვის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს. ბლო­გე­რებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ბუ­თად ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ორ­გო­ლი მო­აქვთ, სა­დაც ზო­ლე­ბი­ან ტრუს­ში მყო­ფი ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ჰგავს პა­ველ იპა­ტოვს.

სა­რა­ტო­ვის ოლ­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს-რე­ლიზ­ში ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ნათ­ქვა­მია, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რი ტვერ­ში ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მე­ო­რე დღეს კი, 9 ივ­ლისს დი­ლით ის პირ­ველ ვიცე-პრე­მი­ერს ვიქ­ტორ ზუბკოვს შეხ­ვდა და რე­გი­ონ­ში გვალ­ვის პრობ­ლე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლა.

ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­რა­ტო­ვე­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ რე­გი­ონ­ში გვალ­ვის პრობ­ლე­მით შე­წუ­ხე­ბულ იპა­ტოვს, და­სას­ვე­ნებ­ლად ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე გამ­გზავ­რე­ბა, თე­ო­რი­უ­ლად, იმა­ვე დღეს­ვე თა­ვი­სუფ­ლად შე­ეძ­ლო.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება ისაკო დევიძის ბინიდან კადრები, ჩხრეკის დასრულბის შემდეგ - "ნახეთ, რა ხდება"

იტალიის პოლიციამ ქართველი მილიონერის იახტაზე რუსი ჩინოვნიკები და სარატოვის გუბერნატორი დააკავა

იტალიის პოლიციამ ქართველი მილიონერის იახტაზე რუსი ჩინოვნიკები და სარატოვის გუბერნატორი დააკავა

კუნძულ-ვულკან სტრომბოლზე მომხდარი ინციდენტისთვის გაუგებრობის დარქმევა შეიძლებოდა, რომ არა მისი შედეგები, რომელიც მოგვიანებით მასმედიაში და ბლოგებზე განხილვის საგანი გახდა.

იტალიის პოლიციამ 47-მეტრიანი იახტის "აქსიომას" დასაკავებლად მსხვილი ოპერაცია ჩაატარა, რომელშიც კარაბინერთა ვერტმფრენები, სამხედრო-საზღვაო ძალების საპატრულო კატერები, ფინანსური პოლიცია და სანაპირო დაცვის სამსახური მონაწილეობდნენ. ბორტზე ოცამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის სამართალდამცველები ინტერპოლის მიერ ძებნილი, ორი შეიარაღებული რუსი დევნილის აღმოჩენას ცდილობდნენ.

იტალიური სპეც-სამსახურების წარმომადგენლები მოტყუვდნენ და ხელში რუსი პოლიტიკოსები შერჩათ, რომელთა ვინაობა არ ცხადდება, თუმცა სარატოვის პრესაში მთელი კვირა გრძელდება განხილვა - იყო თუ არა დაკავებულთა შორის ოლქის გუბერნატორი პაველ იპატოვი.

"Комсомольская правда"-ს ცნობით, ეს იახტა სარატოველ მილიონერს რომან ფიფიას ეკუთვნის, რომელზეც რამდენიმე წელია ფედერალური ძებნაა გამოცხადებული. ადგილობრივებისთვის კი კარგადაა ცნობილი, რომ მათ გუბერნატორს უქმეებისა თუ შვებულების ხმელთაშუა ზღვაზე გატარება ძალიან უყვარს.

ნამდვილად იყო თუ არა იახტაზე დაკავებულთა შორის სარატოვის ოლქის გუბერნატორი, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ბლოგერებსა და ჟურნალისტებს საბუთად ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეორგოლი მოაქვთ, სადაც ზოლებიან ტრუსში მყოფი ერთ-ერთი დაკავებული ძალიან ჰგავს პაველ იპატოვს.

სარატოვის ოლქის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში ამ ფაქტთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ გუბერნატორი ტვერში ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა, მეორე დღეს კი, 9 ივლისს დილით ის პირველ ვიცე-პრემიერს ვიქტორ ზუბკოვს შეხვდა და რეგიონში გვალვის პრობლემები განიხილა.

ამ ოფიციალური ცნობის გათვალისწინებით, სარატოველები ფიქრობენ, რომ რეგიონში გვალვის პრობლემით შეწუხებულ იპატოვს, დასასვენებლად ხმელთაშუა ზღვაზე გამგზავრება, თეორიულად, იმავე დღესვე თავისუფლად შეეძლო.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა