სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა
საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხი სკან­დი­ნა­ვი­ურ ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რობს, ირ­წმუ­ნე­ბი­ან სო­ცი­ო­ლო­გე­ბი. ორ­გა­ნი­ზა­ცია Gallup-მა გა­მო­კი­თხვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჩა­ა­ტა­რა და და­ას­კვნა, რომ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად თავს და­ნი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა მი­იჩ­ნევს.

პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში არი­ან ფი­ნე­თი, ნორ­ვე­გია, შვე­დე­თი და ნი­დერ­ლან­დე­ბი. რო­გორც ჟურ­ნა­ლი Forbes-ი წერს, ამ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ან­თა კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის საკ­მა­ოდ კარ­გი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი.

გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ და­ნი­ა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 82% თავს ბედ­ნი­ე­რად მი­იჩ­ნევს, 17%-ს პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებს და მხო­ლოდ 1% აღი­ა­რებს, რომ უბე­დუ­რია. ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბის ინ­დექ­სი 7,9 ქუ­ლით გა­ნი­სა­ზღვრა.

მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე მყოფ ფი­ნეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 75%-ია ბედ­ნი­ე­რი, 23%-ს პრობ­ლე­მე­ბი აქვს, და მხო­ლოდ 2%-ია უბე­დუ­რი. და­ნი­ის სა­შუ­ა­ლო ინ­დექ­სი 7,8 ქუ­ლაა.

გა­მო­კი­თხვამ აჩ­ვე­ნა, რომ ნორ­ვე­გი­ა­ში თით­ქმის არა­ვი­ნაა დამ­წუხ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა თავს ბედ­ნი­ე­რად მხო­ლოდ 69% მი­იჩ­ნევს (7,9 ქულა). თითო პრო­ცენ­ტით ნაკ­ლე­ბი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვთ ნი­დერ­ლან­დებ­სა და შვე­დეთს (7,7 და 7,9 ქულა).

155 ქვეყ­ნის­გან შემ­დგარ რე­ი­ტინ­გში სა­ქარ­თვე­ლო 115-ე პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს. ჩვენ­თან გა­მო­კი­თხულ­თა მხო­ლოდ 10%-ია ბედ­ნი­ე­რი, 56%-ს - პრობ­ლე­მე­ბი აქვს, 35% კი თავს უბე­დურ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს. სა­ქარ­თვე­ლოს ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით 6,2 ქულა ერგო, რაც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლოა: რუ­სე­თი - 73-ე ად­გი­ლი, უკ­რა­ი­ნა -74-ე, ბე­ლო­რუ­სი - 54-ე, სომ­ხე­თი 110-ე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - 103-ე, თურ­ქმე­ნე­თი - 18-ე.

რე­ი­ტინ­გის ბოლო პო­ზი­ცი­ას ტოგო იკა­ვებს, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 1% მი­იჩ­ნევს თავს ბედ­ნი­ე­რად.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა

საქართველო ბედნიერ ერთა შორის 115-ე ადგილზეა

მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ხალხი სკანდინავიურ ქვეყნებში ცხოვრობს, ირწმუნებიან სოციოლოგები. ორგანიზაცია Gallup-მა გამოკითხვა მთელ მსოფლიოში ჩაატარა და დაასკვნა, რომ ყველაზე ბედნიერად თავს დანიის მოსახლეობა მიიჩნევს.

პირველ ხუთეულში არიან ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები. როგორც ჟურნალი Forbes-ი წერს, ამ ქვეყნებში ადამიანთა კეთილდღეობისთვის საკმაოდ კარგი პირობებია შექმნილი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ დანიაში მოსახლეობის 82% თავს ბედნიერად მიიჩნევს, 17%-ს პრობლემები აწუხებს და მხოლოდ 1% აღიარებს, რომ უბედურია. ამ ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი 7,9 ქულით განისაზღვრა.

მეორე პოზიციაზე მყოფ ფინეთში მოსახლეობის 75%-ია ბედნიერი, 23%-ს პრობლემები აქვს, და მხოლოდ 2%-ია უბედური. დანიის საშუალო ინდექსი 7,8 ქულაა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნორვეგიაში თითქმის არავინაა დამწუხრებული, თუმცა თავს ბედნიერად მხოლოდ 69% მიიჩნევს (7,9 ქულა). თითო პროცენტით ნაკლები მაჩვენებელი აქვთ ნიდერლანდებსა და შვედეთს (7,7 და 7,9 ქულა).

155 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში საქართველო 115-ე პოზიციას იკავებს. ჩვენთან გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ია ბედნიერი, 56%-ს - პრობლემები აქვს, 35% კი თავს უბედურ ადამიანად მიიჩნევს. საქართველოს ამ მაჩვენებლებით 6,2 ქულა ერგო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალოა: რუსეთი - 73-ე ადგილი, უკრაინა -74-ე, ბელორუსი - 54-ე, სომხეთი 110-ე, აზერბაიჯანი - 103-ე, თურქმენეთი - 18-ე.

რეიტინგის ბოლო პოზიციას ტოგო იკავებს, რომლის მოსახლეობის მხოლოდ 1% მიიჩნევს თავს ბედნიერად.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს