პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე უძველესი გემი და ღუზა იპოვეს
ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე უძველესი გემი და ღუზა იპოვეს

ნიუ იორკში ტე­რო­რის­ტთა მიერ დან­გრე­უ­ლი მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცენ­ტრის ად­გილ­ზე ხის გე­მის კორ­პუ­სის ფრაგ­მენტს მი­აგ­ნეს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში აიგო, - იტყო­ბი­ნე­ბა ბრი­ტა­ნუ­ლი გა­ზე­თი The Times.

9 მეტ­რი სიგ­რძის ხის გე­მის ნარ­ჩე­ნებს ზღვის დო­ნი­დან 6 მეტ­რის ქვე­მოთ, მი­წის­ქვე­შა სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას მი­აგ­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად მუ­შებ­მა ანძა და გემ­ბა­ნის ძე­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მომ­დევ­ნო დღეს კი მი­წის­გან გე­მის კორ­პუ­სი გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გემ­თან ერ­თად აღ­მოჩ­ნდა 40 კგ-იანი ღუ­ზაც.

სა­ვა­რა­უ­დოდ, უწინ ხის გემი სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­ჩე­ნებ­თან ერ­თად კუნ­ძულ მა­ნ­ჰე­ტე­ნის ნა­პი­რის გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს, რათა მდი­ნა­რე გუძო­ნის­გან მეტი ტე­რი­ტო­რია გა­მო­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ.

არ­ქე­ო­ლოგ­თა თქმით, გემი 200 წლის მან­ძილ­ზე ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან 1970 წელს სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც გემი იყო დაფ­ლუ­ლი, არ გა­და­თხრი­ლა.

არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მოლი მაკ­დო­ნალდმა და მა­იკლ პა­პა­ლარ­დომ აღ­მო­ჩე­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ ვა­რა­უ­დი გა­მოთ­ქვეს, რომ გემი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში აიგო. მათი თქმით, თა­ვის დრო­ზე გემი ნა­პოვნ ფრაგ­მენ­ტთან შე­და­რე­ბით სამ­ჯერ უფრო დიდი იქ­ნე­ბო­და.

ამ­ჟა­მად გე­მის ფრაგ­მენ­ტი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ექ­სპერ­ტი­ზის­თვის გაგ­ზავ­ნეს, რათა მისი სიძ­ვე­ლე და­ზუს­ტდეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება ისაკო დევიძის ბინიდან კადრები, ჩხრეკის დასრულბის შემდეგ - "ნახეთ, რა ხდება"

ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე უძველესი გემი და ღუზა იპოვეს

ნიუ იორკში 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილზე უძველესი გემი და ღუზა იპოვეს

ნიუ იორკში ტერორისტთა მიერ დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ცენტრის ადგილზე ხის გემის კორპუსის ფრაგმენტს მიაგნეს, რომელიც სავარაუდოდ XVIII საუკუნეში აიგო, - იტყობინება ბრიტანული გაზეთი The Times.

9 მეტრი სიგრძის ხის გემის ნარჩენებს ზღვის დონიდან 6 მეტრის ქვემოთ, მიწისქვეშა სამუშაოებისას მიაგნეს. თავდაპირველად მუშებმა ანძა და გემბანის ძელები აღმოაჩინეს, მომდევნო დღეს კი მიწისგან გემის კორპუსი გამოათავისუფლეს. გემთან ერთად აღმოჩნდა 40 კგ-იანი ღუზაც.

სავარაუდოდ, უწინ ხის გემი სხვადასხვა სახის ნარჩენებთან  ერთად კუნძულ მანჰეტენის ნაპირის გაფართოებისთვის გამოიყენეს, რათა მდინარე გუძონისგან მეტი ტერიტორია გამოეთავისუფლებინათ.

არქეოლოგთა თქმით, გემი 200 წლის მანძილზე ხელუხლებელი იყო, რადგან 1970 წელს სავაჭრო ცენტრის მშენებლობისას ის ტერიტორია, სადაც გემი იყო დაფლული, არ გადათხრილა.

არქეოლოგებმა მოლი მაკდონალდმა და მაიკლ პაპალარდომ აღმოჩენის დათვალიერების შემდეგ ვარაუდი გამოთქვეს, რომ გემი XVIII საუკუნეში აიგო. მათი თქმით, თავის დროზე გემი ნაპოვნ ფრაგმენტთან შედარებით სამჯერ უფრო დიდი იქნებოდა.

ამჟამად გემის ფრაგმენტი ლაბორატორიაში ექსპერტიზისთვის გაგზავნეს, რათა მისი სიძველე დაზუსტდეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს