ბრიტანელმა ისტორიკოსებმა დაადგინეს, თუ სად იმყოფება ციხესიმაგრე კამელოტი და მეფე ატრურის ლეგენდარული მრგვალი მაგიდა.
როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ციხესიმაგრე კამელოტი, სადაც მრგვალი მაგიდა იყო განთავსებული, ჩესტერში იმ ადგილზე მდებარეობდა, სადაც ცოტა ხნის წინ ძველრომაული ამფითეატრი აღმოაჩინეს, წერს გაზეთი The Daily Telegraph.
მრგვალი მაგიდა ავეჯის შემადგენელ ნაწილს არ წარმოადგენდა, ეს იყო ხისა და ქვისგან გაკეთებული კაპიტალური კონსტრუქცია, რომელიც ყოფილი რომაული ამფითეატრის ცენტრში იდგა.
ამ მაგიდის გარშემო ათასი ადამიანი იყრიდა თავს, რათა ლეგენდარული მეფისგან ბრძანებები მიეღო. ამასთან, ამფითეატრის პირველ რიგში ადგილობრივი წარჩინებულები ისხდნენ ხოლმე, უკანა რიგებში კი ქვის გრძელ სკამებზე - კრების ნაკლებად ავტორიტეტული მონაწილეები.
კამელოტის ისტორიის ერთ-ერთმა სპეციალისტმა კრის გიდლოუმ განაცხადა: "ვიცით, რომ მეფე არტურის ორი ძირითადი ბრძოლა ქალაქში გაიმართა, რომლის სახლწოდება იყო ლეგიონების ქალაქი. მხოლოდ ორი ადგილი არსებობს, რომლებისთვისაც ასეთი სახელი შეეძლოთ ეწოდებინათ. ერთი სენტ-ოლბანსია, ხოლო მეორეს ადგილმდებარეობა ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა".
ცოტა ხნის წინ ამფითეატრის, ქვის ლოდისა და ქრისტიანი მოწამეებისთვის აღმართული ხის ძეგლის აღმოჩენით დადასტურდა, რომ სწორედ ჩესტერში მდებარეობდა მეფე არტურის სასახლე და მისი ლეგენდარული მგრვალი მაგიდა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.