ბრიტანულმა თეატრალურმა ჯგუფმა Changeling Theatre Company უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა. ხელოვანები ძროხების ნახირზე თეატრალური ხელოვნების გავლენას დააკვირდნენ.
მსახიობების ჯგუფმა კენტის საგრაფოს ერთ-ერთ ფერმაში უილიამ შექსპირის პიესიდან ”უინძორელი მხიარული ცოლები” ნაწყვეტები წარმოადგინა.
”ჩვენ შეგნებულად არ შევასრულეთ სცენები შექსპირის უფრო დრამატული ნაწარმოებებიდან, მაგალითად ”ჰამლეტიდან”, ან ”მაკბეტიდან”, რათა ძროხები შესაფერის გუნება-განწყობაზე არ დამდგარიყვნენ”, - განაცხადა ერთ-ერთმა მსახიობმა-ექსპერიმენტატორმა.
როგორც ამბობენ, დრამატურგიით აღფრთოვანებულმა ძროხებმა ჩვეულებრივზე 4%-ით მეტი რძე მოიწველეს. ფერმერები ამბობენ, რომ წველადობაზე დადებითად აისახება ყველაფერი, რაც ძროხებს დამშვიდებაში ეხმარება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.